გელაშვილი დაემატა, გოგლიჩიძე?

Home სიახლეები გელაშვილი დაემატა, გოგლიჩიძე?
გელაშვილი დაემატა, გოგლიჩიძე?

შეთანხმება შედგა — საბა გოგლიჩიძე კარიერას ინგლისში გააგრძელებს | Goal.geმარტის ამხანაგური თამაშებისთვის სანაკრებო განაცხადში მყოფმა საბა გოგლიჩიძემ „უოტფორდის“ ვარჯიში ტრავმის გამო სრულად ვერ ჩაატარა, შესაბამისად, მოახერხებს თუ არა თუ არა ქართველი მცველი სანაკრებო შეხვედრებში მონაწილეობას, მისი თბილისში ჩამოსვლის შემდეგ გახდება ცნობილი.

ვილი სანიოლის გადაწყვეტილებით, ეროვნულ გუნდს ისრაელთან და ლიეტუვასთან მატჩებისთვის ბერძნული „პანსერაიკოსის“ მცველი ივა გელაშვილი დაემატა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას 23 მარტს თბილისში დაიწყებს.

მარტის სანაკრებო პაუზის ფარგლებში „ჯვაროსნები“ 26 მარტს თბილისში ისრაელს დაუპირისპირდებიან, ხოლო 29 მარტს კაუნასში ლიეტუვას ესტუმრებიან.

23 მარტს 11:00 საათზე ვილი სანიოლი პრესკონფერენციას გამართავს.