წელი: 2025

Home 2025
ლივერპულის დიდ მეტოქე-კაპიტანს პლუს ხუთი სხვა კაპიტანი
ჩანაწერი

ლივერპულის დიდ მეტოქე-კაპიტანს პლუს ხუთი სხვა კაპიტანი

დღეს „ლივერპულს’’ ყოფილი კაპიტანი, 35 წლის ჯორდან ჰენდერსონი დაუპირისპირდება ― მან „ენფილდი’’ 2023 წელს დატოვა, ჯერ საუდის არაბეთის კლუბ  „ალ-ეტიფაქში’’, შემდეგ „აიაქსში’’ ბოლოს კი „ბრენტფორდში’’ გადავიდა. ჰენდერსონი ერთადერთი კაპიტანია, რომლის ხელშიც „ლივერპულმა’’ ექვსი სხვადასხვა ჯილდო მოიგო. ამ საღამოს სწორედ „ბრენტფორდი’’ და „ლივერპული’’ ხვდებიან ერთმანეთს. „წითლებმა’’ ოთხშაბათს სტუმრად მოუგეს „ფრანკფურტს’’ 5:1, რითაც ზედიზედ მეხუთე მარცხს გადაურჩნენ....

ერიკ როა: დემბელეს წარმატებაში ბრესტს დიდი წვლილი აქვს შეტანილი
ჩანაწერი

ერიკ როა: დემბელეს წარმატებაში ბრესტს დიდი წვლილი აქვს შეტანილი

„ბრესტი’’ „პარი სენ ჟერმენს’’ მასპინძლობს. მისმა მწვრთნელმა ერიკ როამ მატჩის წინა დღეს პრეს-კონფერენცია გამართა, რომლის დროსაც „ოქროს ბურთის’’ ლაურეატის ოსმან დემბელეს შესახებ ჰკითხეს, რაზეც მან უპასუხა: „მისი წარმატება ძალიან მიხარია, რადგან ის კარგი ბიჭი და დიდებული ფეხბურთელია. განსაკუთრებით ის მომწონს, რომ დემბელეს წარმატება მხოლოდ „პარი სენ ჟერმენის’’ კარგმა თამაშმა და ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებამ კი არ...

ვან დაიკს კრება მოუწვევია
ჩანაწერი

ვან დაიკს კრება მოუწვევია

„ლივერპულის’’ კაპიტანმა პრემიერლიგის ბოლო ტურში „მანჩესტერ იუნაიტედთან’’ 1:2 დამარცხების შემდეგ მოიწვია კრება, რომელსაც მწვრთნელი არნე სლოტი არ დასწრებია. „სანი’’ წერს, რომ ვან დაიკის აზრით რამდენიმე დღის შემდეგ, ოთხშაბათს ფრანკფურტში 5:1 გამარჯვება დიდწილად სწორედ ამ კრების შედეგი იყო. 34 წლის ჰოლანდიელმა თქვა: „ჩემ მიერ მოწვეულ კრებამდე ფეხბურთელები ნირწამხდარები იყვნენ, შემდეგ კი აღარ. ორშაბათს „იუნაიტედთან’’ შინ დამარცხების...

სერბის საოცარი გარდასახვა ნანტში
ჩანაწერი

სერბის საოცარი გარდასახვა ნანტში

საინტერესო რამ გადახდა 31  წლის სერბ მცველს უროშ რადაკოვიჩს. ის ფრანგულმა „ნანტმა’’ თურქული „სივასპორიდან’’ შეიძინა, მაგრამ ერთ თვეში გაირკვა, რომ ახალ გუნდს არ მოსწონს. ჯერ კიდევ სეზონისწინა ამხანაგურ შეხვედრებში გამოჩნდა, რომ რადაკოვიჩი ნელია, გადაწყვეტილებებს სხარტად ვერ იღებს… მოკლედ, ნიკოლა პალუას ვერ შეცვლის, რისი დიდი იმედიც ჰქონდათ „იადონებს’’. ვარჯიშებზე ნათლად გამოჩნდა, რომ სერბი თანაგუნდელების დონეზე არ...

წუთში ორი გოლი
ჩანაწერი

წუთში ორი გოლი

ეროვნული ლიგის 29-ე ტურში ლიდერი კვლავ შეიცვალა, უფრო ზუსტად „დილამ“ წინა ტურში დაკარგული პირველობა დაიბრუნა. გორელებმა ხუთი უპასუხო ბურთი გაუტანეს „გაგრას.“ თან ხუთივე მეორე ტაიმში. დუბლი მიითვალეს კონგოელმა დეო ბასინგამ და ისრაელელმა აბდალა ხლაიხალმა. ამ ტურში კიდევ ორი ორგოლა შესრულდა: გარეჯელმა ნიკოლოზ გალახვარიძემ „ბათუმთან“ იყოჩაღა, სამგურალელმა გიორგი ფანცულაიამ – „დინამოსთან.“ სხვათა შორის, ეს ფანცულაიას მეოთხე...

NBA მოგებებით დავიწყეთ
ჩანაწერი

NBA მოგებებით დავიწყეთ

დაიწყო NBA-ს ახალი სეზონი და კარგი ამბებიც გვაქვს. ოკეანის გაღმა, მოგეხსენებათ, სადღეისოდ ორი ქართველი კალათბურთელია, ორივემ ითამაშა და ორივემ მოიგო. გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ სეზონი „მაიამი ჰიტთან“ გამარჯვებით გახსნა – 125:121, რაშიც საკუთარი წვლილი ჩვენიანმაც შეიტანა. ბითაძე სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, მაგრამ პარკეტზე 18.30 წუთი დაჰყო, რა დროშიც 8 ქულა, 8 მოხსნა, 4 პასი და...

ერთი ფეხბურთელის იდეალური თამაში
ჩანაწერი

ერთი ფეხბურთელის იდეალური თამაში

„ლივერპულმა’’ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში სტუმრად დაამარცხა „ფრანკფურტი’’ – 5:1. ინგლისური პრესის აზრით ეს იყო „წითლების’’ საუკეთესო შეხვედრა მიმდინარე სეზონში. ჩამორჩენის მიუხედავად სტუმრებმა პირველ ტაიმში, ათწუთიან მონაკვეთში სამი გოლის გატანა მოახერხეს, რასაც შესვენების შემდეგ კიდევ ორი მიაყოლეს. მედია ერთსულოვნად აღნიშნავს, რომ მერსისაიდელთა გუნდში როგორც იქნა ვარსკვლავურად ათამაშდა ფლორიან ვირცი, რომელმაც ორი საგოლე პასი...

მედია მამარდაშვილზე: ბაოიას დარტყმული მოიგერია, სხვა საქმე კი არ ჰქონია
ჩანაწერი

მედია მამარდაშვილზე: ბაოიას დარტყმული მოიგერია, სხვა საქმე კი არ ჰქონია

ოთხშაბათამდე „ლივერპულს’’ ზედიზედ ოთხი თამაში ჰქონდა წაგებული, მაგრამ ფრანკფურტში 5:1 გაიმარჯვა და წარუმატებელ სვლას წერტილი დაუსვა. მერსისაიდელები რასმუს კრისტენსენის გოლის შემდეგ ჩამორჩნენ, შემდეგ კი ძალა მოიკრიბეს და შესვენებაზე უგო ეკიტიკეს, ვირჯილ ვან დაიკისა და იბრაჰიმა კონატეს გოლების წყალობით გვარიანი უპირატესობით გავიდნენ. მეორე ტაიმში სტუმრებმა მონაგარს კოდი გაკპოსა და დომინიკ სობოსლაის ორი შედეგიანი დარტყმაც მიამატეს. ჩემპიონთა...

სამშაბათის გოლები
ჩანაწერი

სამშაბათის გოლები

ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის სამშბათ დღეს 9 შეხვედრაში 43 გოლი გავიდა. თვალი გადავავლოთ ამ შეხვედრებს და ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები გავიხსენოთ. „არსენალმა’’ „ატლეტიკო’’ დაჩაგრა – 4:0. საინტერესოა, რომ გოლები მეორე ტაიმში გავიდა. მიკელ არტეტას გუნდს სამი ტურის მერე მაქსიმალური 9 ქულა აქვს და ლიდერთა შორისაა. „მანჩესტერ სიტი’’ სექტემბრის შემდეგ ჩინებულად მიდის. ჟორჟ მიქაუტაძის „ვილიარეალთან’’ სტუმრად 2:0...

რას ნიშნავდა კვარას ჟესტი?
ჩანაწერი

რას ნიშნავდა კვარას ჟესტი?

„პარიზიენი’’ თავის მკითხველს მოუთხრობს, რომ ხვიჩა კვარაცხელია NBA-ს დიდი ფანია. ის პრესტიჟული ამერიკული ლიგის თამაშებს უყურებს და კალათბურთის ვარსკვლავებისგან ზეიმის ვარიანტებს სესხულობს.  გასული წლის თებერვალში ქართველმა სტეფ კარის ჟესტი გამოიყენა, როდესაც ხელები ლოყაზე მიიდო, ძილის სცენა გაითამაშა. კარიმ ასე პარიზში, 2024 წლის ოლიმპიადის ფინალში, საფრანგეთთან შეხვედრის დროსაც იზეიმა. სამშაბათს, „ლევერკუზენთან’’ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში კი „ნაპოლის’’...