წელი: 2025

Home 2025
ხვიჩას დაბრუნება!
ჩანაწერი

ხვიჩას დაბრუნება!

„ქართველი გარემარბი რამდენიმე მკრთალი თამაშის შემდეგ კვლავ მთელი ბრწყინვალებით წარმოგვიდგა. ამ დღეს „ნაპოლის’’ ყოფილი ფეხბურთელი იყო მძლავრი და შთაგონებული. მან ჯერ დეზირე დუეს მიაწოდა საგოლე პასი, შემდეგ კი თავად გაიტანა გოლი, რომლის დროსაც ბურთი ორივე ძელს მოხვდა. მისმა ტექნიკამ გერმანული გუნდის დაცვა დინამიტივით ააფეთქა’’, ― დაწერა „პარი სენ ჟერმენის’’ მიერ „ლევერკუზენის’’ 7:2 ძლევის შემდეგ ფრანგულმა...

რატომ უღრიალა მამარდამ სობოსლაის?
ჩანაწერი

რატომ უღრიალა მამარდამ სობოსლაის?

ინგლისში ყველა დეტალს აკვირდებიან, სწავლობენ და თუ საჭიროა იმაზე მეტ ყურადღებას ანიჭებენ, ვიდრე ის ერთი შეხედვით იმსახურებს. ასე მაგალითად, საიტმა empireofthekop „ლივერპულისა’’ და „მანჩესტერ იუნაიტედის’’ შეხვედრის ისეთ ნიუანსზე გაამახვილა ყურადღება, როგორზეც ჩვეულებრივ არ ლაპარაკობენ. საქმე ეხება ეპიზოდს, რომელიც მეორე ტაიმში, ბოლოსკენ ვიხილეთ. ანგარიში ჯერ კიდევ 1:1 იყო ანუ ჰარი მაგუაირს მერსისაიდელთა კარში გამარჯვების გოლი ჯერ...

დღეს მიქაუტაძეს გამოცდა ელის
ჩანაწერი

დღეს მიქაუტაძეს გამოცდა ელის

დღეს ჟორჟ მიქაუტაძის „ვილიარეალი’’ ჩემპიონთა ლიგის პირველი ეტაპის ურთულეს შეხვედრას გამართავს. მისი მეტოქეა „მანჩესტერ სიტი’’. ამას დაამატეთ, რომ „ყვითელ წყალქვეშა ნავს’’ წინა ორ ტურში არ მოუგია და სამი ქულა სჭირდება. სტუმრები „სერამიკაზე’’ ერთი მოგებითა და ერთი ფრით ჩადიან. ამოცანა ურთულესია, მაგრამ ეს ესპანური გუნდის თავკაცმა მარსელინომ იმთავითვე იცოდა და თქვა, რომ „სიტისთან’’ მძიმე მატჩიც კი...

ლუის ენრიკე: მე დემბელე მინდა და არა ოქროს ბურთი
ჩანაწერი

ლუის ენრიკე: მე დემბელე მინდა და არა ოქროს ბურთი

ლუის ენრიკესთვის „ოქროს ბურთის’’ სიგიჟე დამთავრებულია. ორშაბათს „პარი სენ ჟერმენის’’ თავკაცს ჰკითხეს, დაუბრუნდება თუ არა მოედანს ოსმან დემბელე, რომელიც სექტემბრის დასაწყისიდან დაშავებულია. დემბელე 22 სექტემბერს თეატრ „დიუ შატლეში’’ „ფრანს ფუტბოლის’’ მთავარი პრიზით დააჯილდოვეს. მან Canal + ის კორესპონდენტს უპასუხა: „თქვენ მოვლენებს სხვანაირად აღიქვამთ. ის „ოქროს ბურთი’’ კი არა ოსმან დემბელეა. ჩვენს გუნდს სწორედ დემბელეს ხასიათი...

გორგაძე ტურის სიმბოლურში
ჩანაწერი

გორგაძე ტურის სიმბოლურში

პირველი შეხედვით, ანუ სტატისტიკური კუთხით, ტოპ 14-ის გასული ტური უშედეგო იყო ქართული ლეგიონისთვის, თუმცა ტურის მთავარ მატჩში ბექა გორგაძის თამაში ბევრ რამედ ღირდა. პრო დ2-ში კი, უკვე ტრადიციულად, ქართველთა გამორჩეულობა გასულ უქმეებზეც თვალშისაცემი გახლდათ. ტოპ 14 მე-7 ტურში გამორჩეული მატჩი, ცხადია, ლიდერების ჯახი იყო – „პო“ საფრანგეთის მოქმედ სარაგბო ჩემპიონ „ტულუზს“ მასპინძლობდა. ყველასთვის მოულოდნელად, ბასკებმა...

დემბელე მოედანს უბრუნდება
ჩანაწერი

დემბელე მოედანს უბრუნდება

ოსმან დემბელე „ოქროს ბურთის’’ მფლობელის რანგში პირველ თამაშს სამშაბათს „ბაიარენაზე’’ „ლევერკუზენის’’ წინააღმდეგ ჩაატარებს. „პარიზიენმა’’ ექსკლუზიურად მოიპოვა ინფორმაცია, რომ ფრანგი თავდამსხმელი მზად არის „პარი სენ ჟერმენს’’ შეუერთდეს. გუნდი დღეს ანუ ორშაბათს დილით გაემგზავრა რაინ-ვესტფალიას მიწაზე ბურთის გასაგორებლად. დემბელე 5 სექტემბერს საფრანგეთისა და უკრაინის ნაკრებთა შეხვედრაში დაშავდა და ექვსი კვირა სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებაში გაატარა. „ლევერკუზენი’’ ჩინებულ ფორმაშია....

ლივერპულის კარში პირველი გოლი არ უნდა ჩათვლილიყოო
ჩანაწერი

ლივერპულის კარში პირველი გოლი არ უნდა ჩათვლილიყოო

კვირას „მანჩესტერ იუნაიტედის’’ ფრანგ თავდამსხმელს ბრაიან მბეუმოს ანგარიშის გახსნა არ გასჭირვებია, მან „ლივერპულის’’ მცველების შეცდომით მე-2 წუთზევე ისარგებლა და ბურთი გიორგი მამარდაშვილის კარში შეაგდო. ბევრმა ინგლისურმა გამოცემამ გოლი ქართველ მეკარეს დააბრალა, თუმცა ზოგიერთმა აღნიშნა, რომ მანამდე ვირჯილ ვან დაიკი შეცდა. ეპიზოდი კი მოედნის შუაში არგენტინელი ალექსის მაკალისტერის ტრავმით დაიწყო. „იუნაიტედის’’ ფეხბურთელებმა საგოლე შეტევა მას მერე...

პირველ გოლზე უკეთ უნდა ეთამაშა
ჩანაწერი

პირველ გოლზე უკეთ უნდა ეთამაშა

„ლივერპულმა’’ ყველა შეჯიბრებაში ერთად ზედიზედ მეოთხე თამაში წააგო. მერსისაიდელებს ასეთი რამ თითქმის 11 წელიწადია არ დამართნიათ. ამჯერად მათ „მანჩესტერ იუნაიტედმა’’ მოუგო, თან „ენფილდზე’’. ანგარიში მე-2 წუთზე ბრაიან მბეუმბომ გახსნა. კოდი გაკპომ 78-ე წუთზე გაათანაბრა, მაგრამ 84-ე წუთზე ჰარი მაგუაირმა სტუმართა გამარჯვების გოლი გაიტანა. ამრიგად, „ლივერპულს’’ პრემიერლიგაში მიჯრით სამი მარცხის შემდეგ 15 ქულა აქვს და მესამე...

გარეჯმა ლიდერი შეცვალა
ჩანაწერი

გარეჯმა ლიდერი შეცვალა

ეროვნულ ლიგაში მეოთხე წრე დაიწყო და ლიდერიც შეიცვალა. „დილა“ ოთხი ტურის განმავლობაში პირველობდა, მაგრამ ამჯერად მოულოდნელად ერთ-ერთ აუტსაიდერ „გარეჯთან“ დამარცხდა და ლიდერობა ისევ „იბერიას“ დაუთმო, რომელმაც სტუმრად „თელავი“ დაამარცხა. გორელები 2:0 უგებდნენ გარეჯელებს და თამაშის დამთავრებამდე 20 წუთი რჩებოდა, როცა კახელებმა იძალეს და სამი ბურთი გაუტანეს მეტოქეს. შთამბეჭდავი „დაბრუნება“ გამოვიდა, ეგრეთ წოდებული „ქამ ბექი.“ „გარეჯი“...

ჩანაწერი

იამალი ავტოგრაფებს აღარ დაარიგებს

18 წლის ლამინ იამალი უკვე ფულის დაზგაა. ის 2025-26 წლების სეზონში მსოფლიოს ყველაზე დიდხელფასიან ფეხბურთელთა ათეულში  მოხვდა და ბიზნესშიც ისეთივე წარმატებულია, როგორც მოედანზე. 1906 წელს ბარსელონაში დაარსებული გაზეთის „მუნდო დეპორტივოს’’ ცნობით მსოფლიო ფეხბურთის უკვე ამოსული და ჯერ კიდევ ამომავალი ვარსკვლავი აპირებს ამიერიდან ავტოგრაფები აღარ დაარიგოს. მიზეზი: იამალს დაუკავშირდა სპორტის ვარსკვლავებთან დაკავშირებული ტანსაცმლის გაყიდვაში გამეცადინებული კომპანია,...