პედრი აქეთ, პედრი იქით და ილუზიონისტის ცილინდრიდან ამოდის მძლავრი, ქარიზმატული, მომაჯადოებელი გუნდი, რომელიც ჯიქურ მიიწევს მსოფლიოს ჩემპიონატისკენ. ჩემპიონატამდე ერთი წელიწადიც არ დარჩა და ჯერჯერობით არგენტინასთან ერთად სუფრას მხოლოდ ესპანეთი უზის. ოღონდ, ვახშმის დროს ჯერ არგენტინა განსაზღვრავს. გეგონება დიპლომისთვის იბრძვისო, ესპანეთმა ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის ჯუნგლებს გამოწვევა გაუგზავნა ― ეს იყო მოედანზე გასული მწევრების ხროვა,...
წელი: 2025
ესპანეთი ცოტაც ბევრია
ესპანეთი ცოტაც ბევრია ― აი, ასე. მოკლედ და გასაგებად. მეტოქის კართან ყველაზე უიღბლო დღესაც კი, 24 დარტყმით ერთის წინააღმდეგ, ესპანეთის ნაკრებმა დაამარცხა საქართველო შეხვედრაში, რომელმაც 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი უფრო ახლოდან დაგვანახა. იერემია პინოს და მიკელ ოიარსაბალის გოლებმა – ეს უკანასკნელი ნამდვილი რაკეტა იყო სამკუთხედითა და ტრანსპორტირით გამოთვლილი ტრაექტორიით (თუ ამ ხელსაწყოებს კიდევ იყენებენ) –...
0:2 ესპანეთში…
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრები სტუმრად ესპანეთს დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა. ამ შეხვედრას ესპანეთი დიდი დანაკლისით შეხვდა, ტრავმების გამო ვერ ითამაშეს ლამინე იამალმა, ნიკო უილიამსმა, როდრიმ, ფაბიან რუისმა, დინ ჰუისენმა, ფერმინ ლოპესმა და დანი კარვახალმა. თუმცა ევროპის მოქმედი ჩემპიონის თამაშს მათი არყოფნა დიდად არ დატყობია. თამაში ესპანელთა დიდი უპირატესობით წარიმართა და რომ არა...
თოფურიას საყვარელი გუნდების შეხვედრა
შეიძლება ითქვას, რომ ესპანეთს და საქართველოს ერთად აქვთ სამოგზაურო ტური აღებული, თორემ რით უნდა აიხსნას, რომ ეს ორი ნაკრები ბოლო ოთხ წელიწადში ხუთჯერ შეხვდა ერთმანეთსო, დაწერა AS-მა დღევანდელი შეხვედრის წინ. ეს შეხვედრა, მოგეხსენებათ, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი შეჯიბრებიდანაა. სტატისტიკა რასაკვირველია ესპანელების უპირატესობას ამტკიცებს. ესპანელებს ესიამოვნათ რკინის კუნთებიანი და ორმაგი მოქალაქეობის მქონე UFC-ს ჩემპიონის ილია თოფურიას სიტყვებიც:...
პეტკოვიჩის გადაკეთებული ალჟირი მსოფლიოზეა
„ახლა კი ხალხი აფრიკის თასს ითხოვს!’’, ― განაცხადეს ალჟირის სიდიდით მეორე ქალაქ ორანში, „მილუდ ჰადეფის’’ სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივრებმა, როგორც კი მათმა ნაკრებმა სომალის 3:0 მოუგო და მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. ალჟირისთვის მუნდიალზე გამოსვლა ახალი ხილი არ არის, მაგრამ 2014 წელს ბრაზილიაში რომ იყვნენ მერე აღარ ყოფილან. ერთი წლის წინ ასეთი წარმატება წარმოუდგენელი ჩანდა. ალჟირული ფეხბურთი...
ენტონი ტეილორი: ხალხმა უნდა გაარკვიოს რა უნდა
ინგლისელმა მსაჯმა ენტონი ტეილორმა BBC-ს ინტერვიუ მისცა. 46 წლის ტეილორი 15 წელია პრემიერლიგის მატჩებს ემსახურება. მან იმუშავა 2022 წელს ყატარში მსოფლიოს ჩემპიონატზე და 2020 წელს ევროპის ჩემპიონატზე. უმსაჯია ევროპის სუპერთასისა და ერთა ლიგის ფინალები. თუმცა, მის ნაუბართან გაცნობა 2023 წლის ევროპის ლიგის ფინალით დავიწყოთ. იმ ფინალში „რომამ’’ პენალტებით წააგო „სევილიასთან’’. იმ დღეს ტეილორმა 13 ფეხბურთელი...
დე ძერბი: ასეთი რამ ქუჩიდან მოდის
ახლა სანაკრებო კვირეულია, კლუბები ისვენებენ და „მარსელის’’ მწვრთნელმა რობერტო დე ძერბიმ ინტერვიუსთვის მოიცალა. იტალიელს მილანური „კორიერე დელა სერა’’ ელაპარაკა. საუბარი სხვა თემებთან ერთად ადრიენ რაბიოსა და ინგლისელი ჯონათან როუს ჩხუბსაც შეეხო. შეგახსენებთ, რომ „მარსელის’’ ფეხბურთელები გასახდელში 15 აგვისტოს „რენთან’’ 0:1 წაგების შემდეგ დაერივნენ ერთმანეთს. ბევრისთვის გასაოცრად ვეტერანი რაბიო ჩხუბის გამო „მარსელიდან’’ გააგდეს. ის „მილანს’’ მიჰყიდეს....
ბარსას დავთრებში უარესობაა
„ბარსელონას’’ ბოლო ფინანსური ანგარიში ამბობს, რომ კატალონიური კლუბის ვალი სადღეისოდ 159.1 მილიონი ევროა. ეს თანხა ფეხბურთელების ყიდვამ დააგროვა. იმ კლუბებს შორის, რომლისაც „ბლაუგრანას’’ მართებს, არის „ლიდს იუნაიტედი’’. ესპანეთის ჩემპიონს მისთვის რაფინიას 41.9 მილიონი აქვს მისაცემი. 20 მილიონ ევროს ელის „ბაიერნი’’. ეს რობერტ ლევანდოვსკში გადასახდელის თანხაა და ლევანდოვსკიზე ქვემოთ კიდევ ვიტყვით. ჟიულ კუნდეს ტრანსფერიც არ არის...
გაზულუქებული ეგოისტების თაობა
რატომ ვერ მიაღწია ინგლისელ ფეხბურთელთა „ოქროს თაობამ’’ დიდ წარმატებებს? ლაპარაკია სტივენ ჯერარდზე, დევიდ ბექემზე, ფრენკ ლამპარდზე, პოლ სქოულზზე, უეინ რუნიზე, მაიკ ოუენზე, გარი ნევილზე, რიო ფერდინანდზე, ჯონ ტერისა და სხვა ვარსკვლავებზე. მათი ეპოქის ნაკრები ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე სამჯერ მეოთხედფინალში გავიდა, შემდეგ ევრო 2008-ზე ვერ მოხვდა, 2010 წლის მუნდიალზე კი მერვედფინალიდან გავარდა. ბევრმა თქვა, რომ...
ჟორჟს ამერიკაში უშვებენ
ლა ლიგამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჟორჟ მიქაუტაძის „ვილიარეალი’’ „ბარსელონას’’ მაიამიში უმასპინძლებს. ეს თამაში 20 დეკემბერს არის დანიშნული. ბუნებრივია, მატჩის ამერიკაში გადატანამ ესპანეთში ბევრი გააღიზიანა, მათ შორის ფეხბურთელები. არადა, ლა ლიგამ მთავარი ბიუროკრატიული საკითხი საკითხი მოაგვარა და უეფას ნებართვა მიიღო. ესპანეთის ფეხბურთის ასოციაციამ ჯერ კიდევ აგვისტოში დაწერა, რომ კლუბების კაპიტნები გაბრაზებულები არიან. ისინი ითხოვენ, პოსტ-ფაქტუმ კი...









