წელი: 2025

Home 2025
ვაშა! მხოლოდ ექვსი კვირა
ჩანაწერი

ვაშა! მხოლოდ ექვსი კვირა

დეზირე დუე მოედანს ექვსი კვირით დაემშვიდობა. ამ ამბავმა „პარი სენ ჟერმენი’’ დაამშვიდა, რადგან უარესს ელოდა. ოთხშაბათს, სტუმრად „ლორიანთან’’ შეხვედრის მეორე ტაიმში (1:1) 20 წლის ფრანგი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. სამედიცინო გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მას ოპერაცია არ დასჭირდება. პარიზულმა კლუბმა მოკლე განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ თავდამსხმელს მარჯვენა ფეხის ბარძაყზე კუნთი გაეჭიმა. უფრო ვრცლად მისი ჯანმრთელობის შესახებ...

10 – გოგა, 10 – სანდრო
ჩანაწერი

10 – გოგა, 10 – სანდრო

NBA-ში მორიგი სათამაშო დღე იყო და მოედანზე ისევ ორივე ქართველი ვიხილეთ. ორივეს გუნდმა ისევ წააგო და ორივემ ერთნაირი ქულები დააგროვა. სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტომ“ საკუთარ არენაზე „ჰიუსტონ როკეტსს“ უმასპინძლა და 121:139 დამარცხდა. ჯეიკობ პოილტლის არყოფნაში სანდრო მამუკელაშვილს სასტარტო ხუთეულში ველოდით, მაგრამ მწვრთნელმა ჩვენებურს კოლინ მიურეი-ბოილსი ამჯობინა და მამუც საქმეში სათადადრიგოთა სკამიდან ჩაერთო. სანდრომ პარკეტზე 16.19 წუთი...

სად დათვრნენ ლივერპულელი ბავშვები?
ჩანაწერი

სად დათვრნენ ლივერპულელი ბავშვები?

ცუდად არის „ლივერპულის’’ საქმე. მერსისაიდელები „კარაბაოს თასსაც’’ კი ვერ მოიგებენ. „კარაბაოს’’ თასი ინგლისში პრესტიჟულობით მესამე შეჯიბრებაა. „ლივერპულს’’ ის ათჯერ აქვს მოგებული, თხუთმეტჯერ ფინალში ყოფილა, მაგრამ მიმდინარე სეზონში „უემბლიზე’’ მოხვედრის ეს გზა გადაიკეტა. ის, რომ „წითლები’’ პრემიერლიგაში კრიზისს განიცდიან ყველასთვის ცხადია. ჩემპიონატში არნე სლოტის გუნდი „არსენალს’’ 7 ქულით ჩამორჩება, მეშვიდე ადგილზეა. კრიზისი ახლა იმ შეჯიბრებაზეც აისახა,...

ცუდი თამაში, განსაკუთრებით პირველ ტაიმში
ჩანაწერი

ცუდი თამაში, განსაკუთრებით პირველ ტაიმში

„პარი სენ ჟერმენს’’ ცუდი საღამო ჰქონდა. „პარკ დე პრენსზე’’ ჩემპიონთა ლიგაში „ბაიერნთან’’ თამაშამდე ერთი კვირით ადრე საფრანგეთის ჩემპიონმა 1:1 ითამაშა მეთექვსმეტე ადგილზე მყოფ „ლორიანთან’’. ყველას ეგონა, რომ პარიზელები იოლად გაისეირნებდნენ, მაგრამ ლუის ენრიკეს მრისხანე გუნდმა ლიგა 1-ის ზედიზედ მეოთხე მატჩში მესამედ ითამაშა ფრედ. და კიდევ, პსჟ-მ დაკარგა დეზირე დუე, რომელიც დაშავდა და მოედნიდან თვალაცრემლებული გავიდა....

სეზონის რეკორდი
ჩანაწერი

სეზონის რეკორდი

ზედიზედ მესამე ტურია ეროვნულ ლიგაში ლიდერი იცვლება. ამჯერად  30-ე ტურის მთავარ მატჩში კაცნაკლულმა  (მსაჯმა მე-15 წუთზე დაითხოვა მინდვრიდან  უხეშობისთვის  მასპიძელი გურამ გოშთელიანი) „იბერიამ“ უშუალო კონკურენტ, „დილას“ უმასპინძლა, 2:1 დაამარცხა  და თავად გაპირველდა. ახლა გუნდებს თანაბარი 62-62 ქულა მოუგროვდათ, თუმცა ლიდერი  „იბერიაა,“ რადგან გორელებთან ურთიერთშეხვედრებში აქვს უპირატესობა. იბერიელებს უფრო სოლიდური ანგარიშით შეეძლოთ მოგება, მაგრამ ლუკა სილაგაძემ...

სპალეტი იუვენტუსის მწვრთნელი გახდება
ჩანაწერი

სპალეტი იუვენტუსის მწვრთნელი გახდება

ქართველი გულშემატკივრისთვის კარგად ნაცნობი ლუჩანო სპალეტი „იუვენტუსის’’ მწვრთნელობასთან ძალიან ახლოს არის. გუშინ ის კლუბის გენერალურ მენეჯერ დამიენ კომოლისა და სხვა ხელმძღვანელებს ელაპარაკა. შედეგად საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ თანამდებობიდან გაშვებული იგორ ტუდორის ნაცვლად „ბებერი ქალბატონის’’ საჭეს სწორედ იტალიის ნაკრებისა და „ნაპოლის’’ ყოფილი თავკაცი ჩაიბარებს. უნდა ითქვას, რომ სპალეტის კანდიდატურა ერთადერთი არ იყო. ჟურნალისტი ჯანლუკა დი...

ესპანეთი არ უნდა დასუსტდეს
ჩანაწერი

ესპანეთი არ უნდა დასუსტდეს

უიღბლო გამოდგა გასული კვირა დღე ლამინ იამალისთვის. მისმა „ბარსელონამ’’ კლასიკოში „რეალისგან’’ 1:2 იწვნია, თავად მოედანზე ბევრი ვერაფერი მოახერხა (რაც მნიშვნელოვანწილად ალვარო კარერასის დამსახურება იყო) და პლუს, შეხვედრის შემდეგ ხმაურის მიზეზი გახდა. მადრიდელებმა გადაწყვიტეს მისთვის პასუხი გაეცათ მატჩისწინა გამონათქვამის გამო, „რეალი’’ სულ ქურდობს და მერე ჩივისო. „ლოს ბლანკოსის’’ ვეტერანმა მცველმა დანი კარვახალმა ნაკრებში თავის 18 წლის...

ტრაგედია – ინტერის მეკარე შშმ პირს დაეჯახა
ჩანაწერი

ტრაგედია – ინტერის მეკარე შშმ პირს დაეჯახა

„ინტერის’’ ესპანელ მეკარეს ხოსეპ მარტინესს ტრაგედია შეემთხვა. როგორც იტალიური სააგენტო ANSA წერს, ის ფენეგროდან მილანისკენ მიემგზავრებოდა, როდესაც მანქანით 81 წლის ეტლით მოსარგებლე შშმ პირს დაეჯახა და მოკლა. ფენეგრო არის პატარა ქალაქი კომოსა და მილანს შორის. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაზარალებული საავადმყოფოში მიიყვანა, მაგრამ სამედიცინო ჩარევამ ვერ უშველა. ადგილობრივი პოლიციის პატაკში წერია, რომ 81 წლის კაცმა უცბათ...

გოგა და მამუ ერთად მიდიან
ჩანაწერი

გოგა და მამუ ერთად მიდიან

გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი NBA-ში ერთნაირად მიდიან. დღეს, გამთენიისას, ორივე ქართველის გუნდმა ითამაშა და ორივემ წააგო. სადღეისოდ, „ორლანდოსაც“ და „ტორონტოსაც“ ერთნაირი მაჩვენებელი აქვთ – თითო მოგება და სამი მარცხი. „ორლანდო“ ამჯერად ფილადელფიაში დამარცხდა – 124:136. ბითაძე ამჯერად 14 წუთი ათამაშეს, რა დროშიც 5 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა ჰქონდა. გოგამ სამიდან...

თბილისის აკადემია ჩემპიონია
ჩანაწერი

თბილისის აკადემია ჩემპიონია

ემზარ სალუქვაძის სახელობის სპორტულ არენაზე გაიმართა 2025 წლის შემოდგომის თასის ფინალური მატჩი ბეისბოლში. დაძებულ შეხვედრაში „თბილისის აკადემიამ” „თბილისის მგლები” 4:2 დაამარცხა და შემოდგომის თასის მფლობელი გახდა. შეჯიბრებაში მონაწილეობას იღებდნენ 15 წლამდე ასაკის მოზარდებისგან შემდგარი 4 გუნდი: „თბილისის აკადემია”, „თბილისის მგლები”, „თბილისის ზღვა“ და „ბაქსვუდი“. ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ,,თბილისის აკადემიის” გუნდის წევრი გიორგი სოფრომაძე დასახელდა. ბეისბოლის...