„პარი სენ ჟერმენი’’ ფრთხილად უნდა იყოს. შაბათს „ლევერკუზენმა’’ ბუნდესლიგაში ზედიზედ მესამე თამაში მოიგო. მან „მაინცი’’ დაამარცხა― 4:3. გამარჯვებულთაგან თავი ყველაზე მეტად 30 წლის კაპიტანმა, მარცხენა მცველ-ნახევარმცველმა, ესპანელმა ალეხანდრო გრიმალდომ გამოიჩინა. ოთხიდან ორი გოლი სწორედ „ბენფიკას’’ ყოფილმა ფეხბურთელმა გაიტანა. სამ დღეში „ლევერკუზენი’’ ჩემპიონთა ლიგაში „პარი სენ ჟერმენს’’ მასპინძლობს და ჩინებულ ფორმაშია. „ლევერკუზენმა’’ სეზონი კარგად ვერ დაიწყო...
წელი: 2025
გაზა: სმას თავს ვერასდროს დავანებებ
ლეგენდარულმა გაზამ, პოლ გასკოინმა თქვა, რომ ის ლოთობას ვერ შეწყვეტს, რადგან ვერ შეიცვლება. 58 წლის ვეტერანმა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში რამდენიმე ეტაპი გაიარა, მაგრამ როგორც ჩანს უშედეგოდ. „მირორისთვის’’ მიცემულ ინტერვიუში მან თქვა: „მე არ შევცვლილვარ. არ შემიძლია. არ ვიცი როგორ უნდა შევიცვალო. სავარაუდოდ მოვკვდები როგორც გაზა. დასამალი არავისთან არაფერი მაქვს. მთელმა ქვეყანამ იცის ვინ ვარ და რა...
ცენტრალურმა მცველებმა ცუდად ითამაშეს
Footmercato-ს მიაჩნია, რომ ფრანგული ფეხბურთის უმაღლეს საფეხურზე, ლიგა 1-ში იშვიათია შეხვედრა, რომელშიც გადის ბევრი გოლი და გუნდები სპექტაკლს აწყობენ. ასეთი გამოდგა მე-8 ტურის შეხვედრა „პარი სენ ჟერმენსა’’ და „სტრასბურგს’’ შორის ― 3:3. პორტალმა დათვალა, რომ შეცვლებამდე მოედანზე გასული ფეხბურთელების საშუალო ასაკი 22 წელი და 78 დღე იყო. ახალგაზრდების ასეთი თავყრილობა საფრანგეთის ჩემპიონატის შეხვედრაში 1947-48 წლების...
ბარკოლა და ლივერპული
გასულ სეზონში „პარი სენ ჟერმენის’’ თავდასხმამ თავი გამოიჩინა. განსაკუთრებით გაიბრწყინა ოსმან დემბელემ, რომელმაც „ფრანს ფუტბოლის’’ ოქროს ბურთი მიიღო. გუნდის თამაში რომ არ დაიშტამპოს ლუის ენრიკე ცხადია შეტევის გადახალისებას, აქცენტების შეცვლას აპირებს და როგორც ფრანგული მედია წერს ამ საქმეში 23 წლის ბრედლი ბარკოლასი ეიმედება. ლიონში დაბადებულ-გაზრდილ გარემარბს პსჟ-თან 2028 წლამდე აქვს კონტრაქტი. მალე ალბათ მის გადახედვა-გახანგრძლივებაზე...
აზიის საუკეთესო ემიგრანტი
ჩემპიონთა ლიგის, ლიგა 1-ის, საფრანგეთის თასისა და ევროპის სუპერთასის გამარჯვებული კანგ-ინ ლი აზიის საუკეთესო „კონტინენტს გარეთ მოთამაშე ფეხბურთელად’’ დაასახელეს და საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში გამართულ დაჯილდოების ცერემონიალზე შესაფერისი ტროფი გადასცეს. „პარი სენ ჟერმენის’’ მოთამაშემ გაუსწრო ირანელ მეჰდი ტარემის („ოლიმპიაკოსი’’) და იაპონელ ტაკესუფა კუბოს („რეალ სოსიედადი’’). კანგ-ინ ლის დაჯილდოებას გამოეხმაურა პარიზული კლუბიც, რომელმაც გაავრცელა განცხადება სადაც...
ბასილაშვილი ტრავმამ გააჩერა
ქართველი ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრიუსელში მიმდინარე ATP-ს 250-იან ტურნირზე კარგი ტემპი ჰქონდა აკრეფილი, მაგრამ ტრავმის გამო ტურნირს მერვედფინალში დაემშვიდობა. ქართველი ჩოგბურთელი ფრანგ ჯოვანი პერიკარს ეთამაშებოდა, მაგრამ მხრის ტრავმა მიიღო და მატჩის გაგრძელება ვეღარ მოახერხა. ამ დროს პირველი სეტი დასრულებული იყო და პერიკარს 7:5 ჰქონდა მოგებული. ნიკამაც ტრავმა ზუსტად მისი გადამწყვეტი ჩაწოდების წინ მიიღო. გეტყვით რომ,...
ძვირფასო დინამო თბილისო, აიაქსის დიდი ოჯახის სახელით, გთხოვთ მიიღოთ ჩვენი გულწრფელი მილოცვა თქვენი საკლუბო ისტორიის გამორჩეულ თარიღთან – დინამო თბილისის დაარსებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით. ასეთი მნიშვნელოვანი თარიღი არა მხოლოდ კლუბის სპორტულ მიღწევებს აღნიშნავს, არამედ ასახავს მის კულტურულ გავლენას და უდიდეს მნიშვნელობას. დინამო თბილისის მდიდარი ისტორია, ერთგული გულშემატკივრები და სრულყოფილებისკენ დაუღალავი სწრაფვა, კლუბს წარმოაჩენს როგორც...
ლივერპულს სალაჰი უნდა გაეყიდა
ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი სემ ელერდაისი ამბობს, რომ „ლივერპულს’’ მოჰამედ სალაჰისთვის კონტრაქტი არ უნდა განეახლებინა. სერ ალექს ფერგიუსონი „ლივერპულის’’ თავკაცი რომ ყოფილიყო ეგვიპტელს გაყიდდაო. საინტერესოა, რომ 70 წლის მენეჯერმა ასეთი რამ თქვა რამდენიმე თვეში მას მერე, რაც სალაჰმა მერსისაიდელთა გაჩემპიონებაში დიდი წვლილი შეიტანა და ერთ სეზონში შესრულებული გოლს პლუს საგოლე პასების საკლუბო რეკორდი გაიმეორა. სალაჰის...
ილდიზი მადრიდში ჩადის
ზაფხულის სატრანსფერო ბაზარი თვენახევრის დახურულია, მაგრამ „რეალი’’ გამალებულ მუშაობას არ წყვეტს. მადრიდელებს პრინციპად აქვთ, რომ გუნდი ყოველ წელიწადს უნდა ძლიერდებოდეს. მათ კარგად მოეხსენებათ – საუკეთესო ფეხბურთელების შეძენაში მთავარი კონკურენტები პრემიერლიგის კლუბები არიან და წინასწარ ემზადებიან. „ყველაფერზე მნიშვნელოვანი ძლიერი შემადგენლობის ყოლაა. ამდენი წლის განმავლობაში სწორედ ამას ვცდილობ და ბევრი ტიტული რომ მოვიგეთ ძლიერი ფეხბურთელებით არის განპირობებული....
ვის მისცემენ პარიზელები რეალს ენდრიკის სანაცვლოდ?
მართალია გონსალო რამუში „პარი სენ ჟერმენის’’ სასტარტო შემადგენლობაში ხშირად ვერ ხვდება, მაგრამ შეცვლაზე ეფექტურად შედის, რასაც სტატისტიკა ადასტურებს: პორტუგალიელი კლუბის ისტორიაში სათადარიგოთა შორის საუკეთესო ბომბარდირია. მან 17 გოლი შეაგდო და კილიან მბაპეს გაასწრო. მეორე მხრივ, ბუნებრივია, რომ „ბენფიკას’’ ყოფილ ფეხბურთელს სკამზე ჯდომა არ სიამოვნებს, მაგრამ კარგად იცის, რომ ლუის ენრიკე მასთან შედარებით უპირატესობას ოსმან დემბელეს...









