საქართელოს ეროვნული ნაკრები 26 და 29 მარტს ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს – თბილისში, ისრაელს დაუპირისპირდება, კაუნასში კი ლიეტუასთან ითამაშებს.
ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ამ მატჩებისთვის 24 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის ერთი დებიუტანტია – გრაცის „შტურმის“ 23 წლის ნახევარმცველი გიზი მამაგეიშვილი.

მეკარეები გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (ატრომიტოსი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა, გორი)
მცველები გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი, გერმანია), საბა გოგლიჩიძე (უოტფორდი, ინგლისი), ლაშა დვალი (ცსკა 1948, ბულგარეთი), ლუკა გადრანი (ბეითარი, ისრაელი), ილია ბერიაშვილი (მტკ ბუდაპეშტი, უნგრეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი (ჰამბურგი, გერმანია), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა)
ნახევარმცველები ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი (ტორპედო, ქუთაისი), გიზი მამაგეიშვილი (შტურმი, ავსტრია)
თავდამსხმელები გიორგი წიტაიშვილი (მეცი, საფრანგეთი), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი გულიაშვილი (რასინგი, ესპანეთი), გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი, ესპანეთი)
23 მარტს, 11:00 საათზე, „მიხეილ მესხის“ სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ვილი სანიოლის და ალექსანდრე იაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.
