სამშაბათის გოლები

Home კატეგორიის გარეშე სამშაბათის გოლები
სამშაბათის გოლები

Alejandro Balde of FC Barcelona competes for the ball with Costinha of Olympiacos FC during the UEFA Champions League 2025/26 League Phase MD3 match...ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის სამშბათ დღეს 9 შეხვედრაში 43 გოლი გავიდა. თვალი გადავავლოთ ამ შეხვედრებს და ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები გავიხსენოთ.

Eindhoven, Netherlands Giovanni Di Lorenzo of SSC Napoli looks dejected after conceding his sides fourth goal during the UEFA Champions League...„არსენალმა’’ „ატლეტიკო’’ დაჩაგრა – 4:0. საინტერესოა, რომ გოლები მეორე ტაიმში გავიდა. მიკელ არტეტას გუნდს სამი ტურის მერე მაქსიმალური 9 ქულა აქვს და ლიდერთა შორისაა.

„მანჩესტერ სიტი’’ სექტემბრის შემდეგ ჩინებულად მიდის. ჟორჟ მიქაუტაძის „ვილიარეალთან’’ სტუმრად 2:0 გამარჯვების შემდეგ „ქალაქელებს’’ აგერ უკვე 9 შეხვედრაა არ წაუგიათ. თან მათგან 7 მოიგეს. პეპ გვარდიოლას გუნდის „სერამიკაზე’’ გამარჯვება ლოგიკური იყო. რაც შეეხება საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს, მასზე AS-მა ასე დაწერა: „მიქაუტაძემ ძალიან ცოტა რამ შემოგვთავაზა. მოედანი ისე დატოვა, კარში ერთხელაც არ დაურტყამს. 66-ე წუთზე შეცვალეს’’.

Flashscore-მა მიქაუტაძეს 6.0 დაუწერა, sofascore-მა 6.7, ხოლო whoscored-მა 6.1.

ამ შეხვედრაში თავი გამოიჩინა ერლინგ ჰოლანდმა, რომელზეც ამბობენ, რომ ასეთ ფორმაში არასდროს ყოფილა. ნორვეგიელმა ყველა შეჯიბრებაში ზედიზედ მე-12 შეხვედრაში გაიტანა და კრიშტიანუ რონალდუს რეკორდი გაიმეორა. სეზონის დაწყებიდან ჰოლანდმა 14 შეხვედრაში 24 გოლი შეაგდო.

„ბარსელონამ’’ პსჟ-თან შინ 1:2 წაგებიდან სამ კვირაში საკუთარი თავის რწმენა აღიდგინა ― 6:1 მოუგო „ოლიმპიაკოსს’’. მასპინძლებს საქმე მას მერე გაუადვილდათ, რაც მსაჯმა სტუმრებს არგენტინელი სანტიაგო ეზე გაუძევა მოედნიდან მეორე ყვითლისთვის. სტუმრების ესპანელ მწვრთნელს ხოსე ლუის მენდილიბარს მატჩის შემდეგ მსაჯობასთან დაკავშირებითმსაჯებთან ბევრი პრეტენზია ჰქონდა, მაგრამ ჯამში „ბლაუგრანას’’ „ელ კლასიკოს’’ წინ კარგი ვარჯიში გამოუვიდა.

ცხრილის სათავეშია „ინტერიც’’, რომელიც ცდილობს პსჟ-ს ერთი ნაბიჯით არ ჩამორჩეს. „ნერაძურიმ’’ „როიალ უნიონს’’ მოუგო 4:0. კრისტიან კივუს გუნდმა ზედიზედ მეშვიდე შეხვედრაში გაიმარჯვა.

ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილ გუნდს, ამბიციურ „ნაპოლის’’ ეინდჰოვენში კოშმარული საღამო ჰქონდა. პსვ-მ ანტონიო კონტეს შეგირდებს 6:2 მოუგო.

„ბენფიკასთვის’’ კი ჩემპიონთა ლიგა ჯერჯერობით მეტისმეტად ძლიერი შეჯიბრება ჩანს. მესამე შეხვედრაში მესამე მარცხი… ამჯერად „ნიუკასლთან’’ 0:3. „კაჭკაჭებმა’’ კი სამიდან ორი მოიგეს და ფლეი-ოფს უმიზნებენ.

„კაირატმა’’ და „პაფოსმა’’ 0:0 ითამაშეს. ამ შეხვედრაში 30 წუთი ითამაშა გიორგი ძარიამ. ეს იყო ყაზახთა პირველი ქულა ჩემპიონთა ლიგაში. „პაფოსმა’’ მეორე ქულა მოიპოვა.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.