საქართველოს ქალთა ნაკრებმა 44-ე საჭადრაკო ოლიმპიადაზე ბოლო ტურში კი მოიგო, მაგრამ მხოლოდ ვერცხლის მედალს დასჯერდა… არადა, ინდოეთის ნაკრებმა, რომელიც ტურნირს ლიდერობდა, მოულოდნელად 1:3 წააგო აშშ-თან და ჩემპიონობის შანსი სხვა გუნდებს დაუტოვა.
საქართველოს ნაკრებმა აზერბაიჯანი 3:1 დაამარცხა. ყველაფერი უკრაინა-პოლონეთის მატჩის უნდა გადაეწყვიტა. მოგებული ოლიმპიადის გამარჯვებული ხდებოდა, ხოლო ყაიმის შემთხვევაში ოქრო ქართველებს დარჩებოდათ.
სამწუხაროდ, ბოლომდე ჩვენთვის სასურველი სცენარი არ გათამაშდა – უკრაინამ 3:1 იმარჯვა და ჩემპიონიც გახდა.
საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა კი ბოლო ტურში ეგვიპტის ნაკრებთან 2:2 ითამაშა და ტურნირი 14 ქულით დაასრულა.

ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური21/09/2026 | 23:04ქალების მედლის შანსი
აქეთურ-იქითური20/09/2026 | 19:07საინტერესო ქართული ამბავი სამარყანდში
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 14:04ოლიმპიადაზე ერთნაირად
აქეთურ-იქითური18/09/2026 | 15:10მიზანი: ჯგუფის მოგება და A ლიგა
