NBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა და ქართველ კალათბურთელებს პირველი ტურისგან განსხვავებული დღე ჰქონდათ. ორივე ჩვენებურს ნაკლები დრო დაუთმეს, ცხადია, შედეგიანობაც ნაკლები ჰქონდათ და ორივემ წააგო.
„ტორონტო“ სანდრო მამუკელაშვილის ყოფილ გუნდ „მილუოკი ბაქსთან“ 116:122 დამარცხდა. მამუმ პარკეტზე 15.40 წუთი გაატარა, რა დროშიც 4 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი დაგროვდა. ქართველმა კალათბურთელმა ორიდან ერთი ორიანი ჩააგდო, ერთი სამიანი ააცილა, ხოლო ორი საჯარიმო ზუსტად ისროლა. მისი მოედანზე ყოფნის დროს გუნდმა მხოლოდ ქულა წააგო. „ტორონტო“ მომდევნო მატჩს 27 ოქტომბერს, სტუმრად, „დალასთან“ ითამაშებს.
გოგა ბითაძემ და „ორლანდომ“ საკუთარ არენაზე „ატლანსტასთან“ 107:111 წააგეს. ქართველმა ცენტრმა 16.53 წუთში 3 ქულა, 5 მოხსნა და 2 დაფარება მიითვალა. გოგამ სამჯერ შეუტია და მხოლოდ ერთი ჩააგდო – ისიც ჯარიმით.
ბითაძემ ერთი სამქულიანიც ისროლა და ააცილა. თუმცა, გუნდმა მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში ექვსი ქულა მოიგო. მომდევნო მატჩს „ორლანდო“ შინ „ჩიკაგოსთან“ გამართავს.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 21:29ორი ბრინჯაო მსოფლიოდან
სიახლეები21/10/2026 | 21:59ბასილაშვილის მორიგი გამარჯვება
სიახლეები20/10/2026 | 23:21მიქაუტაძემ ენფილდზე ალისონს გაუტანა [VIDEO]
აქეთურ-იქითური19/10/2026 | 17:00ბასილაშვილმა ჩილიჩი დაამარცხა
