„პარი სენ ჟერმენმა“ შინ „მონაკოსთან“ 1:2 წააგო, მაგრამ პარიზელთა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ვითარების დრამატიზებაზე კატეგორიული უარი განაცხადა. მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე მან თქვა: „რა არის სათქმელი, როდესაც ასეთ მატჩს ფიზიკურად მოუმზადებელი თამაშობ? ფეხბურთს ახასიათებს მოულოდნელი, გაუთვალისწინებელი პერიოდები და ეს უნდა მიიღო როგორც მოცემულობა. ასეთ დროს არ გიმართლებს. მე ყურადღება მივაქციე, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ასეთი...
კატეგორია: აქეთურ-იქითური
ინგლისში დახურული შეხვედრა გაიმართა
ინგლისის ნაკრების მწვრთნელის თომას ტუხელის ტაქტიკა ქვეყნის ფეხბურთის ასოციაციის ეროვნულ საფეხბურთო ცენტრში, „სენტ ჯორჯ’ზ პარკზე“ გამართული დახურული შეკრების მონაწილეებმა მიკროსკოპში გაატარეს. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე ინგლისმა 1966 წლის შემდეგ საუკეთესო შედეგს მიაღწია – ბრინჯაოს მედლები მოიპოვა – მაგრამ 53 წლის გერმანელი მწვრთნელი მაინც კრიტიკის ობიექტად იქცა. ინგლისში უკმაყოფილონი დარჩნენ, რომ ნახევარფინალში არგენტინის ნაკრების...
იგეგმებოდა კილიან მბაპეს მოტაცება
საფრანგეთში მიაკვლიეს ვინმე 18 წლის კლემან ლ-ს, რომელიც კილიან მბაპესა და კიდევ რამდენიმე მდიდარი ადამიანის მოტაცებას აპირებდა. როგორც გაირკვა ის ციხიდან Snapchat-ით (აპლიკაციაა, რომლით გაგზავნილი ფოტოები და ვიდეოები მიღების მერე ქრება) ხელმძღვანელობდა დამნაშავეთა ჯგუფს. ინტერნეტში მან Lester Z დაირქვა. ციხეში კლემან ლ სხვა დანაშაულისთვის, სუტენიორობისა და ორი შეიარაღებული ძარცვის გამო იჯდა. უფრო სწორად ახლაც ზის....
სად არის ხვიჩა?
ბუკმეკერებმა „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულზე ფსონების მიღება დაიწყეს და ჩანს, რომ „ფრანს ფუტბოლის“ გამოკითხვის ფავორიტი „ბაიერნისა“ და ინგლისის ნაკრების თავდამსხმელი ჰარი კეინი არის. მისი გამარჯვების ალბათობა დაახლოებით 64%-ით ფასდება. ჩვენთვის რაოდენ გასაკვირის უნდა იყოს პრეტენდენტთა სამეულში არ არის ხვიჩა კვარაცხელია,სამაგიეროდ არიან ბარსელონელი მსოფლიო ჩემპიონი ლამინ იამალი და „რეალის“ უტიტულო თავდამსხმელი კილიან მბაპე. ხვიჩას და ასევე ბარსელონელი როდრის შანსები კი 8.5 კოეფიციენტით არის შეფასებული. ...
მეშახტეს ტური
ეროვნული ლიგის 23-ე ტურში ორი გამოსარჩევი ამბავი მოხდა. ტყიბულის „მეშახტემ,“ 19-მატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ, ქუთაისში „ტორპედო“ 2:0 დაამარცხა. მანამდე ტყიბულელებს 12 მარტს, მესამე ტურში, გორში „დილასთან“ მოეგოთ 1:0. ახლა 14 ქულით ბოლო, მე-10 ადგილზე არიან, უშუალო კონკურენტ „სპაერს“ 9 პუნქტით ჩამორჩებიან და ძალიან გაუჭირდებათ ელიტაში ადგილის შენარჩუნება. 31-ქულიანი „ტორპედო“ კი მე-6 საფეხურზეა. საინტერესოა, რომ ორივე...
ნევეში მალე ალბათ დაშლილებშიც წავა
რაზე აღარ ამახვილებს ყურადღებას „სანი“. ინგლისური გაზეთი წერს, რომ ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ორგზის გამარჯვებული ჟოაო ნევეში ქალაქში მოძრაობს მანაქანით, რომელიც… 7000 გირვანქა ღირს. ეს 24.780 ლარია. რაოდენ გასაკვირიად უნდა გეჩვენოთ, პორტუგალიელი ვარსკვლავი პარიზში „პეჟო პარტნერით“ გადაადგილდება. მეტიც, მანქანა, რომელსაც გულშემატკივრებმა პსჟ-ს საწვრთნელ ცენტრთან ფოტო გადაუღეს ახალიც კი არ იყო. „სანი“ გაკვირვებულია. გაზეთს აინტერესებს, ადამიანი რომელიც...
მადლობა ღმერთს, რომ არგენტინელად გამაჩინა!
რამდენიმე საათის წინ 39 წლის ლეო მესიმ არგენტინის ნაკრებიდან წასვლის შესახებ გამოაცხადა და გულშემატკივარს ამ წერილით დაემშვიდობა: „მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც ფინალის შემდეგ გავიდა, ბევრი ვიფიქრე და მინდა ყველას გაცნობოთ, რომ ეროვნულ ნაკრებში კარიერას ვასრულებ… ეს გადაწყვეტილება ძალიან მტკივნეული იყო და დღემდე გულს მტკენს, თუმცა ვხვდები, რომ ამის დრო დადგა. გეფიცებით, ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებოდი...
ტური 6 დებიუტით
ახალი სარაგბო სეზონის სტარტი საფრანგეთში შედგა, სადაც პრო დ2-ის პირველი ტურის მატჩები გაიმართა. როგორც წინასასეზონო მიმოხილვაში ვიუწყებოდით, ამ ლიგის კლუბებში ხუთ ათეულზე მეტი ქართველი ირიცხება, თუმცა, ცხადია, მათი დიდი ნაწილი ახალგაზრდული ასაკისაა და კლუბთა ესპუარების გუნდებში ასპარეზობს. ამიტომაც იყო, რომ სეზონის სტარტზე ზუსტად 20 ქართველი ლეგიონერი დასაქმდა. ამ 20-დან კი 6 მორაგბეს ახალ კლუბში დებიუტი...
სილამაზის სალონში ტრანსფერს ადასტურებენ
ბოლო დღეებში ბევრი იწერება ბრედლი ბარკოლას „პარი სენ ჟერმენიდან“ „ლივერპულში“ გადასვლის შესახებ. „სანმა“ ამ ხმების შესამოწმებლად ორიგინალურ ხერხს მიმართა – ბარკოლას სტილისტის ანუ ძველებურად რომ ვთქვათ პარიკმახერის ინსტაგრამში შეიხედა და ნახა რომ ის ტრანსფერს ადასტურებს. ხუმრობა გვერდით იყოს და ბარკოლა წესით დღე უკვე ლივერპულში უნდა იყოს (ეს ცნობა უახლოეს მომავალში დადასტურდება), სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის...
ოქროს ეთო
ლოზანაში ძიუდოისტთა გრან პრი პირველად ტარდება და პირველივე დღეს ქართული ჰიმნიც აჟღერდა. პირველ საჭიდაო დღეს ტატამიზე სამი ქართველი ძიუდოისტი გავიდა და მათგან მხოლოდ ერთმა მოახერხა მედლის მოპოვება და ისიც – ოქრო. ეთერ ლიპარტელიანმა 57 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მაისა პარდიაევა, ფინელი ფილია მატიკანენი, იტალიელი ჯულია გარნა და ფრანგი მარტა ფავაზი მიყოლებით დაამარცხა, რის შემდეგ ფინალში კიდევ...









