მაროკოში აფრიკის ერთა თასი მიმდინარეობს, რომელსაც მკაფიოდ გამოხატული პრობლემა აქვს: სტადიონის ბილეთების ფალსიფიკაციის გამო სხვადასხვა ქალაქში 118 ადამიანი დაიჭირეს.
დაჭერილთა ნაწილი საპატიმროებშია, ნაწილი კი თავდებით გაუშვეს. პოლიციამ მათი ვინაობა სოცქსელების მიყურადების წყალობით გამოავლინა. თაღლითები გულშემატკივრებს ბილეთებს ძალიან მაღალ ფასში სთავაზობდნენ. ამის შესახებ საზოგადოებას აცნობა პორტალმა სახელწოდებით Snrtnews.
გასულ კვირაში მაროკოს პოლიციამ 8 გადამყიდველი დაიჭირა.
ამასობაში გაირკვა მერვედფინალური წყვილები. საინტერესოა, მაგალითად, რომ მალი და ტუნისი ერთმანეთს ისტორიაში მეთოთხმეტედ შეხვდებიან. 2019 წლის მერე ეს მათი მეექვსე დაპირისპირება იქნება. გამარჯვებულს სავარაუდოდ სენეგალი გადაუღობავს გზას, რომელიც მანამდე სუდანს აუცილებლად დაამარცხებს.
მოჰამედ სალაჰის ეგვიპტე ბენინთან სათამაშოდ მოედანზე ცხადია ფავორიტის სტატუსით გავა. გამარჯვების შემთხვევაში მას კოტ დ’ივუარსა და ბურკინა ფასოს შორის გამარჯვებული შეხვდება.
მასპინძელი მაროკო ჯგუფიდან მესამე ადგილით გასულ ტანზანიას უეჭველად მოუგებს და სამხრეთ აფრიკისა და კამერუნის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.
ნიგერია მოზამბიკს ხვდება, ალჟირი კი ალჟირი კი კონგოს. გამარჯვებულები ერთმანეთს გადაეყრებიან.
მერვედფინალები 3 და 4 იანვარს გაიმართება.
