NBA მოგებებით დავიწყეთ

Home კატეგორიის გარეშე NBA მოგებებით დავიწყეთ
NBA მოგებებით დავიწყეთ

დაიწყო NBA-ს ახალი სეზონი და კარგი ამბებიც გვაქვს.

ოკეანის გაღმა, მოგეხსენებათ, სადღეისოდ ორი ქართველი კალათბურთელია, ორივემ ითამაშა და ორივემ მოიგო.

Goga Bitadze's future with the Orlando Magic is crystal clearგოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ სეზონი „მაიამი ჰიტთან“ გამარჯვებით გახსნა – 125:121, რაშიც საკუთარი წვლილი ჩვენიანმაც შეიტანა. ბითაძე სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, მაგრამ პარკეტზე 18.30 წუთი დაჰყო, რა დროშიც 8 ქულა, 8 მოხსნა, 4 პასი და თითო ჩაჭრა-დაფარება მოინაგრა. გოგამ სამივე ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი ერთხელ და არაზუსტად ესროლა, ხოლო ორი ჯარიმა ზუსტად. „ორლანდოდან“ საუკეთესოები ფრანც ვაგნერი და პაოლო ბანკერო იყვნენ – მათ ანგარიშზე 24-24 ქულაა. ბანკეროს 11 მოხსნაც ჰქონდა და სეზონი ორმაგი დუბლით დაიწყო. დესმონდ ბეინს 23 ქულა მოუგროვა. „ორლანდოს“ მომდევნო მატჩში „ატლანტა ჰოუკსს“ უმასპინძლებს.

სწორედ ატლანტელებთან გამარჯვებით გახსნა სეზონი სანდრო მამუკელაშვილის ახალმა კლუბმა „ტორონტო რეპტორსმა“, რაც ცოტა არ იყოს მოულოდნელიც კი იყო. კანადელები „ატლანტაში“ სტუმრობდნენ და ფავორიტად შერაცხული მეტოქე 138:118 დაამარცხეს.

მამუკელაშვილი საქმეში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 17 წუთში 7 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა ხუთიდან ორი ორქულიანი ჩააგდო, ერთი სამქულიანი ზუსტად ისროლა. პასივში ორი დაკარგვა და ოთხი პერსონალური ჯარიმა ჰქონდა.

აღსანიშნავია, რომ იმ პერიოდში, როდესაც სანდრო მოედანზე იყო, „რეპტორსმა“ „ჰოუკსზე“ 21 ქულით მეტი ჩააგდო და ეს მატჩის საუკეთესო მაჩვენებელი იყო. ტორონტოელთა რიგებში ყველაზე შედეგიანი არ ჯეი ბარეტი გამოირჩა – 25 ქულა, 8 მოხსნა, 5 პასი; სკოტი ბარნსმა 22 ქულა, 6 მოხსნა და 9 პასი მიითვალა. „ტორონტო“ მორიგ მატჩს „მილუოკი ბაქსთან“ გამართავს.

Toronto Raptors sign free agent forward-centre Mamukelashvili - Victoria Times Colonist

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...