მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი ახლოვდება, საფეხბურთო სამყაროში ერთ-ერთ მთავარ თემად „რეალის” მწვრთნელის ვაკანტური ადგილი რჩება. ვინ დაიკავებს ჩემპიონთა თასის ცამეტგზის მფლობელის თავკაცის სკამს ზინედინ ზიდანის მოულოდნელი წასვლის შემდეგ?
ამ კითხვაზე ერთი პასუხი ასეთია: ეს იულიან ნაგელსმანი არ იქნება! ამ ინფორმაციას „ბილდი” ავრცელებს. იქნებ გაგიკვირდეთ, რატომ ამოტივტივდა „ჰოფენჰაიმის” 30 წლის მწვრთნელის სახელი, მაგრამ გერმანული გამოცემის მტკიცებით მის ხელთ არსებობს უტყუარი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „რეალის” ბოსები ნაგელსმანს დაუკავშირდნენ.
„ჰოფენჰაიმთან” ნაგელსმანს 2021 წლამდე აქვს ხელშეკრულება და რაც ყველაზე საინტერესოა, ამ ხელშეკრულებაში წერია, რომ მწვრთნელს მისი გაწყვეტის და სხვა კლუბთან მოლაპარაკების უფლება მხოლოდ 2019 წლიდან ეძლევა.
„ბილდი” წერს, რომ ნაგელსმანმა „რეალი” უარით გაისტუმრა. „რეალის” მთავარ სამიზნედ „ტოტენჰემ ჰოთსპურის” არგენტინელი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინიო რჩება. ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება მადრიდელთა ყოფილი ნახევარმცველი და ამჟამად ყმაწვილთა გუნდის მწვრთნელი გუტი. ლაპარაკობენ მასიმილიანო ალეგრისა და ანტონიო კონტეზეც.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე18/04/2026 | 20:40ლუკა ჩემპიონი
კატეგორიის გარეშე18/04/2026 | 14:59ბითაძე ფლეი ოფში
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 14:33თბილისში, ბაჰრეინთან…
კატეგორიის გარეშე11/04/2026 | 11:19შედეგიანი მამუ და ბითაძის ორმაგი
