რონალდუ საუდის არაბეთის ნაკრებში?

Home აქეთურ-იქითური რონალდუ საუდის არაბეთის ნაკრებში?
რონალდუ საუდის არაბეთის ნაკრებში?

ჩვენი კოლეგების სერიოზული აღშფოთება გამოიწვია „რუსეთის ფოსტის“ დაუდევრობამ თუ არაკომპეტენტურობამ – გუშინ გაყიდვაში გავიდა 8 ახალი მარკა. თითოეული მსოფლიოს კარსმომდგარი ჩემპიონატის თითო ჯგუფს ეძღვნება…

თუმცა, ჩვენმა კოლეგებმა აღმოაჩინეს, რომ A ჯგუფის მარკაზე კრიშტიანუ რონალდუ საუდეთის ნაკრების 6-ნომრიანი მაისურით თამაშობს…

H ჯგუფის მარკაზე კი გარეთ ბეილი ირლანდიელთა ფორმაშია. არადა, ვალიელები მსოფლიოზე საერთოდ ვერ მოხვდნენ..

ბურთი რვავე მარკაზე სხვადასხვანაირადაა დაკოპლილი და ერთგან წინახაზელს სულაც მეკარის ცალი ხელთათმანი უკეთია…

პრინციპში, რას ერჩი, თუკი მარკების მხატვარ-შემსრულებელი ორი ქალბატონი ბრძანდებოდა.
თითო მარკის ტირაჟი 440 000 ეკზემპლარია და ცალის ნომინალური ფასი 40 რუბლი (დაახლოებით 1.6 ლარი) გახლავთ.

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".