ალექსანდრე ბაკში კაჭრეთის 50-ქულიანი ტურნირის ფინალში დამარცხდა | belive.ge
ალექსანდრე ბაკშიმ საქართველოს მექსიკასთან მოაგებინა

დევისის თასის მსოფლიოს მეორე ჯგუფში საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრებმა მექსიკა დაამარცხა და 2025 წელს მსოფლიო ჯგუფის I ფლეი ოფში ითამაშებს.

მატჩი „მზიურის“ საჩოგბურთო კორტებზე შედგა. პირველი დღის შემდეგ ანგარიში 1:1 იყო. საბა ფურცელაძემ მექსიკის ნაკრების მეორე ნომერთან, ალან ფერნანდო რუბიო ფიეროსთან 6:7, 4:6 დამარცხა, ხოლო ალექსანდრე ბაკშიმ მექსიკელთა პირველ ნომერს როდრიგო პაჩეკო მენდესს 7:6, 7:6 მოუგო.

მეორე დღეს საქმეში თავდაპირველად წყვილები ჩაებნენ: ბაკშიმ და ზურაბ ტყემალაძემ მენდესი და რეიეს ვარელა დაამარცხეს – 6:1, 1;6, 6:3; შემდეგ ფურცელაძე მენდესთან დამარცხდა და ყველაფერი მეხუთე მატჩმა გადაწყვიტა, რომელშიც ბაკშიმ ფიეროს 6:3, 7:6 აჯობა და საქართველოს ნაკრებს 3:2 მოაგებინა.

 

წილი
წინა სტატიამისი გვარი უფრო ხშირად უნდა მოხვდეს ტაბლოზე
შემდეგი სტატიაორი მოგება და ახლოს ლიდერებთან
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...