რობერტო ფირმინომ სერხიო რამოსს იდიოტი უწოდაო, წერს მსოფლიო პრესა. მიზეზი რამოსის ცინიკური კომენტარი გახლდათ. მას მერე, რას „რეალის” კაპიტანს ჩემპიონთა ლიგის ფინალში მოჰამედ სალაჰის შემდეგ მეკარე ლორის კარიუსის დაშავებაც დაბრალდა და ითქვა, რამოსთან შეტაკება რომ არა კარიუსი ორ საბედისწერო შეცდომას არ დაუშვებდაო, ესპანელმა სარკასტულად იხუმრა: „ახლა მხოლოდ ის დარჩა ფირმინომ თქვას რამოსის ოფლი შემომესხა და გავცივდიო”.
როგორც კი „ლივერპულის” ბრაზილიელ თავდამსხმელს ჟურნალისტებთან შეხვედრის საშუალება მიეცა, მან შანსი ხელიდან არ გაუშვა და განაცხადა:
„მერჩივნა ამაზე არ მელაპარაკა. კი ბატონო, რამოსი ჩემპიონია, მაგრამ ვფიქრობ ის რაც მან თქვა იდიოტობა იყო”.
შეგახსენებთ, რომ ლორის კარიუსი „ლივერპულმა” გამოსაკვლევად აშშ-ში გაუშვა, სადაც ექიმებმა დაასკვნეს, რომ გერმანელმა ფინალში ტვინის შერყევა მიიღო.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი20/08/2026 | 22:20იბერიამ იაგელონიასთან ვერაფერი გააწყო
სიახლეები13/08/2026 | 14:10მეოთხე ქართველი ლა ლიგაში
სიახლეები12/08/2026 | 21:49ბასილაშვილი ცინცინატს დაემშვიდობა
სიახლეები23/07/2026 | 15:06რევანშისთვის
