ვილი სანიოლისა და საქართველოს ისტორია დამთავრდა, – წერს „პარიზიენი“. შაბათს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გამოაცხადა, რომ ფრანგთან თანამშრომლობას ასრულებს. სანიოლი საქართველოს ნაკრებს ხუთი წლის განმავლობაში ედგა სათავეში. სფფ-ს განცხადებას ერთი დღით ადრე წინ უძღოდა ერთა ლიგაში საქართველოს ნაკრების მარცხი ჩრდილოეთ ირლანდიის გუნდთან – 0:1. „პარიზიენი“ წერს, რომ ამ შეხვედრის მსვლელობისას 2026 წლის „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტმა ხვიჩა...
Author: პაპუნა კედია (პაპუნა კედია)
ტორესმა ააცილა და ააცილა
მსოფლიოს ჩემპიონატის გმირმა, ფინალში არგენტინის კარში ერთადერთი, გამარჯვების გოლის ავტორმა ფერან ტორესმა „პარი სენ ჟერმენის“ შემადგენლობაში ბოლო 3 შეხვედრაში 5 გოლის გატანის შემდეგ ნაკრებში თავი ვერაფრით გამოიჩინა. ინგლისის ნაკრებთან ერთა ლიგის მატჩში, რომელიც „ლა როხამ“ 3:2 მოიგო ტორესმა ვერც გოლი შეაგდო, ვერც საგოლე პასი ჩააწოდა, ვერც დრიბლინგი მოახერხა, კარში მხოლოდ ერთხელ დაარტყა და ორი კარგი...
ირლანდიელი მეკარე ისრაელთან თანაშს ბოიკოტს უცხადებს
დღეს უნგრეთის სიდიდით მეორე ქალაქ დებრეცენში ერთა ლიგის B დონის მე-3 ჯგუფის შეხვედრაში ისრაელი ირლანდიას უმასპინძლებს. ამ მატჩს ღაზას სექტორში მიმდინარე ომმა დაღი დაასვა. 24 წლის ირლანდიელმა მეკარემ გევინ ბაზუნუმ თქვა, რომ მატჩში მონაწილეობა არ სურს და თანაგუნდელებს საგანგებო თათბირისკენ მოუწოდა, სადაც მათ შეხვედრისთვის ბოიკოტის გამოცხადება შესთავაზა. მან კენჭისყრა მოითხოვა. ირლანდიელებმა თათბირი მოიწვიეს და ფეხბურთელების...
უკრაინამ ძლიერ მეტოქეს სტუმრად მოუგო
ერთა ლიგის B საფეხურის მეორე ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან 0:1 წააგო, უკრაინამ ბუდაპეშტში უნგრეთს აჯობა 1:0. შეხვედრის ერთადერთი გოლი „ანდერლეხტის“ თავდამსხმელმა დანილო სიკანმა გაიტანა. ამ შეხვედრის მიწურულს მეორე ყვითელი ბარათის გამო მოედნიდან გააძევეს მარცხენა გარემარბი ალექსანდრ ნაზარენკო, რომელიც ორშაბათს საქართველოს ნაკრებთან ვერ ითამაშებს. უკრაინული პორტალი sport.ua აღნიშნავს, რომ ანდრეა მალდერის გუნდს პირველივე შეხვედრაში...
ძმები ჩარლზების ბენეფისი თბილისში
ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებმა ერთა ლიგაში სტუმრად პირველი გამარჯვება მოიპოვა: 1:0. აქ არ არის ლაპარაკი პირველ გამარჯვებაზე მიმდინარე გათამაშებაში, აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ამ გუნდს ერთა ლიგის შეხვედრა სტუმრად არასდროს მოეგო და ისტორიაში პირველად ეს თბილისში, საქართველოს ნაკრებთან გააკეთა. საერთოდ, ყველა შეჯიბრებაში, ჩრდილოეთ ირლანდიას სტუმრად 2024 წლის ოქტომბრის მერე არ ჰქონდა მოგებული. ჩრდილოეთ ირლანდიელთა ბანაკში განსაკუთრებით...
ჩრდილო ირლანდიელთა მწვრთნელი მსაჯობამ გააბრაზა
მაიკლ ონილმა თქვა, რომ საქართველოსთან ბოლოწამს 1:0 მოგებულ შეხვედრაში მსაჯების რამდენიმე გადაწყვეტილებამ აღაშფოთა. თბილისში ჩრდილოეთ ირლანდიამ ისტორია დაწერა: ერთა ლიგაში სტუმრად პირველი გამარჯვება მოიპოვა. შეხვედრის ერთადერთი გოლი „ფულემის“ ნახევარმცველმა შეა ჩარლზმა 90+9 წუთზე შეაგდო. მანამდე, 65-ე წუთზე მისმა ძმამ „ქუინზ პარკ რეინჯერსის“ მეკარე პირსი ჩარლზმა ხვიჩა კვარაცხელიას პენალტი აუღო. თავად პენალტი ჩრდილო ირლანდიელთა მწვრთნელის აზრით...
ფაბიან რუისი: გამიხარდება ოქროს ბურთს ჩემი თანაგუნდელი თუ მოიგებს
ფაბიან რუისი ესპანეთის ნაკრებშია გამოძახებული. ამით ისარგებლა ესპანეთისა და ევროპის ერთ-ერთმა გავლენიანმა გაზეთმა AS და მას ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა. ჟურნალისტების ყურადღება მიიპყრო იმ გარემოებამ, რომ პსჟ-ს ფეხბურთელი გულწრფელი ადამიანი აღმოჩნდა. „რატომაც არ უნდა ვიოცნებო „ოქროს ბურთზე“? – თქვა მან. AS წერს, რომ რუისის მრავალ წარმატებათა შორის განსაკუთრებით ერთი გამოირჩევა: ის არის მსოფლიოში ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც...
მოქმედებს მედია-სიგიჟე ხმოსან ჟურნალისტებზე?
28 სექტემბრისთვის „ფრანს ფუტბოლის“ ასი ხმოსანი ჟურნალისტი ფრანგული ჟურნალის რედაქციაში ანკეტების გაგზავნას დაასრულებს. შემდეგ ხმებს დაითვლიან, 26 ოქტომბერს კი ლონდონში „ოქროს ბურთის“ ლაურეატს დააჯილდოებენ. საიტი maxifoot წერს, რომ ბოლო დღეებში მედიაში ყველაზე ხშირად კილიან მბაპეზე იწერებოდა. ის რამდენჯერმე წარსდგა ჟურნალისტების წინაშე, თუმცა „რეალის“ თავდამსხმელის გარდა პრესასთან სხვა კანდიდატებმაც ილაპარაკეს. maxifoot-ის აზრით წლეულს მედიაში „ოქროს ბურთის“...
კვარა: ტოპ 5 ლიგაში მოხვედრა ძნელი წარმოსადგენი იყო
ჩემპიონთა ლიგის ორგზის მფლობელი 25 წლის ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია უკვე პარიზული კლუბის ლეგენდაა. ის „პარკ დე პრენსზე“ 2025 წლის იანვარში ჩავიდა და მას მერე 87 შეხვედრაში 28 გოლი გაიტანა. მისი მონაგარია 20 საგოლე პასიც. კვარა პსჟ-ს არაერთი გამარჯვების მთავარი შემოქმედი იყო. BBC-თვის ოსმან დემბელესთან ერთად მიცემულ ინტერვიუში მან „რუბინიდან“ „ბათუმში“, იქიდან კი 2022 წელს...
ჰაკიმის სასამართლოს წინაშე წარდგომა მაინც მოუწევს
„პარი სენ ჟერმენი“ თავისი ფეხბურთელების მხარდაჭერას განაგრძობს. სულ რამდენიმე საათი იყო გასული მას მერე, რაც საფრანგეთის საკასაციო სასამართლომ განკარგა, რომ აშრაფ ჰაკიმი სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგეს, როდესაც კლუბი მაროკოელს მორიგ ჯერზე დაუდგა მხარში. „აშრაფ ჰაკიმი ყოველთვის კატეგორიულად უარყოფდა ბრალდებებს და დღემდე უდანაშაულოდ ითვლება. კლუბი ცდილობს თავის ფეხბურთელს შეუქმნას მშვიდი, ღირსეული სამუშაო პირობები, რომლებიც ძირეულ სამართლებრივ...









