ფრანკ რიბერის უთხრეს გოლი ასე აღარ აღნიშნო, უზრდელობააო. ეს ამბავი „ბილდისგან” ვიცით. გერმანულმა გამოცემამ გაიგო, რომ „ბაიერნის” შეფებს ფრანგისთვის განუმარტავთ, რომ ჟესტი, რომელიც ერთ ქვეყანაში კარგ რამეს ნიშნავს, მეორეში შეიძლება ცუდს ნიშნავდეს.
ის, რასაც 35 წლის ვეტერანი გოლის შემდეგ თითებით აკეთებდა, გერმანიასა და ინგლისში თურმე OK ყოფილა, აღმოსავლეთ ევროპასა და სამხრეთ ამერიკაში კი სხეულის უკანა ნაწილზე მიუთითებს. ყოველ შემთხვევაში, უფრო ასე აღიქმებაო და რა გითხრათ, აბა…
ჰო, კიდევ მთავარი. თურმე, რიბერის ჟესტი ვინმემ შეიძლება „შე ჰომოსექსუალოდ” აღიქვას, ადამიანის უფლებათა დაცვის თანამედროვე ეტაპზე კი ეს დაუშვებელია. ამიტომაც, ბავარიული კლუბის ბოსებმა ყველაფერი აწონ-დაწონეს და ფეხბურთელს სიხარულის ანგლო-გერმანულად გამოხატვის უფლება შეუზღუდეს….

ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი21/06/2026 | 23:04საქართველო ლატვიაში გაფრინდა
სიახლეები19/06/2026 | 19:58ულან – ბატორი ჯერ უმედლოდ
სიახლეები16/06/2026 | 20:28ზირა, მონდორფი, ვირტუსი…
აქეთურ-იქითური07/06/2026 | 19:21ბეგის თასი მესამე პლატოს
