წესით და რიგით, დღეს დილით ლევან გორგაძე, ვისაც ამომავალი მზის ქვეყანაში ტოჩინოშინად უხმობენ, მასავით კომუსუბის ტიტულის მქონე ენდოს უნდა დაჯახებოდა.
შეტაკება არ შედგა.
ენდოს მიტაკუემისთან გუშინდელ ბრძოლაში მარჯვენა ხელი უღრძვია და დღეს დოჰიოზე გასვლა იუარა.
ენდოს უფლება აქვს, თუ ჯანზე მოვიდა, ორშაბათს დაუბრუნდეს ტურნირს, მაგრამ ეგ მისმა ფანკლუბმა იდარდოს.
მაისის სუპერტურნირს კი უკვე შვიდიდან შვიდი მოგებით ლევან გორგაძე ლიდერობს. ტოჩინოშინს რვა ბრძოლაში სამი გამარჯვებაც ჰყოფნის და ოძეკიდ აკურთხებენ.
მერე?
მერე მონღოლთა ბატონობის დამხობაზე ვიფიქროთ.
ქართველი იოკოძუნა? რატომაც არა?!
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
