ავსტრალია ჩვენებმა მოგებებით დაიწყეს

Home სიახლეები ავსტრალია ჩვენებმა მოგებებით დაიწყეს
ავსტრალია ჩვენებმა მოგებებით დაიწყეს

 

Bolkvadze Is in the Main Draw of US Open!2025 წლის პირველი დიდი სლემის ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე ორი ქართველი ჩოგბურთელი ჩაება – ორივე წარმატებით.

ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხედფინალში მარიამ ბოლქვაძემ ხორვატი ანტონია რუჯიჩი დაამარცხა, ხოლო ნიკოლოზ ბასილაშვილმა – მასპინძელი კრუზ ჰიუიტი. ლეგენდარული ლეიტონ ჰიუიტის შვილი 16 წლის არის და 1 263-ე ჩოგანია. ჩვენებური მეტოქესთან ფავორიტი იყო და მარტივადაც იმარჯვა – 6:1, 6:4. მატჩმა საათსა და 14 წუთს გასტანა.

უფრო რთული ბრძოლის გადატანა მოუხდა ბოლქვაძეს, ვისაც მეტოქედ 154-ე ჩოგანი ერგო. ჩვენებურმა პირველი სეტი დათმო, მაგრამ თამაში შეატრიალა და კვალიფიკაციის ნახევარფინალში გავიდა – 3:6, 6:3, 6:3. მატჩი ორ საათს გაგრძელდა.

ბასილაშვილის მომდევნო მეტოქე რუსი ალიბეკ კაჩმაზოვი იქნება, ხოლო ბოლქვაძე წარმატების მიღწევას ფრანგ სელენა იანიჩევიჩთან შეეცდება.

Nikoloz Basilashvili: It was a mistake to play with elbow injury and not  opt for protected rankings - Sportstar