Cafa-roars Les Verts to maiden victoryმან შეიძლება გოლი ვერ გაიტანა, მაგრამ ყველას ვინც იმ დღეს მოედანზე იყო, ერთი თავით სჯობდა. როგორც ჩანს „ბორდოს” ყოფილი მოთამაშე „სენტ ეტიენის” ჭკვიანური შეანძენია. ის არის ფეხბურთელი, რომელიც უმაღლეს დივიზიონში დაბრუნებულ გუნდს შეტევის ჟინით აღავსებს, — წერს პორტალი getfootball ლიგა 1-ის მეოთხე ტურის შეხვედრის შემდეგ, რომელშიც „სენტ ეტიენმა” „ლილს” 1:0 მოუგო. შეხვედრის ერთადერთი გოლი მე-6 წუთზე მატიე კაფარომ ზურიკო დავითაშვილის ჩინებული ასისტენტობის შედეგად გაიტანა.

დავითაშვილმა თანაგუნდელებს შორის ყველაზე მაღალი შეფასებები დაიმსახურა, თუმცა მწვრთნელმა ოლივიე დალ’ოლიომ ყურადღება მაინც გუნდურობაზე გაამახვილა:

„ეს იყო დიდებული კოლექტიური გამარჯვება. დღეს ჩვენ ვნახეთ ნამდვილი გუნდი, რომელიც სწორედ იმ თვისებებით გამოირჩეოდა, რომლებიც ასე გვჭირდებოდა. შესანიშნავად ითამაშეს ფეხბურთელებმა და შესანიშნავი იყო გულშემატკივარიც. ჩვენ ძალიან ძლიერ, ტექნიკურ „ლილს” ვხვდებოდით, მაგრამ მაღალი ორგანიზებულობა გამოვიჩინეთ და ამან მოგვაგებინა კიდეც”.

4 ტურის შემდეგ „სენტ ეტიენს” 3 ქულა აქვს და მე-15 ადგილზეა. მეთექვსმეტედან უკვე გასავარდნი ზონა იწყება. შემდეგი შეხვედრა დავითაშვილის გუნდს 20 სექტემბერს ნიცაში აქვს.