კატეგორია: აქეთურ-იქითური

Home აქეთურ-იქითური
ფული ან ციხე!
ჩანაწერი

ფული ან ციხე!

კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ აღძრული საქმე ჯერ არ დახურულა. პროკურატურა მისთვის ათწლიანი პატიმრობის მისჯას ითხოვს გადასახადებისგან თავის არიდების გამო. არის ალტერნატივაც: ფეხბურთელმა სრულად უნდა დაფაროს დავალიანება და ზედაც ჯარიმის თანხა დაამატოს. მადრიდული გრანდის ვარსკვლავმა უკვე გამოხატა გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი. გლეხურ ენაზე ეს იმას ნიშნავს, რომ პორტუგალიელი ჯამში 30 მილიონ ევროს გადაიხდის. მაინცდამაინც ნუ იჩქარებთ “ელ მატადორის”...

კვარას სამწერლო დებიუტი
ჩანაწერი

კვარას სამწერლო დებიუტი

13 მაისს, ქართული ფეხბურთის ყველაზე დიდი გამარჯვების დღეს ჩვენმა კოლეგამ და მეგობარმა მამუკა კვარაცხელიამ საკუთარი წიგნის პრეზენტაცია გამართა. სათაური დამაინტრიგებელია: “ადიდასი, მერსედესი, ფეხბურთი.“ წიგნში გერმანიის საფეხბურთო ჩემპიონატია გაცოცხლებული და ისე საინტერესოდაა გადაჯაჭვული გერმანულ სუპერბრენდებთან, ქართულ ფეხბურთთან და საქართველოს ისტორიასთან, ერთი ამოსუნთქვით იკითხება. კვარას პირდაპირი, მაგრამ იუმორით შეგემებული სტილი “სარბიელის” სტაჟიანი მკითხველისთვის კარგადაა ნაცნობი. ბავშვობიდან ჩემი...

რონალდუ საუდის არაბეთის ნაკრებში?
ჩანაწერი

რონალდუ საუდის არაბეთის ნაკრებში?

ჩვენი კოლეგების სერიოზული აღშფოთება გამოიწვია „რუსეთის ფოსტის“ დაუდევრობამ თუ არაკომპეტენტურობამ – გუშინ გაყიდვაში გავიდა 8 ახალი მარკა. თითოეული მსოფლიოს კარსმომდგარი ჩემპიონატის თითო ჯგუფს ეძღვნება… თუმცა, ჩვენმა კოლეგებმა აღმოაჩინეს, რომ A ჯგუფის მარკაზე კრიშტიანუ რონალდუ საუდეთის ნაკრების 6-ნომრიანი მაისურით თამაშობს… H ჯგუფის მარკაზე კი გარეთ ბეილი ირლანდიელთა ფორმაშია. არადა, ვალიელები მსოფლიოზე საერთოდ ვერ მოხვდნენ.. ბურთი რვავე...

დონკასტერმა რა ქნა?
ჩანაწერი

დონკასტერმა რა ქნა?

სათაურში გამოტანილი ფრაზა იყო პირველი, რომელიც სერ ალექს ფერგიუსონმა კომადან გამოსვლის შემდეგ ახლობლებს უთხრა. შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ცოცხალ ლეგენდად ქცეულ შოტლანდიელს ორიოდ დღის წინ ტვინში სისხლის გაჟონვის გამო გადაუდებელი ოპერაცია და ხელოვნურ კომაში შეყვანა დასჭირდა.და მაინც: რატომ „დონკასტერი“? იმიტომ, რომ მას სერ ალექსის ვაჟი დარენ ფერგიუსონი წვრთნის. ბრიტანული მედია არ იუწყება, რა უპასუხეს ახლობლებმა....

“რეალის” მოღალატე თუ მცივანა ნადალი?
ჩანაწერი

“რეალის” მოღალატე თუ მცივანა ნადალი?

არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ მსოფლიოს პირველმეჩოგნე რაფაელ ნადალი მადრიდის “რეალის” თავგადაკლული ქომაგია. ჰოდა, გასაკვირიც ის იყო, რომ “ატლეტიკო”-“არსენალის” შეხვედრისას სამეფო კლუბის უპირველესი მტრის პრესლოჟაში “ატლეტიკოს” საკლუბო შარფით დალანდეს. რაფა მაშინვე მტრად შერაცხეს. ჩოგბურთელმა განმარტება სოციალურ ქსელებში დადო: “დიახ, ვიყავი ამ შეხვედრაზე და არ მესმის, რატომ არ მაქვს უფლება, ევროტურნიტებზე ნებისმიერ ესპანურ კლუბს ვუქომაგო. მატჩზე...

ინიესტა ჩინეთში აღარ მიდის
ჩანაწერი

ინიესტა ჩინეთში აღარ მიდის

ჩინურმა კლუბმა რომელსაც ზუსტ გამოთქმას ნუ მოგვთხოვთ და წესით „ჩონგქუინგ დანგდაი ლიფანი” ჰქვია, თავის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, სადაც წერია, რომ ანდრეს ინიესტა როგორც ფეხბურთელი მათთან კონტრაქტს ხელს აღარ მოაწერს, თუმცა კლუბთან კომერციულ ურთიერთობას გააბამს. „ჩვენ ფედერაციის ხარჯვის პოლიტიკას არ შევეხებით და ჩინეთის ბაზრის კანონებს არ დავარღვევთ” — წერია განცხადებაში. ჩინეთის სუპერლიგას აქვს საგანგებო რეგულაციები,...

რამოსი: კლასიკოსის ბოლო კლასიკო
ჩანაწერი

რამოსი: კლასიკოსის ბოლო კლასიკო

„რეალის” კაპიტანმა სერხიო რამოსმა კვირას „კამპ ნოუ” დიდებული სუვენირით დატოვა — ეს გახლდათ ანდრეს ინიესტას უკანასკნელი მაისური, რომელიც მას „ელ კლასიკოში” ეცვა. გახარებულმა რამოსმა სამახსოვრო საჩუქართან ერთად ფოტო გადაიღო და ინსტაგრამზე დადო. ინიესტამ მადრიდელს მაისურზე ასეთი სიტყვები წაუწერა: „ჩემს მეგობარ სერხიოს ერთად და მეტოქეებად გატარებული მრავალი წუთის მოსაგონებლად. მადლობა. გისურვებ წარმატებებს”. თავად რამოსმა კი ინსტაგრამზე...

კლოპმა ნუ მოიმუნობო!
ჩანაწერი

კლოპმა ნუ მოიმუნობო!

მო სალაჰს „ლივერპულის” მწვრთნელმა იურგენ კლოპმა უსაყვედურა გაფორმებასა და ეგრეთწოდებულ დაივინგს თავი დაანებეო. გერმანელი უკმაყოფილოა, რომ „ჩელსისთან” 0:1 წაგებულ შეხვედრაში მისმა მთავარმა ვარსკვლავმა სიმულაციისთვის ყვითელი ბარათი მიიღო. ის გერი კეჰილთან ოდნავი კონტაქტის გამო წაიქცა, რაც მსაჯმა არ აპატია. კლოპმა თქვა: „ასეთი რამის ნახვა მეტად აღარ მინდა. დიახ, მე ვფიქრობ, რომ ეს სიმულაცია იყო. ან, შეიძლება...

არსენალი ჩემპიონია!
ჩანაწერი

არსენალი ჩემპიონია!

ინგლისში მიმდინარე სეზონის ტელე-ჩემპიონი „არსენალია”! სადაცაა 2017-18 წლების საფეხბურთო მარათონი დასრულდება და „მეთოფეებს” ყველა შეჯიბრებაში ერთად სულ მცირე 47 პირდაპირი ეთერი ექნებათ დაგროვებული. ასეთი შედეგით კი ვერც ერთი სხვა კლუბი ვერ დაიკვეხნის. ცნობისათვის: ამ 47 პირდაპირ ტრანსლაციაში არ შედის პრემიერლიგის ბოლო ტურის შეხვედრა, რომლის ამბავი ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი. თითქოს არსენ ვენგერის 22 წლიანი...

კლასიკური მათემატიკა
ჩანაწერი

კლასიკური მათემატიკა

ამ ბოლო დროს ამერიკული სახეობების მსგავსად ფეხბურთშიც დაიწყეს ათასნაირი სტატისტიკის თვლა. ეტყობა, ასე უფრო მეტი ფული კეთდება. უამრავი რეკორდის მოფიქრება და დაფიქსირება შეიძლება. მერე თითოეული მათგანის მოხსნაზე მთელ ამბავს ააწყობ: აბა ვინ, აბა როდის და აბა როგორ. ხალხს ტელევიზორებს ჩაართვევინებ, რეკლამებს აყურებინებ, ნიძლავებს დაადებინებ… თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი უმთავრესი მოვლენა ესპანური „ელ კლასიკოა”: „ბარსელონა” „რეალის” წინააღმდეგ;...