ბუდაპეშტში დასრულდა მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადა. ბოლო ტურში მედლების მინიმალური შანსი საქართველოს ქალთა ნაკრებსაც ჰქონდა. მოიგო კიდეც საკუთარი მოსაგები – პოლონეთს 3,5:0,5 აჯობა, მაგრამ მედალს ვერ შეწვდა. პოლონელებთან ნანა ძაგნიძემ, ნინო ბაციაშვილმა და ბელა ხოტენაშვილმა პარტიები თავიანთ სასარგებლოდ დაასრულეს, ხოლო ლელა ჯავახიშვილმა ყაიმი ითამაშა. საბოლოოდ, ჩვენმა გუნდმა 17 ქულა დააგროვა. ასეთივე შედეგი კიდევ ოთხ გუნდს ჰქონდა,...
ჭდე: საჭადრაკო ოლიმპიადა
მედლის მინიმალური შანსი
ბუდაპეშტში, მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადაზე ბოლოსწინა ტურის პარტიები გაიმართა და ჩვენებმა, მედლის შანსი, ფაქტობრივად, დაკარგეს. ეს უფრო ქალებზე ითქმის, რომელიც მოგების შემთხვევაში ოქროს თუ არა, საპრიზო სამეულს მაინც მიუახლოვდებოდნენ. ჩვენები ლიდერ ყაზახეთს ეთამაშებოდნენ და სამ დაფაზე უპირატესობა ჰქონდათ. თუმცა, შემდეგ შეცდომები და ფრე – 2:2. 10 ტურის შემდეგ: ინდოეთი, ყაზახეთი – 17-17; აშშ, პოლონეთი – 16-16;...
ქალები მესამეზე, კაცები მეთერთმეტეზე
საჭადრაკო ოლიმპიადის მეექვსე ტურში საქართველოს ქალთა და კაცთა გუნდებმა მორიგი ქულები მოიპოვეს და მედლებისთვის ბრძოლაში სერიოზულად ჩაერთვნენ. ეს უფრო კაცთა ნაკრებზე ითქმის, რომელმაც ესპანეთის საკმაოდ კარგი ნაკრები 2,5:1,5 დაამარცხა. ჩვენებს გამარჯვების ქულა მიხეილ მჭედლიშვილმა მოუტანა, ვინც ალექსი შიროვი დაამარცხა. თეთრებით მოთამაშე ქართველმა დებიუტშივე მიიღო უპირატესობა და 26-ე სვლაზე მეტოქეს დანებება აიძულა; ნიკოლოზ კაჭარავა და დავიდ...
ორი მოგება და ახლოს ლიდერებთან
ბუდაპეშტში მიმდინარე საჭადრაკო ოლიმპიადის მეხუთე ტურში საქართველოს ქალთა ნაკრებმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა და მედლებისთვის ბრძოლას კიდევ უფრო მიუახლოვდა. მოიგო ვაჟთა გუნდმაც და დაწინაურებულთა შორის კი არის. მათგან უკეთეს შედეგს ველით, მაგრამ მედლებს მოიპოვებენო, გადაჭარბებული გვგონია. ქალებმა უზბეკეთთან არცთუ იოლი ბრძოლა გადაიტანეს და მეტოქე 2,5:1,5 დაამარცხეს. სამ დაფაზე ყაიმი დაფიქსირდა: არფუზა ხამდამოვა-ნანა ძაგნიძე; ნილუფარ იაკუბაევა-ლელა ჯავახიშვილი;...
ქალების მოგება, კაცების ფრე
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე 45-ე საჭადრაკო ოლიმპიადის მეოთხე ტურში საქართველოს ქალთა ნაკრებმა გამარჯვება მოიპოვა, ხოლო და ვაჟთა ნაკრებმა ზედიზედ მეორე ფრე ითამაშა. ქალებმა საბერძნეთი 3:1 დაამარცხეს. ნანა ძაგნიძეს სტავრილა ცოლაკიდუსთან დებიუტი არ გამოუვიდა, მაგრამ მაინც მოახერხა პარტია მისთვის უკეთეს პოზიციაში გადაეყვანა. თუმცა, ბოლოს ყაიმს გამორჩა; ანალოგიური განვითარება იყო ლელა ჯავახიშვილისა და ანასტასია ავრამიდუს შორის: ქართველს...
ქალებმა და კაცებმა ქულები დაკარგეს
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე 45-ე საჭადრაკო ოლიმპიადის მე-3 ტურში საქართველოს ქალთა და ვაჟთა ნაკრებმა პირველი ქულები დაკარგეს. მოულოდნელი იყო ჩვენი ქალთა ნაკრების ფრე რუმინეთთან. მეტოქე ტურნირზე 22-ე ნომრად არის განთელისილი, მაგრამ ორ დაფაზე კარგად ითამაშეს და პარტია 2:2 დასრულდა. ნანა ძაგნიძემ ირინა ბულმაგას მოუგო, ხოლო ნინო ბაციაშვილმა – კარმენ იაგოდინსკი ვოიკუს; საკუთარი პარტიები წააგეს ლელა...
კაცებმა ისევ მშრალად მოიგეს
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე 45-ე საჭადრაკო ოლიმპიადის მე-2 ტურში საქართველოს ქალთა და ვაჟთა ნაკრებმა სატურნირო ცხრილში 2-2 ქულა ჩაიწერეს. ჩვენი ქალთა ნაკრები მონტენეგროს ეთამაშებოდა და 3:1 დაამარცხა. ნანა ძაგნიძემ ალექსანდრა ჟერებცოვას მოუგო, ნინო ბაციაშვილმა ალიონა სკვორცოვას აჯობა, ხოლო ბელა ხოტენაშვილმა – ალექსანდრა მილოვიჩს; სალომე მელიამ კი ნიკოლინა კოლიევიჩთან წააგო. ორი ტურის შემდეგ ორივე გამარჯვება 41-მა...
საჭადრაკო ოლიმპიადა უდანაკარგოთ დავიწყეთ
უნგრეთში დაიწყო საჭადრაკო ოლიმპიადა, სადაც 184 ქალთა და 197 ვაჟთა გუნდებს შორის, ჩვენებიც არიან. ცხადია, ქალების იმედი უფრო გვაქვს, რადგან ტურნირზე მესამე ნომრად არიან განთესილნი და მედლების უპირობო კანდიდატებად ითვლებიან. პირველ ტურში ჩვენი ქალთა გუნდი არაბთა გაერთიანებული საემიროებს დაუპირისპირდა და 4:0 დაამარცხა. მეტოქის სისუსტიდან გამომდინარე, პირველ დაფაზე ნაკრების ლიდერი ნანა ძაგნიძე დავასვენეთ და მის ნაცვლად...
ქალთა ნაკრებს ვერცხლი დარჩა
საქართველოს ქალთა ნაკრებმა 44-ე საჭადრაკო ოლიმპიადაზე ბოლო ტურში კი მოიგო, მაგრამ მხოლოდ ვერცხლის მედალს დასჯერდა… არადა, ინდოეთის ნაკრებმა, რომელიც ტურნირს ლიდერობდა, მოულოდნელად 1:3 წააგო აშშ-თან და ჩემპიონობის შანსი სხვა გუნდებს დაუტოვა. საქართველოს ნაკრებმა აზერბაიჯანი 3:1 დაამარცხა. ყველაფერი უკრაინა-პოლონეთის მატჩის უნდა გადაეწყვიტა. მოგებული ოლიმპიადის გამარჯვებული ხდებოდა, ხოლო ყაიმის შემთხვევაში ოქრო ქართველებს დარჩებოდათ. სამწუხაროდ, ბოლომდე ჩვენთვის სასურველი...
სიუზანის ნოსტალგია…
თავის ფეისბუქ გვერდზე ქალთა მსოფლიოს ექსჩემპიონი სიუზან (ჟუჟა) პოლგარი ძველ კეთილ დროს იხსენებს, როცა მალიორკაზე, 2004 წლის 36-ე საჭადრაკო ოლიმპიადის მსვლელობისას მაია ჩიბურდანიძეს შეხვდა და ღირსეულ ბრძოლაში მოუგო. დები პოლგარების ტრიოდან უფროსის მიერ ატვირთულ ფოტოზე ჩანს ნონა გაფრინდაშვილიც, რომელიც ქართველის და უნგრელის პარტიას ყურადღებით ადევნებს თვალს. უნგრელი მოჭადრაკე თავის პოსტში ქართველი ჩემპიონების მიმართ კომპლიმენტებს არ...









