წელი: 2025

Home 2025
მილიარდი რონალდუს
ჩანაწერი

მილიარდი რონალდუს

კრიშტიანუ რონალდუ – პირველი მიალრდერი ფეხბურთელი. ბლუმბერგის ცნობით, ზაფხულში, არაბულ „ალ ნასრთან“ გაგრძელებული 400 მილიონიანი კონტრაქტით პორტუგალიელი ვარსკვლავის ქონებამ 1.4 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. კრიშტიანუმ, 2002 – 2023 წლებში, მხოლოდ კლუბებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით 550 მილიონი გამოიმუშავა. მას კი ემატება Nike – ის რეკლამირებისთვის წლიური 18 მილიონი, „არმანისთან“ და „კასტროლთან“ კონტრაქტებით მიღებული 175 მილიონი და „ალ ნასრთან“...

აშშ და მუნდიალი-2026
ჩანაწერი

აშშ და მუნდიალი-2026

ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო ცდას არ აკლებს მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატი ამთავითვე დიდებულ მოვლენად რომ არ წარმოაჩინოს. ის მართალია სამ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს, მაგრამ მეტწილად აშშ-ში გაიმართება და არა მექსიკაში ან კანადაში. „ჩვენ მსოფლიოს ამერიკაში ჩავიყვანთ. მსოფლიოს უყვარს შეერთებული შტატები’’, ― თქვა ამასწინათ ინფანტინომ, მაგრამ BBC წერს, რომ რაც უფრო ახლოვდება მუნდიალი, მით უფრო მატულობს...

ჯერარდი წითელი ქუდით და მის გარეშე
ჩანაწერი

ჯერარდი წითელი ქუდით და მის გარეშე

 „ლივერპულის’’ ლეგენდამ სტივენ ჯერარდმა თქვა, რომ საყვარელი კლუბიდან ტრენტ ალექსანდერ-არნოლდისნაირად არ წავიდოდა. ალექსანდერ-არნოლდი მერსისაიდელთა აკადემიაში ექვსი წლისა მივიდა, ყველა ასაკობრივი საფეხური გაიარა და 2016 წელს დიდი გუნდის ფეხბურთელი გახდა. გასულ ზაფხულს კი ის თავისუფალი აგენტის სტატუსით „რეალში’’ გადავიდა, რამაც „წითლების’’ გულშემატკივრები გაანაწყენა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ გასული სეზონის ბოლო შეხვედრაში „არსენალთან’’ ტრიბუნებმა მას ობსტრუქცია...

ვულკანური ახალაძე
ჩანაწერი

ვულკანური ახალაძე

საფრანგეთის ტოპ 14-ის მე-5 ტურში ბორჯღალოსანმა გიორგი ახალაძემ მორიგი ლელო გაიტანა, ხოლო პრო დ2-ის მე-6 ტურში ქართული ღირსშესანიშნაობების მთელი კასკადი დაფიქსირდა. სასიამოვნო ცნობა ინგლისიდანაც მოვიდა, სადაც ლუკა ივანიშვილს პრემიერშიპში დებიუტი ჰქონდა. ტოპ 14 „კლერმონმა“ ლიგაში დიდი პაუზის შემდეგ დაბრუნებულ „მონტობანს“ უმასპინძლა და ანომალიური ანგარიშით დაამარცხა – 84:31. „ვულკანების“ ლელოთა ორნიშნა რიცხვში თავისი წვლილი გიორგი ახალაძემაც...

ბარკოლას ქრონიკული ტრავმა აღმოუჩინეს
ჩანაწერი

ბარკოლას ქრონიკული ტრავმა აღმოუჩინეს

ბევრს ეგონა რომ წინა სანაკრებო კვირეულის შემდეგ „პარი სენ ჟერმენი’’ და საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია საერთო ენას გამონახავდნენ, მაგრამ მათ შორის ურთიერთობა გაუარესდა. ეროვნული გუნდის ახალი შეკრების პირველსავე დღეს, 6 ოქტომბერს მხარეებს შორის შუღლი გაძლიერდა. მიზეზი: ბრედლი ბარკოლას ტრავმა. ბარკოლა რომელმაც კვირას პსჟ-ს შემადგენლობაში ლილში ითამაშა და მე-60 წუთზე, როდესაც შეცვალეს, არანაირი პრობლემა არ ეტყობობდა,  შატო...

დარჩა მეოთხე…
ჩანაწერი

დარჩა მეოთხე…

ეროვნულ ლიგაში მესამე წრე დასრულდა. მიმდინარე სეზონში პირველად მოხდა, რომ ყველა მატჩი ერთ დღეს ჩატარდა. 27-ე ტურში ლიდერებს შორის სხვაობა 3 ქულამდე შემცირდა. „დილამ“ კაცნაკლულ „დინამოსთან“ 0:2 წააგო. ეს გორელების პირველი მარცხი გახლდათ ზედიზედ ხუთი მოგების შემდეგ.  გორელების უახლოესმა მდევარმა „იბერიამ“ კი 3:1 მოუგო „გაგრას.“ ახლა გორელებს 59 ქულა მოუგროვდათ და გათამაშების ცხრილს კვლავ ერთპიროვნულად...

მამარდამ ფანებს მიმართა
ჩანაწერი

მამარდამ ფანებს მიმართა

საქართველოს ნაკრების მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა ლონდონის „სტემფორდ ბრიჯზე’’ პრემიერლიგაში პირველად ითამაშა. მისი სადებიუტო შეხვედრა მერსისაიდელთა გუნდისთვის წარუმატებელი გამოდგა, სტუმრებმა 1:2 წააგეს, მაგრამ თავად გიორგიმ დამაკმაყოფილებლად ითამაშა. იმ ეპიზოდებში, როდესაც მას გოლები გაუტანეს, ვერაფერს გააწყობდა. ორი დარტყმა ეფექტურად მოიგერია. შეგახსენებთ, რომ ეს იყო „ლივერპულის’’ ზედიზედ მესამე მარცხი. მანამდე „წითლებმა’’ წააგეს „კრისტალ პალასსა’’ და „გალათასარაისთან’’.  ახლა იწყება...

ფრე როგორც ორი წლის წინ
ჩანაწერი

ფრე როგორც ორი წლის წინ

ლიგა 1-ის მეშვიდე ტურის ბოლოს იტან მბაპე, კილიანის ძმა „ლილისა’’ და „პარი სენ ჟერმენის’’ შეხვედრის მიწურულს შეცვლაზე შევიდა და საფრანგეთის ჩემპიონს გოლი გაუტანა. მატჩი დამთავრდა ფრედ – 1:1. თამაში რომლის ბოლო 14 წუთი 18 წლის თავდამსხმელმა მოედანზე გაატარა თანაბარი და შეიძლება ითქვას უინტერესო იყო. იმაში, რომ სტუმრები დიდად ვერ გაიბრწყინებდნენ გასაკვირი ალბათ არაფერი იყო, რადგან...

გოგლიჩიძის ფრე
ჩანაწერი

გოგლიჩიძის ფრე

საბა გოგლიჩიძის „უდინეზემ’’ „კალიარის’’ უმასპინძლა ― 1:1. ამით უდინელებმა მიჯრით ორწაგებიანი პერიოდი დაასრულეს, მაგრამ მოგებით ვერ მოიგეს. ანგარიში 25-ე წუთზე სტუმრებმა გახსნეს, მიზანს ჯენარო ბორელიმ მიაღწია. 58-ე წუთზე მასპინძელთა ბელგიელმა მცველმა კრისტიან კაბასელემ გაქვითა. „უდინეზეს’’ კიდევ შეეძლო გოლის გატანა. მასპინძლებმა მარტო პირველ ტაიმში ორჯერ გაარტყეს ძელს. შესვენების შემდეგ ერთი ხეირიანი მომენტი გოგლიჩიძემაც გაუშვა ხელიდან, მაგრამ...

ზურიკოს ორი გოლი ჩაშლილი მატჩიდან ექვს თვეში
ჩანაწერი

ზურიკოს ორი გოლი ჩაშლილი მატჩიდან ექვს თვეში

ექვსი თვის წინ ლიგა 1-ის აუტსაიდერების „მონპელიესა’’ და „სენტ ეტიენის’’ თამაში ვერ დამთავრდა. სტუმრები ლუკა სტასენის გოლების წყალობით 2:0-ს იგებდნენ, როდესაც ტრიბუნაზე არეულობა დაიწყო, მეორე გოლით უკმაყოფილო ფანებმა პიროტექნიკის სროლა დაიწყეს და შეხვედრა შეწყდა. ამჯერად, ლიგა 2-ში იმავე სტადიონზე იმავე გუნდების მატჩი ბოლომდე მივიდა. „მწვანეებმა’’ კვლავ 2:0 მოიგეს, ოღონდ ამჯერად 90 წუთში და ზურიკო დავითაშვილის...