NBA-ში მოთამაშე ორი ქართველიდან დილით მხოლოდ სანდრო მამუკელაშვილმა ითამაშა, მაგრამ გუნდს ვერ უშველა.
„ტორონტო რეპტორსი“ სტუმრად „ფილადელფიასთან“ 120:130 დამარცხდა.
მამუ სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე გატარებულ 17 წუთში თავი 10 ქულას, 3 მოხსნას, 2 პასს, 2 ჩაჭრასა და დაფარებას მოუყარა. ქართველმა ორიდან ორი ორქულიანი, სამიდან ერთი სამქულიანი და სამივე საჯარიმო ჩააგდო. „ტორონტომ“ ოთხმატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა და ახლა მოგება-წაგების თანაბარი ბალანსი აქვს – 5-5.
გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მერვე ადგილზეა. მომდევნო მატჩს „ტორონტო“ 12 ნოემბერს „ბრუკლინთან“ ითამაშებს.

ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური28/09/2026 | 12:23უმედლო ოლიმპიადა
აქეთურ-იქითური21/09/2026 | 23:04ქალების მედლის შანსი
აქეთურ-იქითური20/09/2026 | 19:07საინტერესო ქართული ამბავი სამარყანდში
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 14:04ოლიმპიადაზე ერთნაირად
