წელი: 2025

Home 2025
ყველაფერი რაც ამ ეტაპზე მსოფლიოს ჩემპიონატის შესახებ უნდა იცდეთ
ჩანაწერი

ყველაფერი რაც ამ ეტაპზე მსოფლიოს ჩემპიონატის შესახებ უნდა იცდეთ

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატი სამ ქვეყანაში გაიმართება. ეს ქვეყნებია აშშ, კანადა და მექსიკა. მუნდიალს სამი ქვეყანა პირველად მასპინძლობს. გახსნის მატჩი 11 ივნისს მეხიკოში გაიმართება, ხოლო ფინალი 19 ივლისს ნიუ ჯერსიში. ისტორიაში პირველად შეჯიბრებაში მონაწილეობას მიიღებს 48 გუნდი. გუნდების სიმრავლის გამო ჩემპიონატი 39 დღეს გასტანს. აშშ-ში მუნდიალი ადრეც ჩატარებულა, 1994 წელს, ოღონდ მაშინ მონაწილეთა რაოდენობა ზუსტად...

მატჩის შემდეგ: ვინც იბრძოლა, გაიმარჯვა!
ჩანაწერი

მატჩის შემდეგ: ვინც იბრძოლა, გაიმარჯვა!

საქართველოს ნაკრებმა თურქეთში 1:4 წააგო. ეს იყო მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში „ჯვაროსანთა’’ მეოთხე შეხვედრა, რომლის დამთავრების შემდეგ ნათელი გახდა, რომ E ჯგუფში პირველ და მეორე ადგილებს ესპანეთი და თურქეთი დაიკავებენ, საქართველოს კი მუნდიალზე მოხვედრა ოცნებად დარჩება. თურქული სპორტული გაზეთი „ფანატიკი’’ მატჩის შემდგომ ინტერვიუებს აქვეყნებს. საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვილი სანიოლი: „თურქეთი ძლიერი გუნდია. ჩვენ კი მთელი...

მსოფლიო ჩემპიონატი ოცნებად დარჩა…
ჩანაწერი

მსოფლიო ჩემპიონატი ოცნებად დარჩა…

მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე მატჩი საქართველოს ნაკრებისთვის ფინალის ტოლფასი იყო. თუმცა, ვილი სანიოლის გუნდმა იზმითში კოშმარულად ითამაშა და თურქეთთან 1:4 წააგო. ვინჩენცო მონტელას გუნდის უპირატესობა დასაწყისშივე გამოიკვეთა და მასპინძლებს 35-ე წუთზე საქმე მოლეული ჰქონდათ. თურქებმა ანგარიში მე-14 წუთზე გახსნეს: აბდულქერიმ ბარდაქჩის პასის შემდეგ, ქენან ილდიზი მეკარესთან პირისპირ დარჩა და თურქ შემტევსაც გოლის...

ახალგაზრდებს ხუთიანი…
ჩანაწერი

ახალგაზრდებს ხუთიანი…

ევროპის 2027 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში საქართველოს ნაკრები მალტას სტუმრად ეთამაშა და 5:0 გაანადგურა. რამაზ სვანაძის გუნდს ქულები ძალიან სჭირდებოდა, რადგან წინა ორ მატჩში დაუგეგმავი ქულები დაკარგა. პირველ ტაიმში ორი გოლი შევაგდეთ: ჯერ საბა ხარებაშვილმა მალტელთა მეკარის შეცდომა გამოიყენა და შორი მანძილიდან გოლი ცარიელ კარში გაიტანა; ტაიმის ბოლოს კი, ნიკოლოზ დადიანმა შორი მანძილიდან გაისროლა...

კაპე ვერდემ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვა
ჩანაწერი

კაპე ვერდემ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვა

კაპე ვერდე გახსოვთ, 8 ივნისს ქუთაისში საქართველოს ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრაში 1:1 რომ ითამაშა? გუშინ მან ყოფილ სვაზილენდს, 2018 წლიდან კი ესვატინის 3:0 მოუგო და გახდა მეორე ყველაზე პატარა ქვეყანათა შორის, ვისაც მსოფლიოს ჩემპიონატზე უთამაშია. სხვა სიტყვებით კაპე ვერდემ მუნდიალის საგზური მოიპოვა. მან აფრიკის D ჯგუფში მძიმეწონოსან კამერუნს გაასწრო. პრაიაში ეროვნულ სტადიონზე შეხვედრას 15 000 მაყურებელი...

იამალმა ბარსას შეფები გააღიზიანა
ჩანაწერი

იამალმა ბარსას შეფები გააღიზიანა

„ბარსელონაში’’ ეიმედებათ, რომ ლამინ იამალი ბოლოს და ბოლოს მიხვდება: პროფესიული მიდგომის გარეშე საუკეთესო ფეხბურთელი ვერ გახდები. ეს ჭეშმარიტება ლეო მესიმ და კრიშტიანუ რონალდუმ თავიანთი სანიმუშო კარიერით დაამტკიცეს. ზოგი გამოცემა წერს, რომ იგივე დაამტკიცეს ნეიმარმა და ედენ აზარმაც, ოღონდ მათი კარიერა შეიძლება უარყოფით მაგალითად მოვიტანოთ. მარტო ნიჭი საკმარისი არ არის. იამალის შესახებ კი ბოლო კვირებში უფრო...

ნინიმ პარიზი გადარია
ჩანაწერი

ნინიმ პარიზი გადარია

დავით ნინიაშვილმა ტოპ 14-ის მე-6 ტურში ისეთი ლელო გაიტანა, მთელი საფრანგეთი რომ აალაპარაკა. მისი „ლა როშელისა“ და „სტად ფრანსეს“ შეხვედრაში თავი პარიზელთა ბურჯმა გიორგი მელიქიძემაც გამოიჩინა. ტოპ 14 პარიზში „სტად ფრანსემ“ „ლა როშელს“ უმასპინძლა. მთელი თამაშის განმავლობაში ხან ერთი გუნდი იგებდა, ხან – მეორე და პარიზელები პირველად ხსენებულმა მელიქიძემ დააწინაურა, რომელმაც 37-ე წუთზე სეზონში თავისი...

ტრავმებისკენ მიდრეკილი ალისონი
ჩანაწერი

ტრავმებისკენ მიდრეკილი ალისონი

ალისონ ბეკერზე სამართლიანად ამბობენ, რომ მსოფლიოში საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა, მაგრამ ის აგრეთვე „ლივერპულის’’ გულშემატკივართა დიდი ნერვიულობის მიზეზიც გახლავთ. Empireofthekop წერს, რომ ბრაზილიელი თავის დროზე მერსისაიდელთა საუკეთესო შენაძენი იყო. მან გუნდს ზურგი გაუმაგრა და შესძინა სტაბილურობის შეგრძნება, რაც მანამდე ასე აკლდათ „წითლებს’’. ალისონმა „ლივერპული’’ ბევრჯერ გადაარჩინა თავისი ფანტასტიკური მოგერიებებით, მაგრამ ის აგრეთვე ხშირად...

მბაპე მოლბა
ჩანაწერი

მბაპე მოლბა

რაც ახალი სეზონი დაიწყო კილიან მბაპე ჩინებულად თამაშობს. მისით ყველა კმაყოფილია როგორც „რეალში’’ ასევე საფრანგეთის ნაკრებში, მაგრამ აზერბაიჯანთან კოჭი იტკინა და ისლანდიაში აღარ გაემგზავრა. სამაგიეროდ მადრიდელთა ათმა ნომერმა Movistar-ს ვრცელი სატელევიზიო ინტერვიუ მისცა. 26 წლის ფრანგმა ილაპარაკა როგორც ლამინ იამალზე ასევე კრიშტიანუ რონალდუსა და მადრიდში ინტეგრაციაზე. საუბარი რასაკვირველია „პარი სენ ჟერმენსაც’’ შეეხო. ფორვარდს კლუბთან სასამართლო...

რას შვრებიან პარიზელი დაშავებულები?
ჩანაწერი

რას შვრებიან პარიზელი დაშავებულები?

სანაკრებო კვირეულის დროს „პარი სენ ჟერმენის’’ კამპუსში ხალხმრავლობა იშვიათობაა. წესით ფეხბურთელები მთელს მსოფლიოში უნდა იყვნენ გაფანტულები და ეროვნულ გუნდებში უნდა თამაშობდნენ, მაგრამ ამის ნაცვლად  ისინი პარიზში სხედან და ტრავმებს იშუშებენ. ერთ-ერთი ვინც შეიძლებოდა პარიზულ შინაპატიმრობაში ყოფილიყო გახლავთ ხვიჩა კვარაცხელია. მას კუნთის პრობლემა აწუხებდა, მაგრამ მოყოჩაღდა და ვილი სანიოლმა რომ გამოიძახა საქართველოს ნაკრებში გამოცხადდა. ლუის ენრიკემ...