
კლოდ მაკელელე 52 წლის ვეტერანი ფეხბურთელია, რომელიც საფრანგეთის ნაკრებთან ერთად 2006 წელს მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა. კარიერაში უთამაშია „რეალში’’, „პარი სენ ჟერმენში’’, „მარსელსა’’ და „ჩელსიში’’.
მისი პროფესიული ცხოვრების მეორე ნახევარი შედარებით მოკრძალებული გამოდგა – მწვრთნელად ვერ ივარგა. ამის მიუხედავად, მაკელელეს საჯარო ცხოვრება გრძელდება, ოღონდ… ის ერთი შეხედვით მოულოდნელი მიმართულებით განვითარდა.
21 ნოემბერს, ტაილანდში, პაკ კრეტში, „იმპაქტ არენაზე’’ „მის მსოფლიოს’’ 74-ე კონკურსი გაიმართება. დანიელი ვიქტორია კიაერ თეილვიგი თავის მემკვიდრეს შეამკობს 2025 წლის გამარჯვებულის გვირგვინით და სწორედ ამ კონკურსის ჟიურიში მიიწვიეს კლოდ მაკელელე.
„მის მსოფლიოს’’ თუ „მის სამყაროს’’ საორგანიზაციო კომიტეტმა გაავრცელა განცხადება, სადაც წერია: „ჩვენთვის დიდი პატივია კლოდ მაკელელეს ყოფნა კონკურსის ჟიურის რიგებში. ის ფეხბურთის სამყაროში საკულტო ფიგურაა, რომლის მემკვიდრეობაც სცილდება მოედნის ფარგლებს. კლოდი სპორტსა თუ მის მიღმა თაობებს შთააგონებს. მისი გამორჩეული კარიერა მიბაძვის საგანია მთელს მსოფლიოში. ის არის სრულყოფილების და პატიოსნების სიმბოლო. ჩვენ ვამაყობთ, რომ ტაილანდში მის სამყაროს შერჩევისას მის ლიდერულ თვისებებსა და შორსმჭვრეტელობას დავეყრდნობით’’.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური17/08/2026 | 09:42ტიპმიოლერმა ლანსის ისტორია დაწერა
მთავარი ამბავი17/08/2026 | 08:20პსჟ ყველა ტიტულს ვეღარ მოიგებს
აქეთურ-იქითური10/08/2026 | 08:21რატომ ჩაუვარდა მალდინის გვარდიოლას ვარიანტი?
მთავარი ამბავი10/08/2026 | 07:12მამარდას მორიგი ამხანაგური
