გოგა ბითაძის მსგავსად წაგებათა სერია შეწყვიტა სანდრო მამუკელაშვილმაც. ჩვენებურის „ტორონტომ“ სტუმრად „კლივლენდი“ 112:101 დაამარცხა. მამუკელაშვილმა პარკეტზე 18.35 წუთი გაატარა, რა დროშიც 11 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი თითო ჩაჭრა და დაფარება მოინაგრა. სანდრომ ერთი ორქულიანი ესროლა და ზუსტად, სამიდან ერთი სამქულიანი და ექვსივე საჯარიმო ჩააგდო.
მისი მოედანზე ყოფნისას „ტორონტომ“ მეტოქეზე 13 ქულით მეტი ჩააგდო, რაც გუნდში მესამე მაჩვენებელი იყო. „ტორონტომ“ ორი მოგებითა და ოთხი მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-11 ადგილზე გადაინაცვლა, მომდევნო მატჩს კი, „მემფის გრიზლისთან“ გამართავს.

ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური14/09/2026 | 13:53ზვერევის მეორე
სიახლეები12/09/2026 | 18:13კვერნაძის ზედიზედ მეორე გოლი იტალიაში [VIDEO]
აქეთურ-იქითური09/09/2026 | 15:41ამერიკა ალკარასის გარეშე
სიახლეები06/09/2026 | 19:48ფროზინონემ კვერნაძის გოლით მოიგო [VIDEO]…
