მარადონას აქვს ნათქვამი, მოაშორეთ ტოტალიზატორები და გპირდებით, თქვენ ნახავთ ნამდვილ ფეხბურთს…
ფაქტია, დღეს ისეა ფეხბურთი და ტოტალიზატორი ერთმანეთთან ინტეგრირებული, მარადონასეული დაპირების რეალიზება დიდ უტოპიად მოსჩანს…
მოკლედ დაიწყო მსოფლიო ჩემპიონატი და „მეკუშეობის“ ამბავიც ზენიტშია. რუსულ ბაზარზე იღბლიანი დებიუტი გამოუვიდა Bwin-ს…
ეს კანტორა ანგარიშის გამომცნობ თითოეულ კლიენტს, რუსეთის ყოველ მომდევნო თამაშზე ხუთიათას რუბლიან ფრიროლს, ძველ მაზავშიკურ ენაზე რომ ვთქვათ, ამ თანხის უფასო ქვითარს დაჰპირდა.
რეკლამა ხომ რეკლამად გაიკეთა, აგერ ახლაც იკეთებს და თანაც ამ აქციიდან ერთობ სარფიანადაც გამოძვრა, რაკიღა ამ უკიდეგანო საპუტინეთში, მხოლოდ ერთს ეწერა 5-0 (როგორც ჩანს, ფსონის განთავსებამდე არყის გვარიანი ფრიროლი ჰქონდა ათვისებული). Bwin – ი მოგებულს მასპინძელთა მომდევნო ორ თამაშზეც გარანტირებულად განუთავსებს ხუთიათასიან ფსონს, მერე კი მთლიანად რუსეთის ჩაუქობაზე იქნება დამოკიდებული…
ავტორის პროფილი
- პაატა კვანტალიანი „სარბიელით“, მეგობრობით, ერთგულებით და „ლივერპულით“ გაჟღენთილიი პროფესიონალია. YNWA (შენ არასდროს ივლი მარტო) - ეს პაატას დევიზია!
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი05/08/2026 | 09:45ბარსელონა ატლეტიკოს უტევს
აქეთურ-იქითური05/08/2026 | 08:48სობოსლაი: ლივერპულში კონფლიქტი არ ყოფილა
მთავარი ამბავი04/08/2026 | 17:28ოფიციალურად: საზონოვი ხეტაფეს ფეხბურთელია!
აქეთურ-იქითური04/08/2026 | 07:34ჩეფერინი შეეცდება ალ-ხელაიფი ფიფას პრეზიდენტობაზე დაიყოლიოს
