„არსენალი” და „ჩელსი” საბრძოლველად მოემზადნენ. მიზეზი: გავრცელდა ხმა, რომ ლეონარდო ჟარდიმი „მონაკოდან” მიდის. ეს კულუარული ინფორმაცია ექსკლუზიურად მოიპოვა „სანმა”. გაზეთი წერს, რომ 43 წლის პორტუგალიელი მწვრთნელი, რომელსაც ევროპაში მაღალი რეიტინგი აქვს, აუცილებლად მოექცევა წამყვანი კლუბების ინტერესის სფეროში და დიდი შანსია, პრემიერლიგაში გადაბარგდეს. თურმე, საფრანგეთსა და ესპანეთში ამბობენ, რომ ჟარდიმი ყველაზე დიდი ალბათობით „არსენალში” გადავა და...
კატეგორია: აქეთურ-იქითური
რაული, პოჩეტინიოს შეგირდი
ამ დღეებში „ტოტენჰემ ჰოთპურს” საგანგებო სტუმარი ჰყავს — მადრიდის „რეალის” ლეგენდა რაული, რომელიც ლონდონში მაურისიო პოჩეტინიოს მასტერკლასის სანახავად და მისგან მწვრთნელობის გაკვეთილების მისაღებად ჩავიდა. „რეალის”, „შალკეს” და ნიუ იორკის „კოსმოსის” ყოფილი ფეხბურთელი მწვრთნელობას აპირებს. მადრიდელებს გადაწყვეტილი აქვთ, მომავალი სეზონიდან რაულს თავიანთი სტრუქტურის ხუვენილ B გუნდი ანუ 18 წლამდელები ჩააბარონ. რაული ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სამწვრთნელო კურსებზე...
უცნაური გაყრა
რამდენიმე დღეა რაც იურგენ კლოპისა და ჟელკო ბუვაჩის 17 წლიანი განუყრელი თანამშრომლობა დასრულდა. 50 წლის კლოპი და 56-ის ბუვაჩი ყველგან წარმატებულები იყვნენ: 2004 წელს მათ „მაინცი” აღაზევეს ბუნდესლიგაში, „დორტმუნდთან” ერთად ორჯერ მოიპოვეს გერმანიის ჩემპიონის ტიტული, 2012 წელს გერმანიის თასს დაეუფლენ, 2013-ში დორტმუნდელთა გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანეს, სადაც მიუნხენის „ბაიერნთან” დამარცხდნენ 1:2. შემდეგ იყო „ლივერპული”. ...
საუკეთესო რონალდუ მოურინიუს აზრით
ჟოზე მოურინიუმ კრიშტიანუ რონალდუს მორიგი დარტყმა მიაყენა — რონალდუებს შორის საუკეთესო ბრაზილიელი ფენომენი იყოო. მართალია, მოურინიუ და კრიშტიანუ პორტუგალიელები არიან, თანამემამულეები კი როგორც წესი ერთმანეთს აქებენ, მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე სხვანაირადაა. „განსაკუთრებული” CR7-ს „რეალში” წვრთნიდა და ერთმანეთთან რთული ურთიერთობა ჰქონდათ. 2013 წელს, ერთ-ერთი თამაშის შემდეგ კინაღამ ხელითაც გაიწიენ ერთმანეთზე. ხოლო ბრაზილიელი ფენომენის შესახებ მოურინიუმ სერ ბობი...
დე ხეა საუკეთესოა, ქერიკი — დიდი კაცი!
ჟოზე მოურინიუმ თქვა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი” დიდ ფეხბურთელს კარგავს, მაგრამ დიდ ადამიანთან განაგრძობს ურთიერთობას — ეს სიტყვები პორტუგალიელმა მაიკლ ქერიკს უძღვნა. „იუნაიტედის” ყოველწლიურ საკლუბო დაჯილდოების ცერემონიალზე 36 წლის ქერიკი დიდი ფეხბურთიდან გააცილეს, თუმცა ის მოურინიუს სურვილითა და ნებართვით მწვრთნელის დამხმარეთა და თანაშემწეთა გუნდში იწყებს მუშაობას. „18 წლიანმა სამწვრთნელო კარიერამ მაჩვენა, რომ ჩემთვის ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე...
სადილი ხმაურიან მეზობელთან
როგორც ჩანს ლეგენდარული სერ ალექს ფერგიუსონი „ხმაურიან მეზობლებს” უკვე პატივისცემით უყურებს — „მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა თავკაცმა „მანჩესტერ სიტის” მწვრთნელი პეპ გვარდიოლა სადილად დაპატიჟა. ეს მოხდა რამდენიმე დღეში მას მერე, რაც მისმა ყოფილმა გუნდმა შინ წააგო „ვესტ ბრომვიჩთან” 1:0 და ამ წაგების წყალობით „სიტი” მიუწვდომელი ანუ ჩემპიონი გახდა. გახსოვთ საიდან მოდის ეს გამოთქმა— „ხმაურიანი მეზობლები”? 2009...
უსამართლობა ბარსელონაში
უხერხულობა საზეიმო მაისურებმა გამოიწვია — მას მერე, რაც ბოლო ტურში სტუმრად „დეპორტივო ლა კორუნია” დაამარცხა (4:2) და ლა ლიგაში მდევრებისთვის მიუწვდომელი გახდა, „ბარსელონამ” გულიანი ზეიმი მოაწყო და ოცდამეხუთე ჩემპიონობისადმი მიძღვნილი საგანგებო მაისურებიც გამოუშვა. მაისურებს ზურგზე ჩემპიონთა გვარები აწერია — სულ 23 ფეხბურთელი და მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე. მაგრამ, როგორც გაირკვა კატალონიელებს რამდენიმე მოთამაშე გამორჩენიათ. წყენაც ამას მოჰყვა. დავიწყებულთაგან...
რუი მეთოთხმეტე
„სანმა” რომ არ გამოქექოს, ისეთი არაფერია ამქვეყნად — „არსენალის” მომავალ მწვრთნელად რუი ფარიას კანდიდატურას განიხილავენო. რუი ფარია „მანჩესტერ იუნაიტედში” ჟოზე მოურინიუს ასისტენტია. ამრიგად, „მეთოფეებს” უკვე 14 კაციანი სია აქვთ ჩამოწერილი. ზაფხულზე, როდესაც არსენ ვენგერი ლონდონის გუნდს დატოვებს, კლუბის ხელმძღვანელობა ახალ მწვრთნელს ამ თოთხმეტიდან აარჩევს. ვინმეს მოურინიუს მარჯვენა ხელზე ლაპარაკი შეიძლება არასეროზულად ეჩვენოს, მაგრამ არის ხალხი ვინც...
კაციც შენ ყოფილხარ!
თურქეთის ჩემპიონატის მეორე დივიზიონის კლუბ დენიზლისფორის მავან ქომაგს ერთი წლით სტადიონზე შესვლა აუკრძალეს. რაოდენი უნდა იყოს ზრდასრული მამაკაცის სიყვარული მშობლიური ქალაქის და გუნდის მიმართ, რომ ასეთი გენიალური გამოსავალი მოიფიქრა – მაღლივი ამწე იქირავა, მის „აკვანში“ ჩასკუპდა, გუნდის დროშა გამოფინა და მშვენივრადაც ადევნა მატჩს თვალი. არადა, კანონიც რომ არ დაარღვია, რა გინდა უთხრა?! ეგ არის მხოლოდ,...
რომაული ჯეკ-პოტი
შენ წარმატება თქვი და ფული თუნდაც ყატარიდან მოვა – ასე ჟღერს სულ ცინცხალი ანდაზა. „რომას“ პრეზიდენტმა ჯოზეფ პალოტამ ხელი მოაწერა კონტრაქტს QATAR airways-თან და მომავალი სამი სეზონის განმავლობაში გუნდი ამ ავიაკომპანიის ლოგოთი იასპარეზებს. ახალი მაისურებით „რომა“ უკვე „ლივერპულის“ საპასუხო შეხვედრისას იბურთავებს. ფონანსური დეტალები არ ხმაურდება, მაგრამ სავარაუდოდ, წლიურ 15-18 მილიონ ევროზეა საუბარი. აქამდე სონიორ პალოტას...








