საქართველოს ნაკრების მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა ლონდონის „სტემფორდ ბრიჯზე’’ პრემიერლიგაში პირველად ითამაშა. მისი სადებიუტო შეხვედრა მერსისაიდელთა გუნდისთვის წარუმატებელი გამოდგა, სტუმრებმა 1:2 წააგეს, მაგრამ თავად გიორგიმ დამაკმაყოფილებლად ითამაშა. იმ ეპიზოდებში, როდესაც მას გოლები გაუტანეს, ვერაფერს გააწყობდა. ორი დარტყმა ეფექტურად მოიგერია.
შეგახსენებთ, რომ ეს იყო „ლივერპულის’’ ზედიზედ მესამე მარცხი. მანამდე „წითლებმა’’ წააგეს „კრისტალ პალასსა’’ და „გალათასარაისთან’’. ახლა იწყება სანაკრებო კვირეული რომლის მერეც არნე სლოტის გუნდს „მანჩესტერ იუნაიტედთან’’ ელის პრინციპული შეხვედრა. ჰოლანდიელი მწვრთნელი შეეცდება ეს პერიოდი გადატვირთვისთვის გამოიყენოს.
„ჩელსისთან’’ შეხვედრის შემდეგ მამარდაშვილმა ინსტაგრამზე პოსტი დადო, რომლითაც თავის 730 000 ფოლოვერს ანუ მიმდევარს მიმართა: „ამ შედეგს არ ვიმსახურებდით, მაგრამ ნებისმიერი გამოცდილება გვაძლიერებს. დღეს შედგა ჩემი დებიუტი პრემიერლიგაში, ამისრულდა ბავშვობის ოცნება. პირველი მრავალიდან. უბრალოდ ენდეთ პროცესს’’.
„ლივერპულის’’ საიტი წერს, რომ ვინაიდან ალისონმა სტამბოლში „გალათასარაისთან’’ შეხვედრაში ბარძაყის უკანა კუნთი იტკინა, შემდეგ რამდენიმე შეხვედრაში მის ადგილს სავარაუდოდ მამარდაშვილი დაიკავებს. დაიწერა, რომ ბრაზილიელი სანაკრებო კვირეულის შემდეგაც ვერ დაუბრუნდება მოედანს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური08/11/2026 | 10:05ბარკოლა: გამიჭირდა, მაგრამ პსჟ დროულად დავტოვე
აქეთურ-იქითური08/11/2026 | 08:38რეალში პსჟ-ს მეთოდი ინერგება
სიახლეები08/11/2026 | 06:40პსჟ-მ მოკრძალებული თამაშით მოიგო
აქეთურ-იქითური07/11/2026 | 09:22დარჩა დიდი სიცარიელე
