„რეალის” კაპიტანმა სერხიო რამოსმა კვირას „კამპ ნოუ” დიდებული სუვენირით დატოვა — ეს გახლდათ ანდრეს ინიესტას უკანასკნელი მაისური, რომელიც მას „ელ კლასიკოში” ეცვა. გახარებულმა რამოსმა სამახსოვრო საჩუქართან ერთად ფოტო გადაიღო და ინსტაგრამზე დადო.
ინიესტამ მადრიდელს მაისურზე ასეთი სიტყვები წაუწერა: „ჩემს მეგობარ სერხიოს ერთად და მეტოქეებად გატარებული მრავალი წუთის მოსაგონებლად. მადლობა. გისურვებ წარმატებებს”.
თავად რამოსმა კი ინსტაგრამზე დადებულ ფოტოს მიაწერა: „იმ ყველაფრის გარდა, რაც გუშინ მოედანზე მოხდა, ეს თამაში დაგვამახსოვრდება როგორც ნამდვილი კლასიკოსის ინიესტას უკანასკნელი კლასიკო. მოგვენატრები, მეგობარო”.

ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები24/09/2026 | 17:17სანიოლი – გვაქვს ამბიცია, რომ თამაშები მოვიგოთ და ჯგუფში გავიმარჯვოთ
სიახლეები20/09/2026 | 23:04მიქაუტაძემ ესპანეთში გაიტანა [VIDEO]
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 14:19ბათუმი ევროპის თასზე გადაინაცვლებს
სიახლეები13/09/2026 | 23:45მამაგეიშვილმა ჩემპიონს გაუტანა [VIDEO]
