ჭდე: ანდრეს ინიესტა

Home ანდრეს ინიესტა
ინიესტამ საჩუქრად კონტრაქტი მიიღო
ჩანაწერი

ინიესტამ საჩუქრად კონტრაქტი მიიღო

დღეს XXI საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ანდრეს ინიესტა 37 წლის გახდა. „ბარსელონას“ ლეგენდა თითქმის სამი წელიწადია, იაპონურ „ვისელ კობეში“ თამაშობს და თავს კომფორტულადაც გრძნობს. დაბადების დღის საჩუქრად იაპონელებმა ახალი 2023 წლამდე გათვალისწინებული კონტრაქტი შესთავაზეს. „ჯერ საკმაოდ ძლიერი ვარ. მინდა აქ გავაგრძელო და აქვე დავასრულო კარიერა. ამის შემდეგ უკვე სხვა გზით წავალთ და სხვადასხვა საფეხბურთო პროექტებს...

ძველი ბარსელონა დამთავრდა!
ჩანაწერი

ძველი ბარსელონა დამთავრდა!

  „ბარსელონას” ნამდვილად არ უდგას საუკეთესო დღეები. აგერ, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, „კამპ ნოუზე”, „პარი სენ ჟერმენმა” 4:1 დაამარცხა. ამასთან დაკავშირებით, გთავაზობთ კატალონიელი ჟურნალისტის ლუის მასკაროს მოკლე წერილს, რომელიც „სპორტში” გამოქვეყნდა.  კილიან მბაპეს მიერ „კამპ ნოუზე” მოწყობილი წარმოდგენა იმის საუკეთესო ილუსტრაცია იყო, რომ ფეხბურთში ეპოქა იცვლება. მოდელი, რომელზე დაყრდნობითაც ყველა დროის საუკეთესო „ბარსელონამ” კარგა ხნის განმავლობაში...

მე ჩავის მოვკლავ!
ჩანაწერი

მე ჩავის მოვკლავ!

38 წლის სამუელ ეტო’ომ რადიო Cadena SER-თან ინტერვიუში დაასახელა საუკეთესო ფეხბურთელი მათ შორის, ვის მხარდამხარაც ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში უთამაშია. ეტო’ო-მ თქვა, რომ საუკეთესო ანდრეს ინიესტა იყო. „ეს ადრეც მითქვამს. ხალხს უკვირს, რატომ არ ვასახელებ მესის ან რონალდინიოს, მაგრამ ვფიქრობ დრომ დაამტკიცა, რომ მე მართალი ვიყავი”, — თქვა ეტო’ომ. სამუელ ეტო’ო და ანდრეს ინიესტა ერთად, 2004-2009 წლებში...

ანდრეს ინიესტას წერილი ფერნანდო ტორესს
ჩანაწერი

ანდრეს ინიესტას წერილი ფერნანდო ტორესს

  დღეს, იაპონიის ჯეი ლიგაში „საგან ტოსუმ“ „კობესთან“ 1:6 წააგო. ეს გახლდათ შესანიშნავი ესპანელი თავდამსხმელის, ფერნანდო ტორესის ბოლო შეხვედრა. კარიერა დასრულდა. მატჩის წინ კი გავრცელდა ესპანეთის ნაკრებში მისი თანაგუნდელისა და ცხოვრებაში მეგობრის, ანდრეს ინიესტას ემოციური გამოსათხოვარი წერილი, რომლის სრულ თარგმანსაც გთავაზობთ. „რა უცნაურია. ოღონდ, არ მითხრა, რომ ასე არ არის, ფერნანდო. ძალიან უცნაურია. უცნაური და...

კარამბა! მე დღეს მესისთან ერთად ვისადილე.
ჩანაწერი

კარამბა! მე დღეს მესისთან ერთად ვისადილე.

ფილიპე კოუტინიუ მოლაპარაკე კაცი არ არის. ის თავშეკავებულია, ცოტა მორცხვი და გატკეპნილი გამოთქმა რომ მოვიშველიოთ, თავისი სათქმელის მოედანზე თქმა ურჩევნია, თუმცა კარს მომდგარი მსოფლიოს ჩემპიონატის წინ ბრაზილიურ ESPN-ს ინტერვიუ მისცა, რომლის ამინარიდებიც კატალონიურმა „სპორტმა” შემოგვთავაზა. კატალონიური გამოცემა „ბარსელონას” ფეხბურთელის ინტერვიუდან ბრაზილიის ნაკრებთან დაკავშირებულ ფრაგმენტებს რომ არ ამოკრეფდა, ცხადია. „სპორტისთვის” საინტერესო საუბრის ნაწილი თავიდან ანდრეს ინიესტას...

საქმეში მიკიტანი ჩაერია
ჩანაწერი

საქმეში მიკიტანი ჩაერია

„შპორტ ბილდი” წერს, რომ გერმანელი მსოფლიოს ჩემპიონი ლუკას პოდოლსკი მოლოდინშია — იაპონიაში მის კლუბ „ვისელ კობეს” ანდრეს ინიესტა უნდა შეუერთდეს. ბარსელონაში ლამაზი და ემოციური გაცილებიდან სამ დღის მერე თავად ინიესტამ დადო ინსტაგრამზე ფოტო, სადაც ის კობოს კლუბის შეფთან ჰიროში მიკიტანისთან ერთად თვითმფრინავშია და გეზი ამომავალი მზის ქვეყნისკენ უჭირავს. 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა სურათს იაპონიის დროშაც...

ინიესტა ჩინეთში აღარ მიდის
ჩანაწერი

ინიესტა ჩინეთში აღარ მიდის

ჩინურმა კლუბმა რომელსაც ზუსტ გამოთქმას ნუ მოგვთხოვთ და წესით „ჩონგქუინგ დანგდაი ლიფანი” ჰქვია, თავის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, სადაც წერია, რომ ანდრეს ინიესტა როგორც ფეხბურთელი მათთან კონტრაქტს ხელს აღარ მოაწერს, თუმცა კლუბთან კომერციულ ურთიერთობას გააბამს. „ჩვენ ფედერაციის ხარჯვის პოლიტიკას არ შევეხებით და ჩინეთის ბაზრის კანონებს არ დავარღვევთ” — წერია განცხადებაში. ჩინეთის სუპერლიგას აქვს საგანგებო რეგულაციები,...

რამოსი: კლასიკოსის ბოლო კლასიკო
ჩანაწერი

რამოსი: კლასიკოსის ბოლო კლასიკო

„რეალის” კაპიტანმა სერხიო რამოსმა კვირას „კამპ ნოუ” დიდებული სუვენირით დატოვა — ეს გახლდათ ანდრეს ინიესტას უკანასკნელი მაისური, რომელიც მას „ელ კლასიკოში” ეცვა. გახარებულმა რამოსმა სამახსოვრო საჩუქართან ერთად ფოტო გადაიღო და ინსტაგრამზე დადო. ინიესტამ მადრიდელს მაისურზე ასეთი სიტყვები წაუწერა: „ჩემს მეგობარ სერხიოს ერთად და მეტოქეებად გატარებული მრავალი წუთის მოსაგონებლად. მადლობა. გისურვებ წარმატებებს”. თავად რამოსმა კი ინსტაგრამზე...

მიდის!
ჩანაწერი

მიდის!

ანდრეს ინიესტა ზაფხულში „ბარსელონადან” მიდის! ეს უკვე ნაღდია, დიდმა ვარსკვლავმა თავად დაადასტურა. შემდეგი ნაბიჯი მისი ჩინეთის სუპერლიგაში გადასვლა იქნება. ესპანეთში გავრცელებული ცნობების თანახმად, 33 წლის მსოფლიოს ჩემპიონის გული ჩინელებმა, უპირველეს ყოვლისა, მის ვენახებში დაწურული 2 მილიონი ბოთლი ღვინის შესყიდვით მოინადირეს. ინიესტამ განაცხადა: „ეს ჩემი ბოლო სეზონია „ბარსელონაში”. დიდხანს ვფიქრობდი სანამ ამ გადაწყვეტილებას მივიღებდი. ჩემთვის „ბარსა” მსოფლიოს...

რამოსი: ის რომ ანდრესინიო ყოფილიყო…
ჩანაწერი

რამოსი: ის რომ ანდრესინიო ყოფილიყო…

„მისი სახელი ანდრესინიო რომ ყოფილიყო, ერთხელ კი არა ორჯერ გახდებოდა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი” — დაიცვა თანამემამულე „რეალის” კაპიტანმა სერხიო რამოსმა მიუნხენის „ალიანს არენას” მიქს-ზონაში, როდესაც ანდრეს ინიესტას შესახებ ჰკითხეს. მოგეხსენებათ, სეზონის ბოლოს ინიესტა „ბარსელონადან” სავარაუდოდ წავა და ამიტომ მის განვლილ კარიერაზე ახლა განსაკუთრებით ხშირად საუბრობენ. ჟურნალმა „ფრანს ფუტბოლმა” დიდ ფეხბურთელს ბოდიშიც კი მოუხადა, 2010 წელს...