საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ბოლო ორი შესარჩევი მატჩისთვის მზადებას ორშაბათიდან შეუდგება. ვილიო სანიოლმა ესპანეთთან და ბულგარეთთან შეხვედრებისთვის მოსამზადებელი 25-კაციანი შემადგენლობა უკვე დაასახელა, დღეს კი პრესკონფერენცია გამართა და ეს თქვა:
… ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ქართული ფეხბურთის უმაღლესი წერტილი იყო, რის შემდეგაც გუნდს ჩვეულ ფორმაში დასაბრუნებლად გარკვეული დრო სჭირდება. ამჟამინდელ პროცესს კარგი წვეულების შემდეგ დასვენებას შევადარებ და ვიტყვი, რომ გარკვეული ჩავარდნა მოსალოდნელიც კი იყო..
… გუნდი თაობათა ცვლის პროცესშია. ნაკრებს გამოაკლდნენ გამოცდილი მცველები, ხოლო კაშიას ასაკი ემატება. საბედნიეროდ იმედის მომცემი ახალგაზრდები მოდიან: გოგლიჩიძე, ლოჩოშვილი, ნარიმანიძე. სიგუა… მისი გამოძახება ლოზანაში ბოლო პერიოდში ნაჩვენები კარგი თამაშითაა განპირობებული. ფეხბურთელმა ყოლელთვის უნდა აჩვენოს რომ ნაკრებს იმსახურებს და კარი მისთვის ყოველთვის ღია იქნება.
… მაკრებში დღეს არსებული პრობლემა ტაქტიკური არ არის. ხარვეზები დისციპლინას, გარკვეულ მომენტებში კონცენტრაციის დაკარგვასა და აგრესიას შეეხება. წარმატებისთვის მეტი შრომაა საჭირო. გუნდის მშენებლობას დრო სჭირდება. მაგალითად ლუის ენრიკეს პსჟ-ში მას თავდაპირველად კრიტიკა ხვდებოდა. ამ ეტაპზე მთავარია, მომავალზე ფოკუსირება და შეცდომებისგან გამოცდილების მიღება.
… თურქეთთან მატჩებში სტანდარტული მდგომარეობების ჩვენი თამაში კატასტროფა იყო. თუმც, პრობლემა არა ტაქტიკაში, არამედ ფეხბურთელების დამოკიდებულებაშია. სტანდარტულების ცალკე მწვრთნელი, რა თქმა უნდა, საჭიროა, მაგრამ ამის შედარება პრემიერლიგის 600-მილიონიან ბიუჯეტებთან რთულია.
… დვალისა და აზაროვის არგამოძახება არის გზავნილი, რომ ფეხბურთელებმა მეტი უნდა იმუშაონ. ლაშა დვალი ევროპის შემდეგ, საჭირო ფორმას ვერ დაუბრუნდა. მისთვის ნაკრების კარი არ დახურულა. აზაროვი ნაკრების განაცხადის გამოქვეყნებამდე შახტარში სათადარიგოთა სკამზე იჯდა და თვეში საშუალოდ ერთ სრულ მატჩსაც ვერ ატარებდა. ამიტომაც გიორგი გოჩოლეიშვილს მიეცემა მეტი სათამაშო დრო…
პრობლემა ტაქტიკაში არააო… თურქეთთან სტანდარტულებისას ჩვენი თამაში კატასტროფა იყოო… დისციპლინას, კონცენტრაცია და აგრესია გვაკლიაო… გუნდის მშენებლობას დრო სჭირდებაო..
არ ფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი მწვრთნელის სიტყვებზე მეტად, გამოცდილი დემაგოგის ნათქვამს ჰგავს?!
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი16/06/2026 | 18:56ფლორა და დემჩენკო იბერიას
მთავარი ამბავი07/06/2026 | 23:05ზვერევის პირველი სლემი
მთავარი ამბავი05/06/2026 | 22:20საქართველომ ვარჯიში მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 16:09ფსიქიატრი გვარდიოლაზე…
