წელი: 2025

Home 2025
ხვიჩამ და ბარკოლამ ივარჯიშეს
ჩანაწერი

ხვიჩამ და ბარკოლამ ივარჯიშეს

კვირას, საქართველოს დროით შუაღამეს 15 წუთი რომ დააკლდება ლიონში ფრანგული ლიგა 1-ის მნიშვნელოვანი მატჩია: მეექვსე ადგილზე მყოფი „ლიონი’’ ლიდერ „პარი სენ ჟერმენს’’ მასპინძლობს. გუნდებს შორის სხვაობა 4 ქულაა. პარიზელებს ტრავმების გამო აკლიათ აშრაფ ჰაკიმი, ოსმან დემბელე, ნუნუ მენდეში და დეზირე დუე. მათ პარასკევის ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღიათ. „პარიზიენი’’ ხაზს უსვამს, რომ ერთდღიანი დასვენების შემდეგ ვარჯიშს...

ამერიკა რეიტინგისთვის გვჭირდება
ჩანაწერი

ამერიკა რეიტინგისთვის გვჭირდება

შაბათს, 8 ნოემბერს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ნოემბრის ტესტებს შეუდგება: 16 საათზე, ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“ დაიწყება მატჩი ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებთან და ეს იქნება ამ გუნდების მე-8 შეხვედრა. ქართველებს მინიმალური უპირატესობა აქვთ – 4 მოგება 3 მარცხის წილ. რიჩარდ კოკერილის ამჟამინდელ რაზმს სავსებით ხელეწიფება ამ უპირატესობის გაზრდა. ჯერ ერთი, საქართველო „მსოფლიო რაგბის“ რეიტინგში მე-11 საფეხურზეა,...

საბერძნეთი, გერმანია და ოთხი დებიუტანტი…
ჩანაწერი

საბერძნეთი, გერმანია და ოთხი დებიუტანტი…

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე საბერძნეთთან გასვლითი და გერმანიასთან საშინაო მატჩებისთვის ემზადება. რამაზ სვანაძის გუნდი საბერძნეთს 14 ნოემბერს ათენში დაუპირისპირდება, ხოლო გერმანიას 18 ნოემბერს თბილისში უმასპინძებს. აღნიშნული მატჩებისთვის მწვრთნელმა 23 ფეხბურთელი გამოიძახა. 21-წლამდე ნაკრებს 4 ახალწვეული შეუერთდება – პაპუნა ბერუაშვილი, გიორგი გვასალია, ოთარ ჩოჩია, დიმიტრი ღურწკაია ახალგაზრდულში პირველად არიან გამოძახებული. მეკარეები მიხეილ მაქაცარია...

მწვრთნელია თუ დემაგოგი?
ჩანაწერი

მწვრთნელია თუ დემაგოგი?

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ბოლო ორი შესარჩევი მატჩისთვის მზადებას ორშაბათიდან შეუდგება. ვილიო სანიოლმა ესპანეთთან და ბულგარეთთან შეხვედრებისთვის მოსამზადებელი 25-კაციანი შემადგენლობა უკვე დაასახელა, დღეს კი პრესკონფერენცია გამართა და ეს თქვა: … ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ქართული ფეხბურთის უმაღლესი წერტილი იყო, რის შემდეგაც გუნდს ჩვეულ ფორმაში დასაბრუნებლად გარკვეული დრო სჭირდება. ამჟამინდელ პროცესს კარგი წვეულების შემდეგ დასვენებას შევადარებ და ვიტყვი,...

რა შეიცვალა ლივერპულში?
ჩანაწერი

რა შეიცვალა ლივერპულში?

სასაცილოა, როგორ შეუძლია მოგებას მარტო სატურნირო ცხრილი კი არა ხალხის დამოკიდებულება შეცვალოს. ამის ნათელი დასტური არნე სლოტის ამბავიაო, წერს „ლივერპულ ექო’’ და შეგვახსენებს, რომ სულ ცოტა ხნის წინ, როდესაც „ლივერპული’’ ზედიზედ მარცხდებოდა, საკმარისი იყო ჰოლანდიელ მწვრთნელს ტაქტიკური ახსნა-განმარტება დაეწყო, რომ ყველა იძახდა, თავს იმართლებსო. ახლა, როდესაც „წითლებმა’’ „რეალს’’ ჩემპიონთა ლიგაში 1:0 მოუგეს, სლოტი კი კვლავ...

ფიფამ თერთმეტეული დაასახელა
ჩანაწერი

ფიფამ თერთმეტეული დაასახელა

„ფრანს ფუტბოლმა’’ გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ოსმან დემბელე დაასახელა და მას „ოქროს ბურთი’’ გადასცა. ახლა ფიფას დაჯილდოების ჯერი ახლოვდება. განსხვავება ის არის, რომ მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია სეზონის კი არა, წლის საუკეთესო მოთამაშეს ავლენს. მის გამოკითხვაში მონაწილეობენ ეროვნული ნაკრებების კაპიტნები, მწვრთნელები, შერჩეული ჟურნალისტები და ფიფას ოფიციალურ ვებგვერდზე დარეგისტრირებული გულშემატკივრები. ხმის მიცემის ვადა დეკემბრამდეა. გასულ სეზონში...

კროოსი სხვა აზრისაა
ჩანაწერი

კროოსი სხვა აზრისაა

ჩემპიონთა ლიგაში „პარი სენ ჟერმენისა’’ და „ბაიერნის’’ შეხვედრაში (1:2) აშრაფ ჰაკიმის უხეშად წაქცევისთვის მსაჯმა მოედნიდან მიუნხენელთა ორივე გოლის ავტორი ლუის დიასი გააძევა. არბიტრის გადაწყვეტილებას მაყურებელთა უმეტესობა დაეთანხმა, თუმცა ახლო წარსულში ცნობილი გერმანელი ნახევარმცველი ტონი კროსი სხვა აზრის არის. „ჩემთვის ყველაფერი მარტივადაა. მსაჯს წითელი ბარათი არ უნდა ამოეღო. მის გადაწყვეტილებაზე ჰაკიმის ტრავმამ იმოქმედა. ჰაკიმი რომ წამომდგარიყო,...

ვილის 25
ჩანაწერი

ვილის 25

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ბოლო ორი შესარჩევი მატჩისთვის 25-კაციანი შემადგენლობა გამოაცხადა. ვილი სანიოლის რჩეულთა შორი ორი დებიუტანტია: ესპანური „კადისის“ 25 წლის შემტევი იური ტაბატაძე და სლოვაკური „ჟილინას“ 20 წლის მცველი ალექსანდრე ნარიმანიძე. შეგახსენებთ, საქართველო 15 ნოემბერს „დინამო არენაზე“ ესპანეთს უმასპინძლებს, 18-ში კი ბულგარეთში ითამაშებს. მეკარეები გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (პაოკი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა,...

ბათუმი კატასტროფის პირას…
ჩანაწერი

ბათუმი კატასტროფის პირას…

ეროვნული ლიგის 31-ე ტურს სატურნირო განლაგებაში ცვლილება არ შეუტანია. „იბერიას“ და „დილას“ კვლავ თანაბარი ქულები აქვთ (65-65), თუმცა ურთიერთშეხვედრებში მოპოვებული უპირატესობის ხარჯზე პირველ აგილზე თბილისელები არიან. ამჯერად „იბერიამ“ „ბათუმს“ სტუმრად გიორგი ჯინჯოლავსა და ამირან ძაგანიას გოლებით 2:0 სძლია. „დილამ“ კი „ტორპედოს“ 1:0 მოუგო. აქ თავი ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა გამოიჩინა შორეული დარტყმით. მესამე დგილზე თბილისის „დინამოა“, რომელმაც...

კოკერილის 35 რჩეული
ჩანაწერი

კოკერილის 35 რჩეული

ნოემბრის დადგომა სარაგბო სამყაროში ე.წ. ნოემბრის ტესტების სეზონის გახსნას ნიშნავს. შესაბამისად, საქართველოს ბორჯღალოსნებსაც საერთაშორისო მატჩები ელის. შაბათს, 8 ნოემბერს საქართველოს ნაკრები აშშ-ს ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“ უმასპინძლებს, 15-ში იქვე კანადის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება, 22 ნოემბერს კი ბორჯღალოსნებს ნოემბრის ტესტების მთავარი სესიის ჩაბარება მოუწევთ – თბილისის „მიხეილ მესხზე“ იაპონიასთან უმნიშვნელოვანესი მატჩია. სტრატეგიული ამოცანა შემდეგია – „მსოფლიო რაგბის“...