ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ გოგა ბითაძის „ორლანდომ“ მოიგო. „ჯადოქრები“ „შარლოტ ჰორნეტსს“ ესტუმრნენ და 123:107 მოიგეს. ეს ორლანდოელთა მეორე გამარჯვებაა სეზონში.
ბითაძემ მოედანზე 13.21 წუთი დაჰყო, რა დროშიც 6 ქულა, 3 მოხსნა და 1 დაფარება დააგროვა. გოგამ სამიდან ერთი ორქულიანი ჩააგდო, ხოლო თითო სამქულიანი და საჯარიმო ზუსტად ისროლა.
„ორლანდოს“ ორი მოგების წილ ოთხი მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-11 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი, „ვაშინგტონ უიზარდსის“ წინააღმდეგ, სტუმრად ითამაშებს.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:21ლიდერი და საჭირო სანდრო
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 15:27მამუ პორტლენდს არ ეყო
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 12:35მოედანზე და სკამზე
აქეთურ-იქითური25/10/2026 | 17:00ბასილაშვილმა ფინალი წააგო
