NBA-ში მორიგი სათამაშო დღე იყო და მოედანზე ისევ ორივე ქართველი ვიხილეთ. ორივეს გუნდმა ისევ წააგო და ორივემ ერთნაირი ქულები დააგროვა.
სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტომ“ საკუთარ არენაზე „ჰიუსტონ როკეტსს“ უმასპინძლა და 121:139 დამარცხდა. ჯეიკობ პოილტლის არყოფნაში სანდრო მამუკელაშვილს სასტარტო ხუთეულში ველოდით, მაგრამ მწვრთნელმა ჩვენებურს კოლინ მიურეი-ბოილსი ამჯობინა და მამუც საქმეში სათადადრიგოთა სკამიდან ჩაერთო. სანდრომ პარკეტზე 16.19 წუთი გაატარა, რა დროშიც 10 ქულა, 1 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. მამუკელაშვილმა ოთხიდან სამი ორქულიანი, ორიდან ერთი სამქულიანი და ორიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო. დაახლოებით იგივე მაჩვენებელი ჰქონდა მიურეი-ბოილსსაც – 13 ქულა, 1 მოხსნა, 2 პასი. თუმცა, მოედანზე ქართველზე ცხრა წუთით მეტი გაატარა. „ტორონტო“ ერთი მოგებითა და ოთხი მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილზეა და მომდევნო მატჩს „კლივლენდ კავალიერსთან“ გამართავს.
გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ „დეტროიტ პისტონსთან“ ასევე სტუმრად წააგო – 116:135. გოგამ 26.31 წუთში 10 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი მოინაგრა. ქართველმა ცენტრმა ხუთიდან ხუთი ორქულიანი ჩააგდო, ხოლო სამქულიანი და საჯარიმო სროლები არ შეუსრულებია. „ორლანდო“ „ტორონტოს“ მსგავსად ერთი მოგებითა და ოთხი წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა და მომდევნო მატჩს „შარლოტთან“ სტუმრად გამართავს.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები13/08/2026 | 22:04საქართველომ შეკრება დაიწყო
სიახლეები13/08/2026 | 00:01კვარას სუპერგოლი და პირველი ტიტული ახალ სეზონში [VIDEO]
სიახლეები10/08/2026 | 23:22იბერიას მწვრთნელი და კაპიტანი – ლარნთან ისტორიული თამაშისთვის მზად ვართ
სიახლეები08/08/2026 | 19:20ბუდუმ სეზონი გოლით დაიწყო [VIDEO]
