— შენ, ბიძია, ოჯახი არ გყავს? — რა გააჭირეთ საქმე. ოჯახიც ჰყავს, ცოლიც ჰყავს და ბავშვების მთელი ინკუბატორი. ვერ გეტყვით სად არიან რიტმ ენდ ბლუზის მომღერლის ტანიკა ბეილის ჯანიანი მამა და უფროსი ძმები, ანკი ჰყავს თუ არა ასეთები საერთოდ, მაგრამ სადაც გინდა იყვნენ იქ, ინგლისში სხვა ურთიერთობებია. აი, იაია ტურეს კი ნამდვილად ჰყავს ცოლი და...
კატეგორია: აქეთურ-იქითური
ეს ჟესტი უზრდელურია?
ფრანკ რიბერის უთხრეს გოლი ასე აღარ აღნიშნო, უზრდელობააო. ეს ამბავი „ბილდისგან” ვიცით. გერმანულმა გამოცემამ გაიგო, რომ „ბაიერნის” შეფებს ფრანგისთვის განუმარტავთ, რომ ჟესტი, რომელიც ერთ ქვეყანაში კარგ რამეს ნიშნავს, მეორეში შეიძლება ცუდს ნიშნავდეს. ის, რასაც 35 წლის ვეტერანი გოლის შემდეგ თითებით აკეთებდა, გერმანიასა და ინგლისში თურმე OK ყოფილა, აღმოსავლეთ ევროპასა და სამხრეთ ამერიკაში კი სხეულის უკანა...
ლუის ენრიკეს რევოლუცია
200 მილიონი ინგლისური გირვანქა 230 მილიონი ევროა და სწორედ ეს თანხა უნდა ლუის ენრიკეს „არსენალის” გადასაკეთებლად… რასაკვირველია, იმ შემთხვევაში თუ ის ლონდონელების მწვრთნელი გახდება. ყველამ ვიცით, მაგრამ მაინც გავიმეორებთ, რომ „მეთოფეთა” თავკაცი არსენ ვენგერი კლუბში 22 წლიან ეპოქას ამთავრებს, ხოლო მის სავარაუდო შემცვლელთა შორის ფავორიტი ლუის ენრიკეა. როგორც „სანმა” შეიტყო, „ბარსელონას” ყოფილი მწვრთნელი „არსენალის” შემადგენლობის...
მოურინიუს სალაჰის გაყიდვას აბრალებენ
საოცარია… ჟოზე მოურინიუს მოჰამედ სალაჰიც „ჩელსიში“ ჰყავდა და კევინ დე ბრუინიც. ორივე გაყიდა. არადა, გავიდა რამდენიმე წელიწადი და ისინი ინგლისის საუკეთესო მოთამაშეები გახდნენ — წლევანდელი გამოკითხვის თანახმად ეგვიპტელი პირველია, ხოლო ბელგიელი მეორე. როგორ შეიძლებოდა ასეთი რამ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელს შეშლოდა? მოურინიუ დღეს „მანჩესტერ იუნაიტედს” წვრთნის და ამბობს, რომ სალაჰი მას არ გაუყიდია, ის „ჩელსის”...
რამოსი: ის რომ ანდრესინიო ყოფილიყო…
„მისი სახელი ანდრესინიო რომ ყოფილიყო, ერთხელ კი არა ორჯერ გახდებოდა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი” — დაიცვა თანამემამულე „რეალის” კაპიტანმა სერხიო რამოსმა მიუნხენის „ალიანს არენას” მიქს-ზონაში, როდესაც ანდრეს ინიესტას შესახებ ჰკითხეს. მოგეხსენებათ, სეზონის ბოლოს ინიესტა „ბარსელონადან” სავარაუდოდ წავა და ამიტომ მის განვლილ კარიერაზე ახლა განსაკუთრებით ხშირად საუბრობენ. ჟურნალმა „ფრანს ფუტბოლმა” დიდ ფეხბურთელს ბოდიშიც კი მოუხადა, 2010 წელს...
ხუთი ათასი ინგლისელი, რომი და ომი
„თაიმზი” იტყობინება, რომ რომში, „რომასა” და „ლივერპულის” საპასუხო ნახევარფინალურ შეხვედრაზე დასასწრებად, ინგლისიდან 5 ათასი გულშემატკივარი მიემგზავრება, რაც იმას ნიშნავს, რომ იტალიის დედაქალაქის პოლიციას რთული დღეები ელის. შეხვედრა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი უნდა გამოავლინოს, შემდეგ ოთხშაბათს, 2 მაისს ჩატარდება. პირველი თამაში „ლივერპულმა” მოიგო 5:2. რომის პოლიციამ ბევრი რამ უკვე დაგეგმა. კერძოდ, „სტადიო ოლიმპიკოს” ახლომახლო ალკოჰოლი არ...
ეს უკვე მაიმუნობაა!
„სანი” წერს, რომ „არსენალის” მხრიდან ვენგერის გადადგომის ვერსიის დღეში სამჯერ შეცვლა უკვე ფარსში გადადის. ჩვენებურად რომ ვთქვათ, მაიმუნობაა. „სანისავე” მტკიცებით, კლუბმა ფრანგ მწვრთნელს შეიძლება სულაც აღარ გადაუხადოს საკომპენსაციო 11 მილიონი გირვანქა — ვენგერის განცხადება, რომ ის კლუბთან შეთანხმებით კი არ მიდის, არამედ შეფებმა გააგდეს, ყველაფერს თავდაყირა აყენებს. შემდეგ, გაზეთი ოთხშაბათის ქრონიკას იხსენებს: 12:43 — ევროლიგის...
კურტუა ნაკრების გამყიდველია
ბელგიის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა მარკ ვილმოტსმა სკანდალური განცხადება გააკეთა: – ნაკრებში მუშაობისას ერთ პრობლემას გადავაწყდი: 18 საათზე გუნდის შემადგენლობას ვასახელებდი და გასახდელში სამატჩო დარიგებებს ვიძლეოდი. ზუსტად 15 წუთში კი ეს ინფორმაცია მედიას და, ბუნებრივია, მეტოქესაც ჰქონდა. როცა მეტოქეს ამგვარი ინფორმაცია არა დადგენილი 1, არამედ 3-4 საათით ადრე აქვს, ასწრებს გუნდის გადაწყობას და შესაბამისი კონტრთამაშის დაპირისპირებას....
კრიშტიანუზე მთავარი რამოსია
„რეალისა” და „ბაიერნის” დაპირისპირება ყოველთვის სასეიროა. ხვალ ეს გუნდები ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩს გამართავენ. მადრიდელთა და ბავარიელთა მოახლოებული შეხვედრის შესახებ წარსულში ცნობილი გერმანელი ფეხბურთელი შტეფან ეფენბერგი ლაპარაკობს. „მადრიდს უმაღლესი დონის გუნდი ჰყავს, შესაძლოა მსოფლიოში უძლიერესიც კი. ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ ორი გამარჯვება სწორედ ამის დასტურია, მაგრამ კლასით არც „ბაიერნი” გახლავთ შორის”, — უთხრა ესპანურ გამოცემა...
პიცა, სინიორ, ჰერ თუ მისტერ კლოპისთვის
„ლივერპულისა” და „რომას” ჩემპიონთალიგური ნახევარფინალის წინ მეტოქეთა მწვრთნელებს რას აღარ ეკითხებიან. ინგლისური გუნდის გერმანელი თავკაცი იურგენ კლოპი, მაგალითად, შეჭამეს, მანდედან სხვა გუნდში როდის უნდა გადახვიდეო და დაუზუსტეს კიდეც, სერია A-ში გადაბარგებაზე რა აზრისა ხარო. „მეეჭვება იტალიურ კლუბში ჩემს მუშაობას აზრი ჰქონდეს, რადგან იტალიურად მხოლოდ რესტორანში სპაგეტის შეკვეთა შემიძლია, ეს კი გუნდის გაძღოლისთვის საკმარისი არ უნდა...









