წელი: 2025

Home 2025
მამუს მოგება, გოგას მარცხი
ჩანაწერი

მამუს მოგება, გოგას მარცხი

სანდრო მამუკელაშვილისა და გოგა ბითაძის იდენტურად მიმავალი გზა NBA-ს მერვე მატჩში გაიყო. თუ აქამდე ორივე ქართველის გუნდი ერთად იგებდა და ერთად აგებდა, დღეს დილით „ტორონტომ“ მოიგო, ხოლო „ორლანდომ“ წააგო. კანადელებმა საკუთარ მოედანზე მამუკელაშვილის ყოფილ გუნდს, „მილუოკი ბაქსს“ ეთამაშა და 128:100 გაიმარჯვა. ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 23 წუთი დაჰყო, რა დროშიც გუნდს 15 ქულით, 7 მოხსნითა და...

ნინიაშვილის 25-ე და ორი დებიუტანტი [VIDEO]
ჩანაწერი

ნინიაშვილის 25-ე და ორი დებიუტანტი [VIDEO]

დავით ნინიაშვილმა საფრანგეთის ჩემპიონატში მორიგი ლელო გაიტანა, რომელიც მის ფრანგულ კარიერაში 25-ე გახლდათ. ტოპ 14-ში ორი ქართველი ახალგაზრდის დებიუტიც შედგა, ხოლო პრო დ2-ში დაფიქსირებული ორივე ქართული ლელოს ავტორები 9 ნომრები აღმოჩდნენ. ტოპ 14 „ლა როშელმა“ „რასინგ-92“-ს უმასპინძლა და კარგადაც ითამაშა. შედეგად, ბისკაის ყურის სანაპიროზე მდებარე ქალაქში ლამაზი გამარჯვება იზეიმეს – 33:6. ჰოდა, ამ ლამაზ გამარჯვებაში...

ბუდუს პირველი ბუნდესლიგური [ვიდეო]
ჩანაწერი

ბუდუს პირველი ბუნდესლიგური [ვიდეო]

გერმანიის ბუნდესლიგაში „ჰაიდენჰაიმმა“ ფრანკფურტის „აინტრახტს“ მასპინძლობდა და პირველი ტაიმის შემდეგ ბუდუ ზივზივაძის გატანილი გოლით დაწინაურდა. სტუმრებმა ანგარიში შესვენების შემდეგ გაათანაბრეს და მატჩი 1:1 დამთავრდა. ეს ამ სეზონში ბუდუს პირველი გოლი იყო. ქართველი თავდამსხმელი 70-ე წუთზე შეცვალეს.

კარპატის თასი მოგებით დავიწყეთ
ჩანაწერი

კარპატის თასი მოგებით დავიწყეთ

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები, ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში, რუმინეთში მიმდინარე „კარპატის თასზე“ მონაწილეობს. ქართველთა და მასპინძელთა გარდა, რუმინეთში სლოვაკეთისა და უკრაინის ნაკრებებიც არიან. ტიტე კალანდაძის გუნდმა პირველივე მატჩში მოიგო – ჩვენებმა სლოვაკებს 31:28 აჯობეს. პირველ ტაიმში სლოვაკები უკეთ გამოიყურებოდნენ და 16:14 მოიგეს. თუმცა, შესვენების შემდეგ სიტუაცია შეიცვალა, ჩვენები უფრო გააზრებულად ათამაშდნენ და საქმე გამარჯვებამდე მიიყვანეს. ორივე...

ისევ წყვილად
ჩანაწერი

ისევ წყვილად

გოგა ბითაძის მსგავსად წაგებათა სერია შეწყვიტა სანდრო მამუკელაშვილმაც. ჩვენებურის „ტორონტომ“ სტუმრად „კლივლენდი“ 112:101 დაამარცხა. მამუკელაშვილმა პარკეტზე 18.35 წუთი გაატარა, რა დროშიც 11 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი თითო ჩაჭრა და დაფარება მოინაგრა. სანდრომ ერთი ორქულიანი ესროლა და ზუსტად, სამიდან ერთი სამქულიანი და ექვსივე საჯარიმო ჩააგდო. მისი მოედანზე ყოფნისას „ტორონტომ“ მეტოქეზე 13 ქულით მეტი ჩააგდო, რაც...

კილიან მბაპემ ოქროს ბუცი მოიგო
ჩანაწერი

კილიან მბაპემ ოქროს ბუცი მოიგო

კილიან მბაპე „ოქროს ბუცის’’ 43-ე გამარჯვებული გახდა. ამიერიდან მან მიზნად 1967 წელს დაარსებული ჯილდოს მეორედ მოპოვება უნდა დაისახოს, რაც აქამდე მხოლოდ თორმეტმა ფეხბურთელმა შეძლო. კრიშტიანუ რონალდუმ „ოქროს ბუცი’’ ოთხჯერ მოიგო, ლეო მესიმ კი ექვსჯერ. „რეალის’’ ფრანგი ფორვარდი ლაურეატი გასულ სეზონში გატანილი 31 გოლის წყალობით გახდა. მან აჯობა ვიქტორ გიოკერეშსა და მოჰამედ სალაჰს. იმას, რომ „ოქროს...

ლივერპულელებმა ტრენტი ღალატში ამხილეს
ჩანაწერი

ლივერპულელებმა ტრენტი ღალატში ამხილეს

„ლივერპულის’’ ფანები აღშფოთდნენ. ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა, რომელიც გასულ ზაფხულს მათი სათაყვანებელი კლუბიდან „რეალში’’ გადავიდა ვიდეო დადო, სადაც ამბობს, რომ უკვე ხუთი თვეა რაც მასწავლებელთან, კერძოდ სარა დუკესთან ესპანურში მეცადინეობს. „მანამდე ესპანურად ერთ სიტყვასაც ვერ ვამბობდი. მინდოდა მესწავლა ენა, რათა ურთიერთობა მქონოდა თანაგუნდელებთან. მწვრთნელთან და „რეალის’’ ფანებთან’’, ― თქვა ფეხბურთელმა. გამოდის, რომ ალექსანდერ-არნოლდს ესპანურის სწავლა მაისში დაუწყია,...

ბითაძის ექვსი ქულა შარლოტში
ჩანაწერი

ბითაძის ექვსი ქულა შარლოტში

ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ გოგა ბითაძის „ორლანდომ“ მოიგო. „ჯადოქრები“ „შარლოტ ჰორნეტსს“ ესტუმრნენ და 123:107 მოიგეს. ეს ორლანდოელთა მეორე გამარჯვებაა სეზონში. ბითაძემ მოედანზე 13.21 წუთი დაჰყო, რა დროშიც 6 ქულა, 3 მოხსნა და 1 დაფარება დააგროვა. გოგამ სამიდან ერთი ორქულიანი ჩააგდო, ხოლო თითო სამქულიანი და საჯარიმო ზუსტად ისროლა. „ორლანდოს“ ორი მოგების წილ ოთხი მარცხი აქვს და...

გოდება იერემიასი ანუ ალისონი მალე გამოჯანმრთელდება
ჩანაწერი

გოდება იერემიასი ანუ ალისონი მალე გამოჯანმრთელდება

„ლივერპულმა’’ ბოლო შეხვედრებში მარცხი მარცხზე იწვნია, მაგრამ გულშემატკივრებმა გულის დამშვიდების მიზეზი მაინც იპოვეს. ინსტაგრამზე მეკარე ალისონ ბეკერმა პოსტი გამოაქვეყნა: ნაბიჯ-ნაბიჯ გაიხსენე ჩემი განჯვა და ჩემი სიმწარე, აბზინდა და შხამი; კარგად ვიხსენებ ამას და მიღონდება სული; ასე ვპასუხობ ჩემს გულს, რადგან მაქვს იმედი; არ დაილევა უფლის მადლი, არ შეწყდება მისი წყალობები; განახლდება ყოველ სისხამზე, დიდია შენი...

მაკელელე მის მსოფლიოს ჟიურიში
ჩანაწერი

მაკელელე მის მსოფლიოს ჟიურიში

კლოდ მაკელელე 52 წლის ვეტერანი ფეხბურთელია, რომელიც საფრანგეთის ნაკრებთან ერთად 2006 წელს მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა. კარიერაში უთამაშია „რეალში’’, „პარი სენ ჟერმენში’’, „მარსელსა’’ და „ჩელსიში’’. მისი პროფესიული ცხოვრების მეორე ნახევარი შედარებით მოკრძალებული გამოდგა – მწვრთნელად ვერ ივარგა. ამის მიუხედავად, მაკელელეს საჯარო ცხოვრება გრძელდება, ოღონდ… ის ერთი შეხედვით მოულოდნელი მიმართულებით განვითარდა. 21 ნოემბერს, ტაილანდში, პაკ კრეტში, „იმპაქტ...