ბურთმა დასცინა, ხალხი – აცინა 🎥

Home აქეთურ-იქითური ბურთმა დასცინა, ხალხი – აცინა 🎥
ბურთმა დასცინა, ხალხი – აცინა 🎥

სახორხოცო ამბავი დაემართა  „გლადბახთან“ მატჩში ( 1:1 )  რობინ ცენტნერს – „მაინცის“ მეკარეს.  პენალტის ნიშნულთან ბურთი ერთი შეხებით ეგონა რომ გააჩერა, მაგრამ  გაეპარა და ჰაერში ამაოდ უქნევდა ფეხს საპენალტე თეთრ ლაქას. მერე კი დაეწია გაპარულს და მცველებიც წამოეშველნენ  გაეშმაკებული ბურთის საჯარიმოდან გაძევებაში.

ნამატჩევს თქვა, თვალის კუთხით თეთრ წერტილს ვხედავდი ქვემოთ და ბურთი მეგონაო.