წელი: 2025

Home 2025
ლიონი კვარას გოლს სკანდალურად მიიჩნევს
ჩანაწერი

ლიონი კვარას გოლს სკანდალურად მიიჩნევს

სტადიონზე 59000 ადამიანი იჯდა და მათგან მხოლოდ ოთხმა ვერ დაინახა წესის დარღვევაო, თქვა ნამატჩევს „ლიონის’’ განრისხებულმა ასისტენტმა მწვრთნელმა ჟორჟე მასიელმა. „მეორე გოლი უბრალოდ სკანდალური იყო. ნიკოს წინააღმდეგ უხეშობას კი პენალტი და წითელი ბარათი უნდა მოჰყოლოდა’’, ― თქვა მან. ლაპარაკია ხვიჩა კვარაცხელიას გოლსა და ნიკოლას ტალიაფიკოს ეპიზოდზე, როდესაც არგენტინელს კანგ-ინ ლიმ მაისურზე დაქაჩა, მან კი მაინც...

კვარას 33-ე…
ჩანაწერი

კვარას 33-ე…

საფრანგეთის ლიგა 1-ში „ლიონისა“ და „პარი სენ-ჟერმენისა“ მატჩის 33-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა და პარიზელები 2:1 დააწინაურა. ეს ტოპ 5 ჩემპიონატში კვარას 33-ე გოლია, ამ მაჩვენებლით კი მან ალექსანდრე იაშვილსა და ლევან კობიაშვილს (32-32 გოლი) გადაასწრო და ტოპ 5 ჩემპიონატების საუკეთესო ქართველი ბომბარდირი გახდა.  

მამუს ქულებით ტორონტომ ვერ მოიგო
ჩანაწერი

მამუს ქულებით ტორონტომ ვერ მოიგო

NBA-ში მოთამაშე ორი ქართველიდან დილით მხოლოდ სანდრო მამუკელაშვილმა ითამაშა, მაგრამ გუნდს ვერ უშველა. „ტორონტო რეპტორსი“ სტუმრად „ფილადელფიასთან“ 120:130 დამარცხდა. მამუ სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე გატარებულ 17 წუთში თავი 10 ქულას, 3 მოხსნას, 2 პასს, 2 ჩაჭრასა და დაფარებას მოუყარა. ქართველმა ორიდან ორი ორქულიანი, სამიდან ერთი სამქულიანი და სამივე საჯარიმო ჩააგდო. „ტორონტომ“ ოთხმატჩიანი მოგებათა სერია...

მეპოკერე იონსენი
ჩანაწერი

მეპოკერე იონსენი

„იბერია“ და „დილა“ ერთმანეთს ტოლს არ უდებენ.  გასულ შაბათსაც, ეროვნული ლიგის 32-ე ტურში გორელებმა სტუმრად ერთ-ერთი აუტსაიდერი „თელავი“ 2:0 დაამარცხეს და ერთპიროვნულად გალიდერდნენ, თუმცა ეს პოზიცია მხოლოდ ერთ საათს გაგრძელდა. „იბერიამ“ მალევე შინ „სამგურალს“ 2:0 მოუგო და ისევ დაეწია „დილას.“ ახლა ორივეს 68-68 ქულა აქვთ, თუმცა პირველ ადგილზე იბერიელები დგანან, რადგან ურთიერთშეხვედრებში გააჩნიათ უპირატესობა. აქვე...

გვარდიოლას მეათასე თამაში
ჩანაწერი

გვარდიოლას მეათასე თამაში

დღეს „მანჩესტერ სიტი’’ „ლივერპულს’’ ხვდება და ეს მანჩესტერელთა თავკაცის პეპ გვარდიოლას მეათასე მატჩია მწვრთნელის რანგში. მას მერე რაც 2007 წელს „ბარსელონა B’-ს ჩაუდგა სათავეში მან 715 შეხვედრა მოიგო. „ბარსას“, „ბაიერნისა’’ და „სიტის’’ გვარდიოლამ ჩემპიონის 12 ტიტული მოაგებინა. მისმა გუნდებმა სამჯერ გაიმარჯვეს ჩემპიონთა ლიგაშიც. მას აღმართული აქვს 14 სხვადასხვა თასი. გვარდიოლამ მხოლოდ 128 შეხვედრა წააგო. BBC...

შფოთვის საბაბი არ არსებობს
ჩანაწერი

შფოთვის საბაბი არ არსებობს

რას აპირებს „პარი სენ ჟერმენი’’, ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე ახალ ვარსკვლავს იყიდის, თუ ამჯერად თავს შეიკავებს? შეგახსენებთ, რომ ერთი წლის წინ მან „ნაპოლისგან’’ გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია შეიძინა. წლეულს პარიზელებს ბევრი მოთამაშე დაუშავდათ და გაჩნდა ეჭვი, რომ ლუის ენრიკემ შეიძლება ფეხბურთელების ბაზარს ისევ მიაშუროს. შაბათს, „ლიონთან’’ თამაშის წინა პრეს-კონფერენციაზე პსჟ-ს ესპანელმა მწვრთნელმა ამ კითხვასაც...

ხულიან ალვარესი და პსჟ
ჩანაწერი

ხულიან ალვარესი და პსჟ

2024 წლის აგვისტოში ხულიან ალვარესმა „მანჩესტერ სიტი’’ დატოვა. ის 90 მილიონ ევროდ „ატლეტიკომ’’ იყიდა, რითაც წერტილი დაესვა ჭორაობას იმის შესახებ თუ სად გადავიდოდა არგენტინელი, „ბარსელონაში’’ თუ „პარი სენ ჟერმენში’’. თავდამსხმელი, რომელმაც მანჩესტერში ორი წელიწადი გაატარა, პარიზელთა ინტერესის საგანი ოფიციალურად არასდროს ყოფილა, მაგრამ თავად ფეხბურთელმა „ფრანს ფუტბოლისთვის’’ მიცემულ ინტერვიუში ასე თქვა: „შარშან, სანამ „ატლეტიკოში’’ გადავიდოდი, ჩემსა...

აშშ გაგვიძალიანდა…
ჩანაწერი

აშშ გაგვიძალიანდა…

რა თქმა უნდა, სარაგბო საზომებით აშშ არაა იტალია, მაგრამ ვფიქრობ, ბორჯღალოსნების მატჩი თუნდაც ამერიკელების წინააღმდეგ უფრო სოლიდურ აუდიტორიას იმსახურებს. ბათუმის „აჭარაბეთ არენის“ისედაც მოკრძალებული ტრიბუნები ნახევრად ცარიელი იყო და ამის ხილვა მეტად დამთრგუნველია, აღარაფერს ვიტყვით თავად მოთამაშეებზე, რომელთაც საანგარიშო მატჩის მსვლელობისას არაერთხელ დაჭირდა მინიმუმ ოდნავ მეტი ქომაგობის შეგრძნება. ასეა თუ ისე, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა გუნდმა ნოემბრის...

მოგება, ქულა, მოხსნა
ჩანაწერი

მოგება, ქულა, მოხსნა

NBA-ში მორიგი სათამაშო დღე წარმატებული გამოდგა ჩვენებურებისთვის – ორივე ქართველის გუნდმა მოიგო, მაგრამ შედეგიანობის მხრივ განსხვავდებოდნენ. სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ სტუმრად „ატლანტა“ დაამარცხა – 109:97. კანადელებმა ზედიზედ მეოთხე მატჩში იმარჯვეს და მობეგა-წაგებათა ბალანსი დადებითში გადაიყვანეს. მამუკელაშვილმა პარკეტზე 20.43 წუთი გაატარა, რა დროშიც 12 ქულა, 6 მოხსნა 1 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. სანდრომ ხუთიდან ოთხი...

ალისონი – ლივერპულის მხსნელი
ჩანაწერი

ალისონი – ლივერპულის მხსნელი

ლივერპულში სწამთ, რომ როგორც კი მათი სათაყვანებელი მეკარე ალისონი გამოჯანმრთელდება, გუნდი უკეთ ათამაშდება და ამიტომაც ელიან მის შესახებ ყოველ მომდევნო ცნობას დაძაბულები.  საიტი thisisanfield ხაზს უსვამს, რომ რაც ბრაზილიელი დაშავდა, „წითლებმა’’ 7 შეხვედრიდან 4 წააგეს და 11 გოლი გაუშვეს. გიორგი მამარდაშვილის დებიუტი „ლივერპულის’’ შემადგენლობაში იმედისმომცემი იყო, მაგრამ ალისონის დაბრუნება ისეთი რამ არის, რის მნიშვნელობაც კარგად...