იოაჰიმ ლიოვმა სანდრო ვაგნერის საქციელი უპასუხოდ არ დატოვა. შეგახსენებთ, რომ ლიოვმა შეადგინა მსოფლიოს ჩემპიონატზე წასაყვან გერმანელ ფეხბურთელთა სია, რომელშიც ბავარიელისთვის ადგილი არ მოიძებნა, რაზეც ვაგნერი გაბრაზდა და თქვა: „ჩემთვის ნათელია, რომ გერმანიის ნაკრების მწვრთნელებს არ ვუნდივართ, რადგან ღია, პატიოსანი და სიმართლის პირში მთქმელი კაცი ვარ”. გარდა ამისა 30 წლის თავდამსხმელი ნაკრებს დაემშვიდობა, მანდ მეტად აღარ ვითამაშებო.
ლიოვი: „ვაგნერის უკმაყოფილება მესმის, ის მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს, მაგრამ დანარჩენი რაც მან თქვა და გააკეთა გამაღიზიანებელი იყო. ეს მე მივიღე, როგორც სხვა ფეხბურთელების, მისი კოლეგების კრიტიკა. ვაგნერი გერმანიის ნაკრების იმ წევრებს, რომლებიც საუკუნეა ჩვენთან თამაშობენ ისე მოეპყრა გეგონება ისინი იდიოტები ყოფილიყვნენ”.
იოაჰიმ ლიოვმა სანდრო ვაგნერი ბუნდესნაკრებში სულ რვაჯერ გამოიძახა, თუმცა ფორვარდმა ამ რვა შეხვედრაში იყოჩაღა და ხუთი გოლი გაიტანა. ლიოვი ეროვნულ გუნდს 2006 წლიდან უდგას სათავეში.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
აქეთურ-იქითური22/07/2026 | 19:34პომიდორი წონის შესაბამისად
აქეთურ-იქითური18/07/2026 | 18:58ფეხბურთი ვიცი, ცხოვრებას ვსწავლობ
