კატეგორია: აქეთურ-იქითური

Home აქეთურ-იქითური
ტუხელი ნეიმარს უკვე ელაპარაკა
ჩანაწერი

ტუხელი ნეიმარს უკვე ელაპარაკა

„პარი სენ ჟერმენმა” სეზონი „კაენთან” სტუმრად 0:0-ით დაასრულა და გულშემატკივარს მეორე დღესვე წარუდგინა ახალი მწვრთნელი, გერმანელი თომას ტუხელი. 44 წლის ტუხელმა თანამდებობაზე 46 წლის ესპანელი უნაი ემერი შეცვალა. დორტმუნდელთა ყოფილმა თავკაცმა შეიხთა კლუბთან 2020 წლამდე გააფორმა კონტრაქტი. „რასაკვირველია, დიდ მიზნებს ვისახავთ, მაგრამ გამარჯვებებსა და ტიტულებზე ლაპარაკი ჯერ ადრეა. მინდა მადლობა გადავუხადო კლუბს ასეთი ნდობისთვის. ერთი...

რატომ იტირა კაპიტანმა?
ჩანაწერი

რატომ იტირა კაპიტანმა?

კინაღამ ვიკითხე, გახსოვთ „პარმა“? რა თქმა უნდა, გახსოვთ. ჯიჯი ბუფონის, ფაბიო კანავაროს და ლილიან ტურამის ყოფილი გუნდი ჯოჯოხეთის გავლით იტალიურ სერია A-ში დაბრუნდა. ეს რეკორდია. „პარმალატის“ კრიზისის შემდეგ გუნდმა უმთავრესი სპონსორი დაკარგა, კლუბის მოპოვებული თასებიც კი გაიტანეს აუქციონზე, მაგრამ ორას მილიონ ევრომდე ვალს ეს რას უშველიდა?! მერე ახალი იურიდიული პირი შეიქმნა და პრეზიდენტი ნევიო სკალა...

გეგონება იდიოტები იყვნენ
ჩანაწერი

გეგონება იდიოტები იყვნენ

იოაჰიმ ლიოვმა სანდრო ვაგნერის საქციელი უპასუხოდ არ დატოვა. შეგახსენებთ, რომ ლიოვმა შეადგინა მსოფლიოს ჩემპიონატზე წასაყვან გერმანელ ფეხბურთელთა სია, რომელშიც ბავარიელისთვის ადგილი არ მოიძებნა, რაზეც ვაგნერი გაბრაზდა და თქვა: „ჩემთვის ნათელია, რომ გერმანიის ნაკრების მწვრთნელებს არ ვუნდივართ, რადგან ღია, პატიოსანი და სიმართლის პირში მთქმელი კაცი ვარ”. გარდა ამისა 30 წლის თავდამსხმელი ნაკრებს დაემშვიდობა, მანდ მეტად აღარ ვითამაშებო....

თამაშის შიში
ჩანაწერი

თამაშის შიში

ახლაღა გაირკვა: „ბარსელონას” ყოფილი ამომავალი ვარსკვლავი ბოიან კრკიჩი, რომელსაც სიყმაწვილეში ზოგი მომავალ მესისაც კი ეძახდა თურმე წლობით ავად ყოფილა: შფოთვის სინდრომი ეძალებოდა და რაღა თამაშზე იქნებოდა ასეთ დროს ლაპარაკი. 27 წლის ფეხბურთელმა ინგლისურ „გარდიანთან” ინტერვიუში სწორედ ამაზე ილაპარაკა და დაუნდობელი საფეხბურთო სამყაროც მკაცრად გააკრიტიკა. „ადამიანის პრობლემებზე დაფიქრება არავის სურს. ფეხბურთს ადამიანი არ აინტერესებს”, — თქვა კრკიჩმა,...

მოურინიუს ცუდი წებო აქვს
ჩანაწერი

მოურინიუს ცუდი წებო აქვს

რიო ფერდინანდი დარწმუნებულია, რომ „მანჩესტერ იუნაიტედს” შეუძლია მეტოქეები საჯარიმოს მოედანთან მიაჯაჭვოს, მაგრამ ჟოზე მოურინიუ ფეხბურთელებს უკან დგომას აიძულებს — ასეთია პორტუგალიელის ფილოსოფია. პეპ გვარდიოლამ, რომლის „მანჩესტერ სიტიმ” თანაქალაქელები პრემიერლიგაში მთელი 19 ქულით ჩამოიტოვა, ამ სეზონში „კარაბაოს“ თასიც მოიგო — მოკლედ „იუნაიტედს”, რომელიც დღეს ასოციაციის თასის ფინალში „ჩელსის” ხვდება, ალალად აჯობა. 39 წლის ფერდინანდი აღიარებს, რომ...

მეძავის შვილი
ჩანაწერი

მეძავის შვილი

დიტმარ ჰოპი გერმანელი მილიარდერია, ბუნდესლიგის კლუბ „ჰოფენჰაიმის” მეპატრონე, რომელსაც ბოლო ტურის შეხვედრაში, როდესაც მისმა გუნდმა „დორტმუნდს” 3:1 მოუგო, სტუმარი გუნდის ფანებმა იდნავ ზრდილობიანად რომ ვთქვათ სულ მეძავის შვილი უძახეს. ამ ინფორმაციას, სიტყვების შელამაზების გარეშე გერმანული „შპორტბილდი” ავრცელებს. 78 წლის ბიზნესმენს „ჰოფენჰაიმის” ძველი გულშემატკივარი, ცურვაში მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, ბარსელონისა და ატლანტის ოლიმპიადების ვერცხლის მედალოსანი,...

ლივერპულის აღლუმი 27 მაისს
ჩანაწერი

ლივერპულის აღლუმი 27 მაისს

„ლივერპულის” ფანები უკმაყოფილონი არიან — ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ საზეიმო აღლუმის გეგმები ისე ვერ ეწყობა როგორც მათ უნდათ. რასაკვირველია, იმ შემთხვევაში თუ „რეალს” დაამარცხებენ და თასს მოიგებენ. გეგმა კი ასეთია: „ლივერპულმა” 26 მაისს კიევში უნდა გაიმარჯვოს, ხოლო მეორე დღეს, 27-ში, კვირას, ქალაქში, გულშემატკივართა გასახარად თასი ჩამოატაროს. მათდა სამწუხაროდ, ამ აღლუმს ვერ უსწრებენ გუნდის ყველაზე თავგადაკლული...

უილშერი ნაწყენია და არ მალავს
ჩანაწერი

უილშერი ნაწყენია და არ მალავს

ჯეკ უილშერმა თქვა, რომ გარეთ საუთგეიტი შეცდა, როდესაც ის ინგლისის ნაკრების სარუსეთო განაცხადში არ შეიყვანა. ფეხბურთელმა თავისი მოსაზრება ტვიტერზე დაწერა. „არსენალის” ნახევარმცველმა თავს წარმოუდგენლად გულგატეხილი უწოდა და განმარტა: „მთელი სეზონის განმავლობაში ფიზიკურად კარგ ფორმაში ვიყავი და მწვავედ ვთამაშობდი, ამიტომაც მწამს, რომ საუთგეიტს გუნდში უნდა შევეყვანე”. 26 წლის მოთამაშემ არც ის დამალა, რომ სანამ თავისი მოსაზრების...

დიდი ნეხვი დამთავრდა
ჩანაწერი

დიდი ნეხვი დამთავრდა

„ევერტონმა” მწვრთნელი სემ ელერდაისი გაუშვა, ესე იგი უეინ რუნი შეიძლება სულაც აღარ წავიდეს ამერიკაში. არადა, მას „DC იუნაიტედთან” უკვე მოლაპარაკებული აქვს ყველაფერი — კვირაში 406 ათასი დოლარი უნდა მიიღოს. მეტიც, გასულ პარასკევს „რუ” „ევერტონის” ქომაგებს დაემშვიდობა. რა მოხდება ახლა? როგორც ჩანს ვეტერანი ახალი მწვრთნელის დანიშვნას დაელოდება და საბოლოო გადაწყვეტილების მასთან ლაპარაკის მერე მიიღებს. 32 წლის...

დაზოგე სასმელზე – უერთგულე ფეხბურთს!
ჩანაწერი

დაზოგე სასმელზე – უერთგულე ფეხბურთს!

ვინ თქვა, რომ ფეხბურთის ისტორიას მხოლოდ ფეხბურთელები, მწვრთნელები და ამ ბიზნესში ჩართული ათასი ჯურის ბიზნესმენები ქმნიან? შერეკილი (კეთილი გაგებით) ქომაგები ფეხბურთის ისტორიის ასეთივე განუყოფელი ნაწილია. გსმენიათ მავანი ბრაზილიელის შესახებ, რომელსაც საყვარელი გუნდის შეხვედრა 50 წლის განმავლობაში არ გაეცდინა? კლუბმა იუბილეც კი გადაუხადა და მხოლოდ მაშინ გამოტყდა, ორი შეხვედრა გამიცდაო: ერთხელ საკუთარი ქორწილის დღეს და მეორედ,...