„ლივერპულმა’’ ბოლო შეხვედრებში მარცხი მარცხზე იწვნია, მაგრამ გულშემატკივრებმა გულის დამშვიდების მიზეზი მაინც იპოვეს. ინსტაგრამზე მეკარე ალისონ ბეკერმა პოსტი გამოაქვეყნა:
ნაბიჯ-ნაბიჯ
გაიხსენე ჩემი განჯვა და ჩემი სიმწარე, აბზინდა და შხამი;
კარგად ვიხსენებ ამას და მიღონდება სული;
ასე ვპასუხობ ჩემს გულს, რადგან მაქვს იმედი;
არ დაილევა უფლის მადლი, არ შეწყდება მისი წყალობები;
განახლდება ყოველ სისხამზე, დიდია შენი იმედი.
ჩემი ხვედრია უფალი, ამბობს ჩემი სული; ამიტომაც იმედი მაქვს მისი.
გოდება იერემიასი. თავი მესამე: 19-24
Y.N.W.A.
მერსისაიდელთა პირველმა მეკარემ ვარჯიში განაახლა და სავარაუდოდ მალე დაუბრუნდება ძირითად შემადგენლობას სადაც მისი ადგილი ჯერჯერობით გიორგი მამარდაშვილს უკავია. ბოლოხანს „ლივერპულის’’ დაცვა პოლ სქოულზმა გააკრიტიკა. მან თქვა, რომ ბრაზილიელის არყოფნა დიდი დანაკარგია. იმის თქმა არ მინდა, რომ მამარდაშვილი ცუდად თამაშობს, მაგრამ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ყველა დარტყმა კარში გავაო.
საიტი empireofthekop წერს, რომ როდესაც დაცვა ცუდად თამაშობს გაშვებული გოლების სათადარიგო მეკარისთვის დაბრალება არ შეიძლება, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ალისონი დღეს მსოფლიოში საუკეთესო მეკარეა. მისმა დაბრუნებამ შეიძლება გუნდში ძირეულად შეცვალოს ყველაფერი. პორტალი იმედოვნებს, რომ ბრაზილიელის კაში ჩადგომა მარტო დარტყმების მოგერიებას კი არა, გუნდის ლიდერობას და გამხნევებასაც ნიშნავს.
Empireofthekop-ს ერთ-ერთ წინა წერილში მოჰყავს სტატისკიკა. ის ალისონს და მამარდაშვილს ადარებს ერთმანეთს. ბეკერმა ითამაშა 540 წუთი, მამარდაშვილმა – 270. ორივემ გაუშვა 7 გოლი. ალისონმა 9 დარტყმა მოიგერია, მამარდაშვილმა – 11. მოგერიების პროცენტული მაჩვენებელი ასეთია: ალისონი – 56.3%, მამარდაშვილი – 66.7%.
„რაც ალისონს ცვლის, 25 წლის ქართველმა რამდენიმე დარტყმა დიდებულად მოიგერია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის საქმეში პირდაპირ „გალათასარისთან’’ შეხვედრაში შეაგდეს, როდესაც ალიოსნი დაშავდა’’, ― დაწერა საიტმა, მაგრამ ის ისევე, როგორც მთელი მერსისაიდი მხსნელი ბრაზილიელის გამოჯანმრთელებას ელის. ალისონისგან მეტს ელიან ვიდრე მხოლოდ კარის დაცვაა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური07/11/2026 | 09:22დარჩა დიდი სიცარიელე
აქეთურ-იქითური07/11/2026 | 08:01ირაოლამ ალისონი დაიცვა
მთავარი ამბავი07/11/2026 | 07:00კვარა და პსჟ გინესის რეკორდების წიგნში
აქეთურ-იქითური06/11/2026 | 08:59თუ ფინალი მადრიდში არ გაიმართება, ესპანეთი მასპინძლობაზე უარს იტყვის
