ბუდაპეშტში მიმდინარე საჭადრაკო ოლიმპიადის მეხუთე ტურში საქართველოს ქალთა ნაკრებმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა და მედლებისთვის ბრძოლას კიდევ უფრო მიუახლოვდა.
მოიგო ვაჟთა გუნდმაც და დაწინაურებულთა შორის კი არის. მათგან უკეთეს შედეგს ველით, მაგრამ მედლებს მოიპოვებენო, გადაჭარბებული გვგონია.
ქალებმა უზბეკეთთან არცთუ იოლი ბრძოლა გადაიტანეს და მეტოქე 2,5:1,5 დაამარცხეს. სამ დაფაზე ყაიმი დაფიქსირდა: არფუზა ხამდამოვა-ნანა ძაგნიძე; ნილუფარ იაკუბაევა-ლელა ჯავახიშვილი; უმიდა ომონოვა-ნინო ბაციაშვილი; ჩვენებს გამარჯვება ბელა ხოტენაშვილმა მოუტანა, ვინაც მარიონა მალიკოვა დაამარცხა.
სამ გუნდს – ინდოეთს, სომხეთსა, მონღოლეთს 10-10 ქულა ქვთ; პოლონეთსა და საქართველოს 9-9; ჩვენები დამატებითი მაჩვენებლით მეხუთე ადგილზე არიან. ამ გუნდების უკან კი, რვაქულიანთა დიდი არმია დგას.
მომდევნო ტურში საქართველო მონღოლეთს ეთამაშება და გამარჯვების შემთხვევაში სამეულში შესვლის რეალური შანსი მიეცემა.
ვაჟები ინდონეზიას ხვდებოდნენ და იოლად იმარჯვეს 3,5:1,5. ყაიმით მხოლოდ პირველ დაფაზე მოთამაშე მიხეილ მჭედლიშვილმა ითამაშა, რომელიც ანდრეან სუსილოდიტანას დაუზავდა; ლუკა პაიჭაძემ, ბაადურ ჯობავამ და ლევან ფანცულაიამ კი იმარჯვეს და გუნდს მნიშვნელოვანი ქულები მოუტანეს.
კაცთა შორის ოთხ გუნდს (ინდოეთი, ჩინეთი, ვიეტნამი, უნგრეთი) მაქსიმალური, 10 ქულა აქვთ; ცხრა ქული მოდიან ირანი და ნორვეგია; საქართველოს ნაკრები რვა ქულით მერვე ადგილზეა, მაგრამ ამდენივე ქულა კიდევ 19 გუნდს აქვს. ჩვენები შემდეგ ტურში ესპანეთს ეთამაშებიან.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები10/08/2026 | 23:22იბერიას მწვრთნელი და კაპიტანი – ლარნთან ისტორიული თამაშისთვის მზად ვართ
სიახლეები08/08/2026 | 19:20ბუდუმ სეზონი გოლით დაიწყო [VIDEO]
სიახლეები07/08/2026 | 01:06საზონოვის ტაიმი ხეტაფეში
სიახლეები21/07/2026 | 23:30ნაკრები ჩინეთში, სოლიდარობის თასისთვის….
