საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები, ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში, რუმინეთში მიმდინარე „კარპატის თასზე“ მონაწილეობს.
ქართველთა და მასპინძელთა გარდა, რუმინეთში სლოვაკეთისა და უკრაინის ნაკრებებიც არიან. ტიტე კალანდაძის გუნდმა პირველივე მატჩში მოიგო – ჩვენებმა სლოვაკებს 31:28 აჯობეს.
პირველ ტაიმში სლოვაკები უკეთ გამოიყურებოდნენ და 16:14 მოიგეს. თუმცა, შესვენების შემდეგ სიტუაცია შეიცვალა, ჩვენები უფრო გააზრებულად ათამაშდნენ და საქმე გამარჯვებამდე მიიყვანეს.
ორივე გუნდიდან საუკეთესო იყო ნაკრებში თითქმის ორწლიანი ტრავმით გამოწვეული პაუზის შემდეგ დაბრუნებული ნიკოლოზ კალანდაძე, ვინაც 10 ბურთი გაიტანა და 5 შედეგიანი პასიც გააკეთა. ირაკლი კბილაშვილის ანგარიშზე 6 გოლია.
გეტყვით რომ, რუმინეთში გუნდი ნაკრების უდავო ლიდერის, გიორგი ცხოვრებაძის გარეშეა ჩასული. ტრავმის გამო გუნდთთან ერთად კარგა ხანია არ უვარჯიშია ნაკრების კაპიტან თემო ორჯონიკიძესაც. საქართველოს ნაკრები მეორე მატჩს 1 ნოემბერს მასპინძელ რუმინეთთან ითამაშებს, რომელმაც დღეს 33:30 მოუგო უკრაინას.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:21ლიდერი და საჭირო სანდრო
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 15:27მამუ პორტლენდს არ ეყო
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 12:35მოედანზე და სკამზე
აქეთურ-იქითური25/10/2026 | 17:00ბასილაშვილმა ფინალი წააგო
