მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრები სტუმრად ესპანეთს დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა.
ამ შეხვედრას ესპანეთი დიდი დანაკლისით შეხვდა, ტრავმების გამო ვერ ითამაშეს ლამინე იამალმა, ნიკო უილიამსმა, როდრიმ, ფაბიან რუისმა, დინ ჰუისენმა, ფერმინ ლოპესმა და დანი კარვახალმა. თუმცა ევროპის მოქმედი ჩემპიონის თამაშს მათი არყოფნა დიდად არ დატყობია.
თამაში ესპანელთა დიდი უპირატესობით წარიმართა და რომ არა გიორგი მამარდაშვილი, მასპინძლები დიდი ანგარიშით მოიგებდნენ – საქართველოს ნაკრების მეკარემ პენალტი მოიგერია და რამდენიმე რთული ბურთი აიაღო.
სამი ტურის შემდეგ ესპანეთი 9 ქულით ჯგუფის ლიდერია, მეორე ადგილზე თურქეთის ნაკრებია, რომელმაც ბულგარეთი დიდი ანგარიშით, 6:1 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს სწორედ თურქეთთან გამართავს – შეხვედრა ქალაქ იზმითში 14 ოქტმბერს გაიმართება და 22:45 საათზე დაიწყება.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები28/10/2026 | 21:38ხვიჩა ისვენებს, თორნიკე იტანს…
სიახლეები27/10/2026 | 03:35ოქროს ბურთი კეინს, კვარაცხელია მეექვსეა…
სიახლეები25/10/2026 | 00:05სამი ქულა ჟორჟის გოლით [VIDEO]
სიახლეები13/10/2026 | 23:44მიქაუტაძემ ნაპოლის გაუტანა [VIDEO]
