Author: პაპუნა კედია (პაპუნა კედია)

Home პაპუნა კედია
ლუიშ კამპუში ბუდაპეშტშივე მესამე ტრიუმფზე ფიქრობდა
ჩანაწერი

ლუიშ კამპუში ბუდაპეშტშივე მესამე ტრიუმფზე ფიქრობდა

„პარი სენ ჟერმენმა“ სეზონი ცუდად დაიწყო. მართალია ევროპის სუპერთასზე „ასტონ ვილას“ მოუგო, ჩემპიონთა ლიგაში „სლოვანს“ დიდი ანგარიშით აჯობა და „ლე კლასიკში“ „მარსელი“ სტუმრად დაამარცხა, მაგრამ საყოველთაო აზრით ლუის ენრიკეს გუნდი მაინც დუნე ფეხბურთს აჩვენებს. ნუთუ ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ორჯერ მომგები პარიზელები წარმატებით გაძღნენ და დაკმაყოფილდნენ? კლუბის სპორტული დირექტორი ლუიშ კამპუში ამბობს, რომ ეს გამორიცხულია. მან...

ყველაფერი კარგად იქნება! – გვარწმუნებს ფრანგული საიტი
ჩანაწერი

ყველაფერი კარგად იქნება! – გვარწმუნებს ფრანგული საიტი

ელოდნენ, რომ ის კვირას „ლე კლასიკის“ ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი იქნებოდა, მაგრამ მოლოდინი ვერ გაამართლაო, – წერს ფრანგული პორტალი maxifoot. ამ დღეს მისი გაბრწყინების მოლოდინი იმიტომაც ჰქონდათ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას საფრანგეთში მიიჩნევენ ფეხბურთელად, რომელიც ირჩევს რომელ შეხვედრაში მოინდომოს და რომელში არა. ამბობენ, რომ ის კარგად მხოლოდ დიდ შეხვედრებში თამაშობს, ლიგა 1-ში კი ასეთი სწორედ „მარსელისა“ და...

ფერან ტორესი: ოქროს ბურთს თუ ესპანელი მოიგებს უფრო გამიხარდება
ჩანაწერი

ფერან ტორესი: ოქროს ბურთს თუ ესპანელი მოიგებს უფრო გამიხარდება

ესპანეთის ნაკრებში გამოძახებული „პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელი ფერან ტორესი პოპულარულ სატელევიზიო შოუ „ელ ორმიგუეროში“ მივიდა და ბევრ კითხვას გასცა პასუხი. გთავაზობთ ამონარიდებს მისი პასუხებიდან, რომლებიც AS-მა გამოაქვეყნა: გოლი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში: თუკი რამეს მივხვდი არის ის, რომ რაკი შენზე ამდენი ხალხი ლაპარაკობს, ესე იგი რაღაც მათზე მეტი გააკეთე. როდესაც ფინალში გოლი გავიტანე ეიფორიამ შემიპყრო. ჩემთვის...

მოურინიუ: წარმოგიდგენიათ, ერთი კვირით ადრე ყველამ იცოდა, ვის უნდა ემსაჯა
ჩანაწერი

მოურინიუ: წარმოგიდგენიათ, ერთი კვირით ადრე ყველამ იცოდა, ვის უნდა ემსაჯა

ლა ლიგის ბოლო ტურში „მეტროპოლიტანოზე“ გამართულ მადრიდულ დერბიზე დაწერეს ამ გუნდების ადრინდელ დაპირისპირებებზე მეტი იყოო. „ატლეტიკომ“ ალეხანდრო გრიმალდოსა და ჯონათან დავიდის გოლებით 2:1 გაიმარჯვა. „რეალის“ ერთადერთი საპასუხო გოლი 89-ე წუთზე ანტონიო რუდიგერმა შეაგდო. მეორე ტაიმის დასაწყისში მოედნიდან გააძევეს „რეალის“ ჰოლანდიური წარმოშობის ესპანელი მცველი დინ ჰაუსენი. ამ შედეგის გამო „რეალი“ მეოთხე ადგილზე ჩავარდა, „ატლეტიკო“ კი მეორეზეა...

ჟორჟმა თავისი გაიტანა!
ჩანაწერი

ჟორჟმა თავისი გაიტანა!

AS: „კარგი გოლი გაიტანა. იმედი გვაქვს, რომ საკუთარი თავის რწმენას დაუბრუნებს. ინდომებდა“. ასე დაწერა გავლენიანმა ესპანურმა სპორტულმა გაზეთმა ჟორჟ მიქაუტაძეზე, რომელიც შინ „ლევანტესთან“ შეხვედრაში „ვილიარეალის“ თავკაცმა ინიგო პერესმა კვლავ არ ათამაშა სასტარტო შემადგენლობაში და მოედანზე აიოზე პერესის ნაცვლად მხოლოდ 67-ე წუთზე შეიყვანა. როდესაც ქართველი მოედანზე შევიდა „ვილიარეალი“ 2:1-ს იგებდა. ანგარიში 41-ე წუთზე სწორედ პერესმა გახსნა....

ფრანგული საიტები კვარას თამაშით უკმაყოფილონი დარჩნენ
ჩანაწერი

ფრანგული საიტები კვარას თამაშით უკმაყოფილონი დარჩნენ

„ლე კლასიკი“ „პარი სენ ჟერმენმა“ 2:1 მოიგო. დამარცხებულ „მარსელს“ რთული პერიოდი აქვს –  5 თამაშიდან 3 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა. შეხვედრაში, რომელიც „ველოდრომზე“ გაიმართა სტუმრებმა მეორე ტაიმში უკეთ ითამაშეს. მთელი მატჩის განმავლობაში ერთი და იგივე სურათი იყო: „მარსელი“ თავის საჯარიმოსთან იდგა, პსჟ კი ბურთს აგორებდა და საგოლე მომენტის შექმნას ცდილობდა. შექმნეს კიდეც პარიზელებმა ბევრი საგოლე მომენტი,...

რუდ გულიტი: ვის მოუვიდა თავში აზრად სლოტის გაშვება?
ჩანაწერი

რუდ გულიტი: ვის მოუვიდა თავში აზრად სლოტის გაშვება?

ჰოლანდიური ფეხბურთის ლეგენდამ რუდ გულიტმა თქვა, რომ „ლივერპული“ შეცდა, როდესაც მისი თანამემამულე არნე სლოტი მწვრთნელის თანამდებობიდან გაუშვა. გარდა ამისა გულიტის აზრით ახალი ფეხბურთელების ყიდვა მყისიერი წარმატების გარანტია სულაც არ არის. გასულ ზაფხულს „წითლებმა“ ახალ ფეხბურთელებში (გიორგი მამარდაშვილის ჩათვლით) 450 მილიონი გირვანქა სტერლინგი დახარჯეს, მაგრამ ყველა შეჯიბრებაში ერთად 20 შეხვედრა წააგეს, პრემიერლიგაში მე-5 ადგილზე გავიდნენ და...

რაფინიას გაბრწყინება ქოჩორას გუნდთან შეხვედრაში
ჩანაწერი

რაფინიას გაბრწყინება ქოჩორას გუნდთან შეხვედრაში

ბარსელონელმა ბრაზილიელმა რაფინიამ გიორგი ქოჩორაშვილის „სევილიასთან“ ჰეთ-თრიკი შეასრულა – 3:1. მატჩი სევილიაში „ესტადიო რამონ სანჩეს პისხუანზე“ გაიმართა. რაფინიამ გოლები შეაგდო 22-ე, 52-ე და 69-ე წუთებზე. პირველ ეპიზოდში მას ასისტენტობა დანიელმა მცველმა ანდრეას კრისტენსენმა გაუწია, მომდევნო ორი გოლი კი ლამინ იამალის პასებით შეაგდო. ამრიგად რაფინიას მიერ მიმდინარე სეზონში გატანილი გოლების რაოდენობა 12-მდე გაიზარდა. თამაშამდე „ბარსელონას“ სპორტულმა...

კვარამ და დემბელემ ერთმანეთი აქეს
ჩანაწერი

კვარამ და დემბელემ ერთმანეთი აქეს

ადრე ასე თუ ისე ხვდებოდნენ, ვინ გაიმარჯვებდა „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში, ახლა კი სრული გაურკვევლობაა. კანდიდატი რამდენიმეა; მათ შორის გამოკვეთილი ფავორიტი არ ჩანს. 100 ხმოსან ჟურნალისტს „ფრანს ფუტბოლის“ ანკეტების გაგზავნის ბოლო ვადა 28 სექტემბრამდე აქვს. პარასკევს კანდიდატებთან, ოსმან დემბელესა და ხვიჩა კვარაცხელიასთან Ligue 1+ -მა ერთობლივი ინტერვიუ ჩაწერა, სადაც „პარი სენ ჟერმენის“ ვარსკვლავებმა ერთმანეთი აქეს. ტექსტი,...

საფრანგეთში ზიდანის ერა იწყება
ჩანაწერი

საფრანგეთში ზიდანის ერა იწყება

დიდიე დეშამის 14 წლიანი ეპოქის შემდეგ საფრანგეთის ნაკრებში ახალი, ზინედინ ზიდანის პერიოდი იწყება. დეშამის მემკვიდრემ თურქეთის, ბელგიისა და იტალიის წინააღმდეგ ერთა ლიგის შეხვედრებისთვის 23 კაციანი შემადგენლობა დაასახელა. ეს ზიდანის პირველი სიაა „ლურჯების“ თავკაცის რანგში და ვფიქრობთ მისთვის თვალის გადავლება ქართველი გულშემატკივრისთვისაც არ იქნება უინტერესო. ფრანგული წყაროები უპირველეს ყოვლისა აღნიშნავენ, რომ წამყვანი ფეხბურთელების უმრავლესობა, რომლებიც ბოლო...