„არ მიყვარს იმის თქმა, რომ საუკეთესო ვარ. ეს მოედანზე უნდა დაამტკიცო და მეც სწორედ ამას ვცდილობ’’, ― თქვა ნუნუ მენდეშმა, რომელიც „პარი სენ ჟერმენში’’ გადასვლის შემდეგ ძალიან შეიცვალა. ის საფრანგეთის დედაქალაქში პირველად 2021 წელს იჯარის წესით ჩავიდა და დარჩა, ამასობაში კი პარიზული გუნდის მწვრთნელად ლუის ენრიკე დანიშნეს, რომელმაც პორტუგალიელს მსოფლმხედველობა შეუტრიალა. „თავიდან დაცვაში ძლიერად ვერ...
წელი: 2025
სკანდალი თურქეთში
ორშაბათს თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა იბრაჰიმ ჰაჩიოსმანოღლუმ შიდა გამოძიების შედეგები გამოაქვეყნა. ნათქვამმა მთელი ქვეყანა დაზაფრა. გაირკვა, რომ აკრძალვის მიუხედავად ასობით მსაჯი ჩასულა ფსონს და ტოტალიზატორში რეგულარულად თამაშობს ან ერთი-ორჯერ მაინც უცდია ბედი. 571 თერთმეტი მსაჯიდან 371-ს აქვს ტოტალიზატორის აპლიკაცია ან საიტი და მათგან 152 აქტიურად არის ჩაბმული. ჩამოთვლილთაგან ოცდაორი არბიტრი უმაღლესი რანგის შეხვედრებს ემსახურება ან...
… როცა ლელოს არ ზეიმობენ
დავით ნინიაშვილმა სეზონში მე-3 ლელო გაიტანა, თანაც ეს თავის ყოფილ კლუბთან – „ლიონთან“ შეხვედრაში მოახერხა. პრო დ2-ში ერთადერთი ქართული ლელოს ავტორი კი გამოცდილი ბურჯი ომარ ოდიშვილი გახლდათ, რომელმაც პროფესიულ კარიერაში სულაც პირველი ლელო იზეიმა. და კიდევ თედო – აბჟანდაძემ კვლავ იჩუბინა, თავის „ორიაკს“ 13 ქულა შესძინა, თუმცა განადგურებისგან ვერ იხსნა. ტოპ 14 ნინიაშვილის ამჟამინდელი კლუბი...
მამუს ქულებმა ტორონტოს ვერ უშველა
სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტოს“ სტარტი ძალიან წააგავს გოგა ბითაძის „ორლანდოსას“: ორივემ საწყისი თამაში მოიგო და მერე ზედიზედ ორი დათმო. კანადელებმა ამჯერად დალასში წააგეს – 129:139. მამუკელაშვილი ისევ სათადადრიგო იყო, მაგრამ მოედანზე 21. 44 წუთი დაჰყო, რა დროშიც 16 ქულა, 1 მოხსნა და 3 პასი გაახერხა. მამუმ ხუთიდან ხუთივე ორქულიანი ჩააგდო; საჯარიმოს ხაზიდან სამიდან სამივე ზუსტად ისროლა;...
ლივერპულის ყველაზე დიდი პრობლემა
ამერიკელ რეპერს ჯეი ზის აქვს სიმღერა „99 პრობლემა’’. გაზეთი „ლივერპულ ექო’’ წერს, რომ არნე სლოტს მისი ალბათ ძალიან შურს. შაბათს „ბრენტფორდთან’’ 2:3 დამარცხების შემდეგ მერსისაიდელებს ნამდვილი კრიზისის ნიშნები გამოეკვეთათ. ეს იყო ჩემპიონის ზედიზედ მეოთხე მარცხი პრემიერლიგაში. რაც „ენფილდზე’’ სამუშაოდ მივიდა, ჰოლანდიელს ასეთი მძიმე პერიოდი არ ჰქონია. მან რაც შეიძლება მალე უნდა ამოხსნას, რამ განაპირობა ვარდნა....
ჩაბი ალონსო 16 წლის შემდეგ
„რეალის’’ ისტორიაში ყოფილა ბევრი მწვრთნელი, რომელთაც „ბარსელონასთან’’ თავიანთი პირველი შეხვედრა, პირველი „კლასიკო’’ წაუგიათ. ზოგ მათგანს სწორედ კატალონიელებთან პირველი მარცხის გამო წასვლიათ საქმე ცუდად და გეგმაარეულებს თანამდებობა დაუტოვებიათ, მაგრამ ეს არ ეხება ჩაბი ალონსოს. ალონსო ბოლო 16 წელიწადში პირველია, რომელმაც „ბარსას’’ გამარჯობა უთხრა და დაამარცხა. „მარკას’’ თქმით წინა, ვინც ეს შეძლო ლეგენდარული ზინედინ ზიდანი გახლდათ. მადრიდელ...
ბითაძემ ცხრაჯერ დააფარა
NBA-ში ზედიზედ მეორე შეხვედრა წააგო „ორლანდო მეჯიქმა“. გოგა ბითაძის გუნდი საკუთარ მოედანზე „ჩიკაგო ბულსთან“ 98:110 დამარცხდა. ქართველი ცენტრი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე 17 წუთი გაატარა. ბითაძე შეტევაში აქტიური არ ყოფილა: ერთი ორქულიანი ზუსტი აღმოჩნდა, ხოლო დამატებით ორი საჯარიმო ისროლა და ერთი ჩააგდო. სამაგიეროდ, ჩვენებური დაცვაში იყო კარგი და ცხრა მოხსნა მიითვალა, რასაც ორი...
ფესტივალი საჯარიმოში
„პარი სენ ჟერმენმა’’ სტუმრად „ბრესტს’’ შთამბეჭდავად აჯობა – 3:0. ცხრა ტურის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი 20 ქულით პირველ ადგილზე გადავიდა. მან გადაასწრო „მარსელს’’, რომელმაც ლანსში 1:2 წააგო. ლიდერის ცვლილებასთან დაკავშირებით „პარიზიენმა’’ გაიხსენა მარსელელთა და პარიზელთა შეხვედრა, რომელიც ზღვისპირელებმა შინ 1:0 მოიგეს და დაწერა, მაშინ სტუმრებს ბევრი ფეხბურთელი რომ არ ჰყოლოდათ დაშავებული, „მარსელს’’ მოგების შანსი არ...
უცნაური მიქსი – გიორგი მამარდაშვილი
„ლივერპულმა’’ პრემიერლიგაში მორიგი თამაში წააგო, გულდასაწყვეტი მარცხი იწვნია ბრენტფორდში ― 2:3. მასპინძლები დანგო უტარას (5-ე წთ) და კევინ შადეს (45-ე წთ) გოლებით დაწინაურდნენ – 2:0. შესვენებამდე, 45+5 წუთზე მილოშ კერკეზმა სხვაობა შეამცირა. 60-ე წუთზე იგორ ტიაგომ პენალტით მასპინძელთა მესამე გოლი მესამე შეაგდო, 89-ე წუთზე კი მო სალაჰმა მრისხანე მერსისაიდელებს ოდნავ მოწმინდა პირი. ქართველ გულშემატკივარს უპირველეს...
მოგებას წაგება მიაყოლეს
NBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა და ქართველ კალათბურთელებს პირველი ტურისგან განსხვავებული დღე ჰქონდათ. ორივე ჩვენებურს ნაკლები დრო დაუთმეს, ცხადია, შედეგიანობაც ნაკლები ჰქონდათ და ორივემ წააგო. „ტორონტო“ სანდრო მამუკელაშვილის ყოფილ გუნდ „მილუოკი ბაქსთან“ 116:122 დამარცხდა. მამუმ პარკეტზე 15.40 წუთი გაატარა, რა დროშიც 4 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი დაგროვდა. ქართველმა კალათბურთელმა ორიდან ერთი ორიანი ჩააგდო, ერთი...









